არვიცი დიდი ცოდვა ამაზე, სურვილი-სცოდო გახრჩობდეს კიდევ, და მე რომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე ღმერთო, რით ვეღარ გამოვისყიდე?!
სიცოცხლის ფიქრები ფიფქებად მესევა, ვერაფრით ვექცევი გონების მარწუხებს, ხალხი, ბრბოდ ქცეული...- მე გული მერევა და მათი აზრების სიბილწე მაწუხებს...
ოცნება საოცარ ცნებად იკოცნება, ვერ ვიტან უფიქროდ გაჩენილ ასოებს, რომ დაწერს მუხლებზე ტაშს რომ ილოცება...
სალამი ურითმო პოეტთა მასონებს!!!
მიყვარხართ, უჩემოდ რომ დარჩით ჩემებო, ჩუმად რომ წერდით და კალამი წაგართვეს, უმსგავსო მსგავსების მსგავსად გამჩენებო თქვენი უზნეობა ჯოჯოხეთს წაგათრევთ...
რას ვწერდი, რასა ვწერ, რას დავწერ არვიცი, თუმცა თქვენ ამითი არც რა დაგაკლდებათ, ეს დრო კი... დრო დროა, არაფრით დაიცდის ვიქეცით უკვდავნი უკვე წარმავლებად...
მიმქონდა კალამი ალმად გამალებით, სად არის სიცოცხლე ვერა ვერ ვიპოვე, დაბოღმილ სიტყვათა ბილწი ამალებით გაავსეთ კისერი... სიყვარულს ვიტოვებ...
წამართვით რაც გინდათ, არაფერს დაგიშლით, თქვენი ყურადღება ცოტა ხნით ვითხოვე, გამძარცვეთ, თუ გნებავთ სახლიდან გამიშვით, ოღონდ კი... სიყვარულს...
სიყვარულს ვიტოვებ!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გამძარცვეთ, თუ გნებავთ სახლიდან გამიშვით, ოღონდ კი... სიყვარულს...
სიყვარულს ვიტოვებ!!!
:) კარგია:)
გამძარცვეთ, თუ გნებავთ სახლიდან გამიშვით, ოღონდ კი... სიყვარულს...
სიყვარულს ვიტოვებ!!!
:) კარგია:)
10. დაიტოვე სიყარული, ღმერთი არ მიგატოვებს! დაიტოვე სიყარული, ღმერთი არ მიგატოვებს!
9. ლამაზი და კარგია+++ ლამაზი და კარგია+++
8. გაიხარეთ. დიდი მადლობა. ღმერთი თქვენსკენ!!! გაიხარეთ. დიდი მადლობა. ღმერთი თქვენსკენ!!!
7. დაგლოცოს და გაგაძლიეროს ღმერთმა! +5 დაგლოცოს და გაგაძლიეროს ღმერთმა! +5
6. მიყვარხართ, უჩემოდ რომ დარჩით ჩემებო, ჩუმად რომ წერდით და კალამი წაგართვეს, უმსგავსო მსგავსების მსგავსად გამჩენებო თქვენი უზნეობა ჯოჯოხეთს წაგათრევთ...
კარგი ხარ, სოზზა. აქ მითუმეტეს :) მიყვარხართ, უჩემოდ რომ დარჩით ჩემებო, ჩუმად რომ წერდით და კალამი წაგართვეს, უმსგავსო მსგავსების მსგავსად გამჩენებო თქვენი უზნეობა ჯოჯოხეთს წაგათრევთ...
კარგი ხარ, სოზზა. აქ მითუმეტეს :)
5. "გამძარცვეთ, თუ გნებავთ სახლიდან გამიშვით, ოღონდ კი... სიყვარულს...
სიყვარულს ვიტოვებ!!! "
ძალიან მაგარი დასასრული აქვს ! "გამძარცვეთ, თუ გნებავთ სახლიდან გამიშვით, ოღონდ კი... სიყვარულს...
სიყვარულს ვიტოვებ!!! "
ძალიან მაგარი დასასრული აქვს !
4. ოღონდ კი... სიყვარულს...
სიყვარულს ვიტოვებ!!! 5 ოღონდ კი... სიყვარულს...
სიყვარულს ვიტოვებ!!! 5
3. არ არის საჩივარი ბატონო... არ არის საჩივარი ბატონო...
2. არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ ხშირად მხვდება ლექსები, რომლებშიც ავტორები "ღმერთს" საყვედურობენ, პასუხებს ითხოვენ, ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო მეტი დრო, "საკუთარის" შეცნობას დაუთმოთ. ეს საჩივრები უკვალოდ ჩაივლის....
ლექსს რაც შეეხება, ფინალი შესანიშნავია, გრძნობით არი დაწერილი. არ ვიცი რატომ, მაგრამ აქ ხშირად მხვდება ლექსები, რომლებშიც ავტორები "ღმერთს" საყვედურობენ, პასუხებს ითხოვენ, ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო მეტი დრო, "საკუთარის" შეცნობას დაუთმოთ. ეს საჩივრები უკვალოდ ჩაივლის....
ლექსს რაც შეეხება, ფინალი შესანიშნავია, გრძნობით არი დაწერილი.
1. და მე რომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე ღმერთო, რით ვეღარ გამოვისყიდე?!
რაღა ეს სიტყვები შემხვდა ახლა?? საუკუნეა არ ვყოფილვარ და უცებ დამეტაკა ტკივილი:( აქ არაფერი იცვლება.... და მე რომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე ღმერთო, რით ვეღარ გამოვისყიდე?!
რაღა ეს სიტყვები შემხვდა ახლა?? საუკუნეა არ ვყოფილვარ და უცებ დამეტაკა ტკივილი:( აქ არაფერი იცვლება....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|