 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2011 |
“თუ მე ვიქნები ისეთი როგორიც ყველა... მაშინ ვინ იქნება ისეთი როგორიც მე ვარ?”,- დამისვეს კითხვა დილით ადრიანად, (და იყო პასუხი) “ყველა ჰომო-საპიენსია ჩემო კარგო, მაგრამ ყველა ვერ ყალიბდება ადამიანად, ეს იგივეა, მართლმადიდებელი აიძულო, აღიკვეცოს მაჰამადიანად, ან გორილას მოსთხოვო, იქცეს ჭკვიან ადამიანად. კაცს უნდა შეასმინო, რომ: კურდღელი მაშინ დაიღუპება, როცა თავი ლომი ეგონება, ან როცა კაცი საკუთარ თავს ეომება. რომ აკრძალო ადამიანის კარგი ნააზრევი იგივეა, რაც ქონება კაცს საფლავში ჩაატანო, ან მამა-პაპათ ნაშრომი, ბანქოში ქარს და ეშმაკებს თან გაატანო. რომ სასიამოვნო - ყველაფერი კარგია, თუ ის სასარგებლოა, და ჯანმრთელი ერი ქვეყნის მომავლის საგრდემლოა. რომ თაფლივით ტკბილ ნაყოფს, მხოლოდ ფუტკრის ჯაფით თუ მიიღებ, სიზარმაცესა და ძილში კი, წახვალ იმ ქვეყნად და... მეზობელიც ვერ გაიგებს. რომ ყველაზე უკეთესი ყველაზე ცოტაა და, პატარა უსიამოვნება რომ აიცილო, და სიცოცხლე არ გაიმწარო, რაღაც სიამოვნებები დღეს უნდა დასთმო. რომ გსურს თუ არა ეს, ყოველთვის ჰგავხარ საკუთარ თავს, უჭკუო ადამიანი კი უთავო სხეულს, ხოლო, თუ ჭკუა გეკითხება, მალე ვინმე მოგაკითხავს. რომ აწმყოთი კმაყოფილება მომავლის მტერია, ხოლო დიდ სიკეთეს დიდი შურის თვალები აქვს, უსინდისობით გამარჯვებას – სინდისით დამარცხება სჯობია, და რომ ძალზედ დიდი ცოდვა სხვათა სიკეთის შურს მალავს. რომ საოცარია, მაგრამ ყველაფერი წინ მიისწრაფვის, ან წარსულში ხვდება, შესახვედრად აუხდენელი ოცნების, სიყვარული რომ სუფთა სულების ხვედრია, მას ვერ აკავებს ვერავინ და თუ შებოჭავ, სულ სხვა კალაპოტს მოძებნის. რომ საკუთარ თავს დიდი მატყუარაც ვერ მოატყუებს. თუ ფიქრობს, რომ მას მსოფლიო მოეფერება! ბუნება ყველა ენაზე მეტყველებს და შედეგს, – "რა მეშველება" – არაფერი ეშველება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. 5 მოკითხვა კაი კაცს! :) 5 მოკითხვა კაი კაცს! :)
7. ყოჩაღ! :)))) ყოჩაღ! :))))
6. აუცილებლად! + აუცილებლად! +
5. საინტერესოა + 5 საინტერესოა + 5
3. სიყვარული რომ სუფთა სულების ხვედრია, მას ვერ აკავებს ვერავინ და თუ შებოჭავ, სულ სხვა კალაპოტს მოძებნის.
სიყვარული რომ სუფთა სულების ხვედრია, მას ვერ აკავებს ვერავინ და თუ შებოჭავ, სულ სხვა კალაპოტს მოძებნის.
2. ჭკვიანურია 5 ჭკვიანურია 5
1. ჩემი შვილი, სანამ გამართულად ლაპარაკს დაიწყებდა ასე ამბობდა "ო, მღეთო, მღეთო" (ანუ: ო, ღმერთო, ღმერთო).
ხოდა რა შუაში იყო ახლა, მაგრამ აქ ეს გამახსენდა. ხოდა ნუ "აღმკვეცავთ" ახლა მაჰმადიანად ამის გამო. :)
ჩემი შვილი, სანამ გამართულად ლაპარაკს დაიწყებდა ასე ამბობდა "ო, მღეთო, მღეთო" (ანუ: ო, ღმერთო, ღმერთო).
ხოდა რა შუაში იყო ახლა, მაგრამ აქ ეს გამახსენდა. ხოდა ნუ "აღმკვეცავთ" ახლა მაჰმადიანად ამის გამო. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|