ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქარაგმა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2011


მი-ს


მიამიტს მიავიწყებს მინაწერ მისამართებს
ეს სევდით გადაღლილი ქალაქი ცის,

მინები მიამტვრია მიმთვრალმა მისტრალებმა,
უდროო მირაჟები მალანდებს ვის...

მისნობა მინატრია, მიშლიან მიკარებას,
უბეში ნაგროვებ, განათბობ მის-

თან და კადრებს ჭრიან, მისხლობით იპარება
სხეულში ანაჯანყი სხივები მზის...

მინდოდა მიგეჩვია მირონის მიპკურება,
მისდევდი მისტიკურ სიშორეს... ცის

გახსნილ მკერდზე ვწერდი, სამყარო მიყურებდა,
სტრიქონი ჩავისუნთქე, სხეულში მცრის...

მის მისთან მიხუტებას მინაზე მიგიხატავ,
მიგანდობ ზეციურ ანგელოზს ღვთის,

მანამდე, ვიცი, რომ ქალაქში მიდიხარ და
სიკეთე წამომიღე, გაბარებ,
მის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები