 | ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 27 იანვარი, 2011 |
რა უბედურებაა ამ შუა ზამთარში კაშკაშა მზე,ძილსაც კი აღარ მაცლიან.როდემდე ვიყო ასე აყუდებული კედელს,ეხლა ჩავიცმევ და რამეს შევჭამ.დღეს რა ვქნა...ხო დაიცა ლექსოს დავურეკავ. -დიახ,გისმენთ. -ლექსო ლაშა ვარ,ჩემი ნომერი არ გიწერია? -აა,კი როგორ არა...უბრალოდ კარტა გადავდე სხვა მობილურში და. -ხოო...ლექსო,ჩემი ნახატი ხომ არ გაყიდულა რომელიმე? -არაა ლაშა,სამწუხაროდ არა. -ცუდია,ვინმე რამე კინოს ხომ არ იღებს?მსახიობი ხომ არ სჭირდებათ? -არა ლაშა,ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. -კარგი,კარგი.მაგრად.თუ რამე ახალს გაიგებ შემეხმიანე. -აუცილებლად ლაშა,კარგად. ჰმ,მე კიდე მეგონა ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებოდით,ისე როგორც სკოლაში,რას წარმოვიდგენდი ასეთი თუ იყო.ოდესაში ძმობას მეფიცებოდა ნასვამი,მაგრამ ყველა ეგრე იყო,მაშინ ფულიც ბევრი იყო...ღმერთო ჩემო,რა ჭუჭყიანი სახლია,მაგრამ მაინც კარგია რომ არ გავყიდე.ნეტავ რამდენი დამრჩა ფული.აბაზანაში შევალ,მოვწესრიგდები და რამეს ამოვიტან შევჭამო. ეუუუუფ,ახლა აღარ მიკვირს ყველამ რო მიმატოვა,თუმცა საპარსი არ მაქვს,პარიკმახერსაც ვერ მივცემ ფულს თმის შეჭრაში,ისედაც ცოტა დამრჩა.კიდევ კაი მაკრატელი მაინც მაქვს,თმებს შევისწორებ.არადა რავი,მაინც მომწონს ჩემი თავი.დიდ პიროვნებას ვგავარ.მთელი ცხოვრება ვამბობდი,ყველა მამაკაცს უხდება მოშვებული წვერი და ყველა მანდილოსანს შეკრული თმები.არადა პირველად მეფხანება სახე. რას წარმოვიდგენდი,ჭაღარა თუ გამიჩნდებოდა ოდესმე თმებში,უცებ გარბის დრო,უცებ.წავედი ფული დავითვალო. სულ ესაა?ლარი და სამოცი,ლარი და ოთხმოცი,ორი ლარი და კიდევ ხუთ ლარიანიც.ჰააჰაჰა,ვააახ...სამზარეულოში დამრჩა რამე ნეტავი? არასდროს მიყვარდა პურის მიტანა საჭმელთან ბავშვობაში,მერე კიდე სულ ეგზოტიურ საკვებზე გადავედი.ბაყაყის ფეხების ნაცვლად ახლა ნამცეცებს ვეძებ.ფუუუ შენი!ძირს დამივარდა,არაუშავს სუფთაა.ეს არ გამაძღობს რამე უნდა ამოვიტანო. ამ ყავისფერ მანტოს არაუშავს,ყოველთვის მიყვარდა ფერგადასული ან დაძველებული ტანსაცმელი,მუქ სათვალესაც გავიკეთებ,ვინმემ არ მიცნოს თორემ სირცხვილია. ეს ცხვირის ოპერაცია ცოცხალი თავით არ გავიკეთე,გამეკეთებინა როცა შემეძლო,ახლა ვივლი ასე,გვერდით გადაწეული სათვალით. მახსოვს ეს ლიფტი,თანაც რამდენი რამ,მთელი ბავშვობა ამ კორპუსში არ ვცხოვრობდი?ვინ იფიქრებდა ამდენ ფულს თუ ვიშოვიდი,თუმცა ისიც არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა.არა კაცო,ფული ჯანდაბას,უბრალოდ ამ ხალხმა როგორ მიმატოვა?აქამდე არ მჯეროდა,რომ ადამიანი შეიძლება ფულის გამო შეიყვარო.ერთადერთი მაიას ვუყვარდი ჭეშმარიტად,ჩემთან იყო მაშინაც,როცა ფული არ მქონდა,მაგრამ მაშინ ძმაკაცებიც ჩემთან იყვნენ,ახლა სად არიან?არ არიან. მშვენიერი ამინდია,ლექსს დავწერდი შიმშილი რომ არ მაწუხებდეს. -დამეხმარეთ... -ვაიმე არ მაქვს გენაცვალე თორემ მართლა მოგცემდი. მართლა არ მაქვს ზედმეტი,ჩემთვისაც არ მეყოფა,მეტი ფული არ მაქვს და არც ვიცი ვიშოვი თუ არა.ეხლა გატრიალებას თან აზრი არ აქვს მაღაზიაში შევედი საცაა... -აჰა,ლარი აიღე მეტი არ მაქვს -ღმერთმა დაგლოცოს,გამრავლდი და იხარე. -მადლობთ,მადლობთ.თქვენც ასევე. მიყურონ,მიყურონ.ასეთი ზიზღიანი მზერები თუ არსებობდა არ ვიცოდი.ჩემნაირიც მინახავს და სუნიანიც,მაგრამ არასდროს არ მიგრძნობინებია მათთვის,რომ რამით განსხვავდებიან ჩემგან.ეს სულელი ხალხი,ისევ მათზე ვნერვიულობ.დიდი სასჯელია თვალით ფიქრი.აბა,ერთი წლის წინ რომ შემოვსულიყავი თავს დამეხვეოდნენ.თუ შეიძლება ავტოგრაფი,სურათის გადაღება შეიძლება?ეს სულელი,სულელი ხალხი. -გამარჯობა,ეს პური რა ღირს? -... -უკაცრავად,ამის ფასი რა არის? -ზედ აწერია. -უი უკაცრავად.ეს არაყი და ეს შავი პური მომეცით. -კიდე გინდა რამე? -არა მადლობთ. -... რა სასაცილო გოგოა,ზემოდან ისე მიყურებს,რომ არც მაყენებს...დარწმუნებული ვარ ქმართან განაბული თვალებით სულ ფეხისწვერზე ირბენს ხოლმე.მე მეგონა ადამიანებს თამაში მხოლოდ თეატრებში და ფილმებში შეეძლოთ. ცოტას მოვტეხავ პურს,თორემ კუჭის მუსიკამ ამიკლო.აუ კარები ჩავკეტე?პრინციპში რა უნდა მოიპარონ.ერთადერთი სახლის ტელეპონი გდია სახლში. ...ეჰჰ კიდევ ერთი ბოთლიც რომ მქონდეს,კარგი იქნებოდა.მე ახლა კაცი მქვია?მთელი ცხოვრება ხატვას,მწერლობასა და მსახიობობას შევალიე.ალბათ ჩემი ბრალიცაა ყველამ რომ მიმატოვა.იქნებ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევდი ჩემებს.ნათესავი მაინც მყავდეს.ყველა წასულია სადღაც.დედა და მამა მაინც მყავდეს ცოცხალი,ჰმ.რამდენი ხანია არ მიტირია,არაუშავს დავიცლები ემოციებით.ისედაც გაბერილი ვარ ამ ხალხის დაცინვით.ვინ არ ყოფილა ასეთ დღეში?ყველაფერი კარგად იქნება. ისევ დაღამდა ისევ გათენდა ისევ დაღამდა და გათენდა დაღამდა გათენდა დაღამდა გათენდა დაღამდა და გათენდა დაღამდა გათენდა სარკეო,სარკეო ვინ არის ყველაზე ლამაზი?ეს გათეთრებული,გრძელწვერა კაცი?იუმორო,მხოლოდ შენ დარჩი ჩემთან,ყოველთვის ჩემთან იყავი.ეს სასიამუვნო უცნაური გრძნობა,თითქოს სული მიძვრება სხეულიდან.ნეტავი საითკენ წავა?მაღლა თუ დაბლა?ადამიანები ნეტავი შეიცვლებიან ოდესმე?თუ ისეთი ლამაზი სამყარო მხოლოდ ჩემ ნაწარმოებებშია.ისე არ მოვკვდები შვილი რომ არ ვნახო.ისედაც არ ვემახსოვრები,და ასეთ მდგომარეობაში ხო საერთოდ.უნდა წავიდე ვნახო. მცხვენია გაყვანა ვთხოვო ტაქსს.მარშრუტკაში არ ამიშვებენ.ფეხით უნდა გავიარო, ვგრძნობ რომ სულ დავშრები მალე. ეჰჰ რამდენი გაჩერებაა უკვე ცხრა გავიარე.ნინის მივუსწრო უნდა! აგერ ბავშვები გამოდიან,რამხელა გაზრდილა ჩემი ლამაზი.ეს წამები ყოველთვის მემახსოვრება.სულ რაღაც მეორედ ვხედავ შვილს. უი აქეთ მოდის წავედი, სწრაფად დარბიან, ალბათ კლასელები არიან. იცინონ კაცო,დაცინვას მიჩვეული ვარ,ანი რატომ გაჩერდა,აუ ჩემთან მოდის,სათვალე?დამრჩა! -ნუ უსმენთ ბიძია,საზიზღარი მათხოვარი არ ხართ. -მადლობა ძია,მადლობა. -ნახვამდის. -ნახვამდის,კარგად. ნეტავი ყოველდღე ვხედავდე ჩემ შვილს,ვიტირებ აბა რას ვიზავ.ის ვინ არის?მაი,რა სულელი ვიყავი,რა სულელი...ნეტავი ხვდება ვინმეს?ოდესმე გათხოვდება ნეტავ?არ ვიცი.რათ მინდა. მტკვარო,თბილისის მაყურებელო,ყველაფერს ხედავ და ასე დუმხარ.ბრძენი ხარ. თუ შეიძლება ამ ღამეს შენ ნაპირთან გავატარებ. მშია.სოსისი,მოხარშული ნეკნები,ხინკალი.ჩემი ბავშვობა,განვლილი ცხოვრება.მორჩა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დიდი სასჯელია თვალით ფიქრი.+++
გავს კი დრამატურგიას და დავუწერე ქულები დიდი სასჯელია თვალით ფიქრი.+++
გავს კი დრამატურგიას და დავუწერე ქულები
3. ისევ დაღამდა ისევ გათენდა ისევ დაღამდა და გათენდა დაღამდა გათენდა დაღამდა გათენდა დაღამდა და გათენდა დაღამდა გათენდა
_
ნუთუ ეს დრამატურგია არაა?
_
სარკეო,სარკეო ვინ არის ყველაზე ლამაზი?ეს გათეთრებული,გრძელწვერა კაცი?იუმორო,მხოლოდ შენ დარჩი ჩემთან,ყოველთვის ჩემთან იყავი.ეს სასიამუვნო უცნაური გრძნობა,თითქოს სული მიძვრება სხეულიდან.ნეტავი საითკენ წავა?მაღლა თუ დაბლა?ადამიანები ნეტავი შეიცვლებიან ოდესმე?თუ ისეთი ლამაზი სამყარო მხოლოდ ჩემ ნაწარმოებებშია.ისე არ მოვკვდები შვილი რომ არ ვნახო.ისედაც არ ვემახსოვრები,და ასეთ მდგომარეობაში ხო საერთოდ.უნდა წავიდე ვნახო.
_
ნუთუ ამას არ ეძახით თქვენ დრამატურგიას?
_
მშია.სოსისი,მოხარშული ნეკნები,ხინკალი.ჩემი ბავშვობა,განვლილი ცხოვრება.მორჩა.
_
მეგობრებო , განა ეს დრამატურგია არაა?
_
ისევ დაღამდა ისევ გათენდა ისევ დაღამდა და გათენდა დაღამდა გათენდა დაღამდა გათენდა დაღამდა და გათენდა დაღამდა გათენდა
_
ნუთუ ეს დრამატურგია არაა?
_
სარკეო,სარკეო ვინ არის ყველაზე ლამაზი?ეს გათეთრებული,გრძელწვერა კაცი?იუმორო,მხოლოდ შენ დარჩი ჩემთან,ყოველთვის ჩემთან იყავი.ეს სასიამუვნო უცნაური გრძნობა,თითქოს სული მიძვრება სხეულიდან.ნეტავი საითკენ წავა?მაღლა თუ დაბლა?ადამიანები ნეტავი შეიცვლებიან ოდესმე?თუ ისეთი ლამაზი სამყარო მხოლოდ ჩემ ნაწარმოებებშია.ისე არ მოვკვდები შვილი რომ არ ვნახო.ისედაც არ ვემახსოვრები,და ასეთ მდგომარეობაში ხო საერთოდ.უნდა წავიდე ვნახო.
_
ნუთუ ამას არ ეძახით თქვენ დრამატურგიას?
_
მშია.სოსისი,მოხარშული ნეკნები,ხინკალი.ჩემი ბავშვობა,განვლილი ცხოვრება.მორჩა.
_
მეგობრებო , განა ეს დრამატურგია არაა?
_
2. ჟანრის შეცვლის სურნელი დატრიალდა ჰაერში. :) ჟანრის შეცვლის სურნელი დატრიალდა ჰაერში. :)
1. ერთი რაღაც მაინტერესებს ავტორის აზრით, რატომაა ეს დრამატურგია? ერთი რაღაც მაინტერესებს ავტორის აზრით, რატომაა ეს დრამატურგია?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|