ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
21 იანვარი, 2011


ნიკა მალაზონიას ანუ ნიკა 800-ს-ს

ხასიათზე ვარ უშნოდ დაქანცულ
და ეს სტრიქონიც ლექსის ფონია,
რომლის ვალია ახლოს გაგაცნოთ
ძმ-დებო ნიკოლოზ მალაზონია.

ასე იწყება ესე ეტრატი,
ნიკაზე მოვყვე ჩემი ჯერია,
იგი სცენაზე მზეა ესტრადის,
ხოლო სცენაზე რეინჯერია.

ანგრევს მისი ხმა კედლებს თავიდან
აშენებულებს და მის მაზანდას,
ხოლო თუ ბოლო ხმაზეც ავიდა
ათასი ლარი უზის ¨საზანდარს¨    << მისი რესტორანი  სადაც ვკვდებით :)

უყვარს საგნები, უფრო ყოფითი
და მანქანები კრილო ¨ნაჟეშტი¨
დადის ჯინსებით, წელზე თოფით და
ახლახანს ბუფერ ნაკლულ ა-6-ით.

სასაცილო აქვს მეტად სიმთვრალე
და მეორე დღეს ცდილობს მიახშოს,
საჭმლებში მეტად უყვარს ხინკალი,
საფირმო სიტყვად ხმარობს - ¨ვივახშმოთ¨

კი გაგაცანით ასე მგონია,
ჰოდა სრულდება ჩემი ეტრატი,
ჩვენი ნიკოლოზ მალაზონია,
სპეცნაზელი და ხიბლი ესტრადის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები