 | ავტორი: ქეთაიუნი ჟანრი: პოეზია 19 იანვარი, 2011 |
არ ვიცი, ალბათ ბედს შევურიგდი, ან, სულაც, გავურიგდი ბედისწერას _ დავხუჭე თვალები და გავირინდე... მივენდე დინებას და თან გავყევი, ვით ტალღებს მინებდა ოფელია და თავად სიკვდილზე დავიწინდე... ეს მოხდა მაშინ, როს საბოლოოდ შემძულდა ჩემში ის არსება, სრულყოფილებას რომ ეძიებდა. ჰო და, ავირჩიე დამუნჯება, ჰო და ავირჩიე დაყრუება, ჰო და, ავირჩიე დაბრმავება, რადგან მუნჯს არ ქენჯნის ჩუმად ყოფნა, არც ყრუს არ აწუხებს სხვისი კვნესა, უჩინოც ვერ ხედავს გაჭირვებას, მაშინ, როცა სტკივათ ენამჭევრებს, მაშინ, როცა სტკივათ ყურმახვილებს, მაშინ, როცა სტკივათ თვალხილულებს... მე შორს გავექეცი ამ ტკივილებს და ეს არ ყოფილა ჩემი ნება _ სასოწარკვეთილის ხავსი იყო, საკუთარი თავის იყო ვნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. წარმატებები.. უკეთესის მოლოდინში + წარმატებები.. უკეთესის მოლოდინში +
24. ძალიან კარგია! მე შორს გავექეცი ამ ტკივილებს!!! ძალიან კარგია! მე შორს გავექეცი ამ ტკივილებს!!!
23. warmatebebi...:)
warmatebebi...:)
22. ლექსს დადებითი შეფასება...ჩემი აზრით, ავტორი უკეთესებსაც შექმნის,შეუძლია...წარმატებები :) ლექსს დადებითი შეფასება...ჩემი აზრით, ავტორი უკეთესებსაც შექმნის,შეუძლია...წარმატებები :)
21. და ეს არ ყოფილა ჩემი ნება _ სასოწარკვეთილის ხავსი იყო, საკუთარი თავის იყო ვნება. -მომწონს.5555 და ეს არ ყოფილა ჩემი ნება _ სასოწარკვეთილის ხავსი იყო, საკუთარი თავის იყო ვნება. -მომწონს.5555
20. ალაგ-ალაგ მომეწონა, ერთიანობაში არა ალაგ-ალაგ მომეწონა, ერთიანობაში არა
19. მომეწონა :))) მომეწონა :)))
18. გადასარევია გადასარევია
15. ჰოო, ეს უკვე სხვა საქმეა. მერე, რას უწუნებ გასულ მეოცე საუკუნეს, იქიდან არ მოდიხარ? ჰოო, ეს უკვე სხვა საქმეა. მერე, რას უწუნებ გასულ მეოცე საუკუნეს, იქიდან არ მოდიხარ?
14. ჰოო, ეს უკვე სხვა საქმეა. მერე, რას უწუნებ გასულ მეოცე საუკუნეს, იქიდან არ მოდიხარ? ჰოო, ეს უკვე სხვა საქმეა. მერე, რას უწუნებ გასულ მეოცე საუკუნეს, იქიდან არ მოდიხარ?
13. გუდა აღიარე რომ ერთნი ვართ მე და შენ =))
გუდა აღიარე რომ ერთნი ვართ მე და შენ =))
12. 2 ვართ ერთ სხეულში. ერთმანეთს ვურიგდებით ხოლმე დასაწუნებელ ლექსზე:)))))))
რითმები სუსტი, ენობრივი ფორმა გასული საუკუნის,ისევე როგორც სტრუქტურა და შინაარსი. 2 ვართ ერთ სხეულში. ერთმანეთს ვურიგდებით ხოლმე დასაწუნებელ ლექსზე:)))))))
რითმები სუსტი, ენობრივი ფორმა გასული საუკუნის,ისევე როგორც სტრუქტურა და შინაარსი.
11. ძალიან მაოცებს გუდა ავალიანისა და აპათიას შეფასებათა მუდმივი თანხვედრა. საინტერესოა, მათ ერთის აზრი აქვთ თუ ერთი აზრი? იქნებ ეს ორი სულაც არაა ორი და ერთია? ასეა თუ ისე, არ ვიღებ უარყოფით შეფასებას დასაბუთების გარეშე, რადგან როცა რამე არ მოგწონს, შეეცადე დაასაბუთო, რატომ. ეს საიტი იმისათვისაა შექმნილი, რომ ერთმანეთს ნაკლზე მივუთითოთ და არა, ცალსახად ვთქვათ, არ მომწონს და მორჩაო. პატივისცემით ძალიან მაოცებს გუდა ავალიანისა და აპათიას შეფასებათა მუდმივი თანხვედრა. საინტერესოა, მათ ერთის აზრი აქვთ თუ ერთი აზრი? იქნებ ეს ორი სულაც არაა ორი და ერთია? ასეა თუ ისე, არ ვიღებ უარყოფით შეფასებას დასაბუთების გარეშე, რადგან როცა რამე არ მოგწონს, შეეცადე დაასაბუთო, რატომ. ეს საიტი იმისათვისაა შექმნილი, რომ ერთმანეთს ნაკლზე მივუთითოთ და არა, ცალსახად ვთქვათ, არ მომწონს და მორჩაო. პატივისცემით
10. მუნჯს არ ქენჯნის ჩუმად ყოფნა მუნჯს არ ქენჯნის ჩუმად ყოფნა
9. იყო ნება, იყო ვნება, ხეებს თეთრი ქვები ება, დიდმა კვნესამ სიყრუეში სცადა კვნესის გადარგვა. იყო ნება, ბედისწერამ მომაყენა დიდი ვნება, საკუთარი თავი ვიყო, თუ ეს ლექსი არ ვარგა
არ ვარგა! არა!
ჰოი მტარვალო ლიტერატრავ თვინიერ საიტებსა შინა იყო ნება, იყო ვნება, ხეებს თეთრი ქვები ება, დიდმა კვნესამ სიყრუეში სცადა კვნესის გადარგვა. იყო ნება, ბედისწერამ მომაყენა დიდი ვნება, საკუთარი თავი ვიყო, თუ ეს ლექსი არ ვარგა
არ ვარგა! არა!
ჰოი მტარვალო ლიტერატრავ თვინიერ საიტებსა შინა
8. გუდას 5 :)) გუდას 5 :))
7. იყო ნება, იყო ვნება, ხეებს თეთრი ქვები ება, დიდმა კვნესამ სიყრუეში სცადა კვნესის გადაგვა. იყო ნება, ბედისწერამ მომაყენა დიდი ვნება, საკუთარი თავი ვიყო, თუ ეს ლექსი არ ვარგა იყო ნება, იყო ვნება, ხეებს თეთრი ქვები ება, დიდმა კვნესამ სიყრუეში სცადა კვნესის გადაგვა. იყო ნება, ბედისწერამ მომაყენა დიდი ვნება, საკუთარი თავი ვიყო, თუ ეს ლექსი არ ვარგა
6. საერთოდ არ მომეწონა საერთოდ არ მომეწონა
5. მე შორს გავექეცი ამ ტკივილებს და ეს არ ყოფილა ჩემი ნება _ სასოწარკვეთილის ხავსი იყო, საკუთარი თავის იყო ვნება.
ლექსად მშვენიერია...დაყრუებაც, დამუნჯებაც, საკუთარი თავისგან გაქცევაც :) მე შორს გავექეცი ამ ტკივილებს და ეს არ ყოფილა ჩემი ნება _ სასოწარკვეთილის ხავსი იყო, საკუთარი თავის იყო ვნება.
ლექსად მშვენიერია...დაყრუებაც, დამუნჯებაც, საკუთარი თავისგან გაქცევაც :)
4. ვით,როს,ეძიებდა ..
მრავალ ნათლისღებას . ვით,როს,ეძიებდა ..
მრავალ ნათლისღებას .
3. კარგია!გილოცავ დღევანდელ დღეს!:) კარგია!გილოცავ დღევანდელ დღეს!:)
2. მომეწონა რაღაც ემოციური მომენტები...
ეს მოხდა მაშინ, როს საბოლოოდ შემძულდა ჩემში ის არსება, სრულყოფილებას რომ ეძიებდა. ჰო და, ავირჩიე დამუნჯება, ჰო და ავირჩიე დაყრუება, ჰო და, ავირჩიე დაბრმავება...
მომეწონა რაღაც ემოციური მომენტები...
ეს მოხდა მაშინ, როს საბოლოოდ შემძულდა ჩემში ის არსება, სრულყოფილებას რომ ეძიებდა. ჰო და, ავირჩიე დამუნჯება, ჰო და ავირჩიე დაყრუება, ჰო და, ავირჩიე დაბრმავება...
1. რადგან მუნჯს არ ქენჯნის ჩუმად ყოფნა, არც ყრუს არ აწუხებს სხვისი კვნესა,
კარგია
5 რადგან მუნჯს არ ქენჯნის ჩუმად ყოფნა, არც ყრუს არ აწუხებს სხვისი კვნესა,
კარგია
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|