ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2011


იქ სადაც...

სადაც იისფერი ალიონი
ნაპირს გაანათებს პასტელისფრად,
სადაც ზღვის ტალღების ბარიტონი
ხმაურს მოგაჩვენებს სონეტის ხმად,
სადაც ოქროსფერი უდაბნოა,
მწვანე ოაზისი ხატავს სიზმარს,
სადაც ვარდის ბუჩქი იქ ეკალიც,
თუმცა ადამიანს ესეც ხიბლავს...
მაგრამ ტივტივას როოლს ეგუები,
როცა არც მიწის ხარ და არც ცისა...
როცა ობიექტივს თეთრად არ ხსნი,
ფირზე უსათუოდ ტყუილს შიფრავ..
სადაც ოქროსფერი ალიონი
ნაპირს გადააჭდობს სხივთა კრისტალს,
სადაც უსასრულო დუმილია,
სადაც რეალობა ვერ წაგვიყვანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები