| ავტორი: ნუცი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 იანვარი, 2011 |
იცი, მე ბევრს აღარ ვდარდობ. რაც დრო გადის, ვეჩვევი ავუწყო ფეხი ცხოვრების თამაშსს. გაცილებით ადვილია ბევრი რამ, თუმცა ჯერ-ჯერობით უგულვებელყოფა არ გამომდის და შესაბამისად ვერ შევძელი ,,ლაით მოტივად" გამეხადა დროის დინებას მოყოლილი . . . რომ შემეძლოს გესაუბრო. . . აი ისე, როგორ ადრე. . . . . .მოგიყვებოდი რა გზით ვიარე. და შენ აუცილებლად დაინახავდი ზღვარს შენ შექმნილ წარმოსახვსა და ჩემს რეალურ სახეს შორის. . . მე არ მითხოვია შენთვის ილუზიური სამყარო შეგექმნა და იქ გვეცხოვრა. ამის შემდეგ ვეღარ დამაბრალებდი უგულობას. სიამაყის გამო შენარჩუნებულ შეხედულებებსაც ჩამოიხსნიდი და ისევ ისეთი იქნებოდი, როგორსაც მე გიცნობდი. . . შენ საუკეთესო ,,გონი" ხარ. . . დღეს პატარა გოგო ვნახე,15 წლის. რესტორნიდან გამოსულ ხალხს ხვდებოდა მომღიმარი სახით. ჩემს თანამესუფრეებსაც გაყვა რამოდენიმე ნაბიჯით. _,,მომეცი ხურდა"_ხელი გაუწოდა. გარეთ წვიმდა. . . მონოტორულად ისტერიული სიგიჟე აღრჩობდა ჩემს სულს, გავქცეოდი ამ არასრულფასოვან და არასრულყოფილ სამყაროს, რომელიც ჩვენვე გამოვიგონეთ. ,,_ნასესენ აბი? ხომ იცი, რაც მინდა? მომეცი ხურდა ფული"_მეორე თანამესუფრე იცინის. . . მე კი მუჭებით ვიწმინდავ სხვებისათვის გაუგებარს. . . _ _,,რა გინდა?" _,,არც მე ვიცი. . . " _,,რას აკეთებ, სწავლობ?" _,,არა სკოლას თავი დავანებე, ცეკვაზე დავდივარ. . . აქ კი ათასი მთვრალი ხან გაგინებს, ხან გლანძღავს. . . " მისი ქოლგის ქვეშ შეფარებული, მივჩერებოდი მის ლამაზ ბავშვურ სახეს, ეშმაკური ღიმილი რომ დასთამაშებდა და მენანებოდა ამ დამპალი ცხოვრებისათვის, ჩემს შვილზე 4 წლით ადრე გაჩენილი პატარა. . . ,,_მთავარია ადამიანობა არ დაკარგო!". . . ვშორდები მის ქოლგას და მანქანამდე გასავლელი გზის ყველა გუბეში გავდივარ.არ ვაცილებ, ნაბიჯებს აღარ ვზომავ. . . ცას მივჩერებივარ, მის უსასრულობას, იმიტომ რომ მე უსუსური ვარ. _,,რა დაგემართა?"_გაქვავებული სახე. . . ცივზე ცივი რეალობა. _,,არ უნდა მენახა ის ბავშვი" მერე კი სამყაროს ფეხქვეშ დაგება . . . ამაოებაა . . . ნებისმიერისაგან. რა რთულია ყველაფერი, მაშინ ,როცა მხოლოდ მზე გჭირდება . . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ავტორისეული საკუთარი ხელწერა არის აქ საინტერესო და დამაფიქრებელი ავტორისეული საკუთარი ხელწერა არის აქ საინტერესო და დამაფიქრებელი
6. ჰეჰ... ზოგჯერ მგონია რომ ჩვენ თვითონ ვართულებთ ცხოვრებას, ზოგჯერ კი... აქ და ახლა ეს ზოგჯერ კი მჭირს.. ჰეჰ... ზოგჯერ მგონია რომ ჩვენ თვითონ ვართულებთ ცხოვრებას, ზოგჯერ კი... აქ და ახლა ეს ზოგჯერ კი მჭირს..
5. შენ საუკეთესო ,,გონი" ხარ. . . და შენ აუცილებლად დაინახავდი ზღვარს შენ შექმნილ წარმოსახვსა და ჩემს რეალურ სახეს შორის. .
სცადე, იქნებ მოახერხო და დაელაპარაკო; იქნებ, მასაც ესაჭიროება ეს და ისეთივე დაგიბრუნდეს როგორსაც იცნობდი ... შენ საუკეთესო ,,გონი" ხარ. . . და შენ აუცილებლად დაინახავდი ზღვარს შენ შექმნილ წარმოსახვსა და ჩემს რეალურ სახეს შორის. .
სცადე, იქნებ მოახერხო და დაელაპარაკო; იქნებ, მასაც ესაჭიროება ეს და ისეთივე დაგიბრუნდეს როგორსაც იცნობდი ...
4. ჰო... აღარ მახსოვს რომელ ნაწერში მაქვს "ცხოვრება მართლა ადვილია დახუჭული თვალებით?"... ხშირად კი! და მეც ანინეს მიერ აღნიშნულ წინადადებას გამოვეკერე ჰო... აღარ მახსოვს რომელ ნაწერში მაქვს "ცხოვრება მართლა ადვილია დახუჭული თვალებით?"... ხშირად კი! და მეც ანინეს მიერ აღნიშნულ წინადადებას გამოვეკერე
3. ,რას აკეთებ, სწავლობ?" არა სკოლას თავი დავანებე, ცეკვაზე დავდივარ რა დაგემართა?" დღეს პატარა გოგო ვნახე,15 წლის. ,რა გინდა?" არ უნდა მენახა ის ბავშვი" ამაოებაა მისი ქოლგის ქვეშ შეფარებული..... . რა რთულია ყველაფერი,...
,რას აკეთებ, სწავლობ?" არა სკოლას თავი დავანებე, ცეკვაზე დავდივარ რა დაგემართა?" დღეს პატარა გოგო ვნახე,15 წლის. ,რა გინდა?" არ უნდა მენახა ის ბავშვი" ამაოებაა მისი ქოლგის ქვეშ შეფარებული..... . რა რთულია ყველაფერი,...
2. "რა რთულია ყველაფერი, მაშინ, როცა მხოლოდ მზე გჭირდება..."
აი ეს იყო ძალიან მაგარი! მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო მაინც მომეწონებოდა.
+2 "რა რთულია ყველაფერი, მაშინ, როცა მხოლოდ მზე გჭირდება..."
აი ეს იყო ძალიან მაგარი! მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო მაინც მომეწონებოდა.
+2
1. მთავარია ადამიანობა არ დაკარგო!..
ხო, ეგ მართლაც ეგრეა! 555 მთავარია ადამიანობა არ დაკარგო!..
ხო, ეგ მართლაც ეგრეა! 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|