 | ავტორი: ლუიზიანი ჟანრი: პროზა 29 იანვარი, 2011 |
სოფი გაოგნებული ისმენდა უბედური ქალის შემზარავ ისტორიას და გამალებით იწმენდდა ცრემლით დასველებულ ნაღვლიან თვალებს. მან ერთხანს განცვიფრებული მზერა მიაპყრო თითქმის ღონემიხდილ ქალბატონს. რამოდენიმე წამი თვალი არ მოუშორებია, უამრავა აზრმა გაურბინა გონებაში, მაგრამ სიტყვის თქმას თითქოს ვერ ბედავდა. მალევე გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ ისე გაიტაცა ამ, ერათი შეხედვით უმწეო და უცნაური ქალის ამბავმა, რომ კარზე კაკუნის ხმა ძლივს გაიგონა. მოსხლტა ადგილიდან და ბრაზმორეული გაემართა კარისკენ. საიდანაც თეთრ ხალათში შემოსილი ქალბატონი შემოვიდა, სოფიმ გაკვირვებული თვალებით შეხედა და ჰკითხა თუ რა ხდებოდა. ექიმი მიუახლოვდა და ჩუმად რაღაც გადაულაპარაკა. მისი გამომეტყველებიდან ჩანდა, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. ახლადმოსული ოთახიდან გაისტუმრა და აღელვებული კვლავ ქალბატონს მიუბრუნდა, რომელიც ერთიანად მოხრილიყო წელში და თითებს გამალებით ისრესდა. -ქალბატონო, სამწუხაროდ საუბარი სხვა დროისთვის უნდა გადავდოთ, მაგრამ გპირდებით, რომ აუცილებლად გაგრძელდება. იქნებ ხვალ, ასე 12 საათისთვის შემოგვიაროთ და ხვალვე გადავწყვიტოდ თქვენი ამბავი.? ახლა კი ჩვენს აღსაზრდელს ვჭირდები და მასთან უნდა წავიდე... ქალბატონმა დასტურის ნიშნად თავი ოდნავ დახარა, სოფის გამოემშვიდობა და არეული ნაბიჯით ოთახიდან გავიდა. სოფიც მაშინვე გაემართა მარიამისკენ, რომელიც სიკვდილს ებრძოდა. სწორედ მარიამი იყო ის ბავშვი, რომლის ამბავიც ცოტა ხნის წინ შეატყობინა ექიმმა. ოთახში უამრავ ხალხს მოეყარა თავი. იქ იყვნენ პედაგოგები, ექიმი და რამოდენიმე აღსაზრდელი. სოფიმ ძლივს შეაღწია ოთახში, მივიდა, ბავშვი გულში ჩაიკრა და დაუკოცნა უმწეო, საოცრად ნაზი და პატარა ხელები. მარიამი კი სიცხისგან იწვოდა და გაუგებარ სიტყვებს ძლივს გამოთქვამდა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, ექიმმა დაასრულა თავისი საქმე, სოფი გვერძე გაიყვანა და უთხრა: -ნუ გეშინიათ, დამშვიდდით, ცუდი უკან დარჩა. ბავშვი გამოვიდა მდგომარეობიდან. ახლა მას დასვენება და მკურნალობა ჭირდება. სოფის გაუწოდა დანიშნულება, გამოემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. სოფიმ შვებით ამოისუნთქა, ფრთხილად გამოვიდა ოთახიდან და ნელი ნაბიჯით დერეფანს გაუყვა. მისი ფიქრები კი მხოლოდ ერთსა და იმავეს დასტრიალებდა. რატომ მიიტანა უცნობი ქალბატონის ამბავი გულთან ასე ახლოს? რატომ უნდოდა მასთან კვლავაც შეხვედრა? იქნებ რამე საერთოს ხედავდა მასში? რატომ მოინდომა მოულოდნელად ჩახუტება და მისი ტრაგიკული ისტორიის მოსმენა?...გამუდმებით ეკითხებოდა საკუთარ თავს, თუმცა პასუხი არც ერთ კითხვაზე არ ქონდა.. ვიღაცამ თვალებზე ხელი ააფარა და ლოყაზე აკოცა. სხვა ვინ იქნებოდა, თუ არა სოფის ერთადერთი, საუკეთესო და ახლობელი ადამიანი, მისი ბავშვობის მეგობარი ელენე. სოფიმ ნაძალადევად გაუღიმა მეგობარს, რათა დაემალა მის სახეზე აღბეჭდილი უსაზღვრო ნაღველი. -სოფი, უკვე დავამთავრე და ახლა მეც სწორედ შენსკენ მოვდიოდი. დიახ ელენე ბავშვთა სახლის ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი იყო. სოფიმ თითქოს ვერც გაიგონა მისი სიტყვები, ისე შევიდა თავის ოთახში, ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო და გარედან შემომავალი სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ელენე ჩუმად აკვირდებოდა მეგობრის ასეთ უჩვეულო მდუმარებასა და მოქმედებას, ცდილობდა გაეგო რა ემართებოდა მუდამ ყურადღებიან და მხიარულ გოგონას. სოფი შემობრუნდა, ელენეს მიუახლოვდა და უთხრა: -ელენე! იცი დღეს აქ ერთი ქალბატონი მოვიდა. საოცრად ლამაზი, თუმცა ეს სილამაზე ძნელადღა შეიმჩნეოდა. ის იყო ყველაზე უბედური არსება ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. -მერედა ამის გამო ხარ ცუდ გუნებაზე? განა შენ უკეთესად არ იცი, რომ ვინც კი ამ შენობაში მოდის, თითქმის ყველა ბედისგანაა დაჩაგრული, რადგან მათ არ ყავთ საკუთარი შვილი. განა ეს ქალბატონი პირველი იყო? კითხვით მიმართა ელენემ. სოფი დაფიქრდა, მომდგარი ცრემლი შეიმშრალა და კვლავ ელენეს მიუბრუნდა: -არა ელენე. ის არავის გავდა. იცი,მე მისი მთელი ცხოვრების ისტორია მოვისმინე, ის ყვებოდა გაუჩერებლად, ყვებოდა თავის სევდიან თავგადასავალს. მე კი არ ვიცოდი რა მემართებოდა. ბრაზი, სიბრალული და რაღაც ენით აუწერელი, უცნაური გრძნობა ერთმანეთში ამერია.იცი, მე რაღაც საერთო ვნახე მასში. როცა მის ამბავს ვისმენდი, მეც დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე. ერთი შეხედვით მე მაქვს ყველაფერი, კარგი სოციალური მდგომარეობა, სამსახური. მაგრამ არავინ იცის შენს გარდა რას ვეძებ მთელი ჩემი ცხოვრება, რაზე ფიქრს შევალიე ჩემი დაკარგული ბავშვობა. ქალბატონი კი მიაბიჯებდა ქალაქის ქუჩებში. მიდიოდა და ბოლო მაინც არ ჩანდა. ის კი მაინც განაგრძობდა გზას. ცოტა ხნით ჩერდებოდა, თითქოს ვიღაცას ეძებსო, ისე გაფაციცებით აცეცებდა ტკივილით დაღლილ თვალებს. ათვალიერებდა ქალაქის ვეებერთელა შენობებს, ეჩვენებოდა, თითქოს ისინიც იდგნენ მასავით დამწუხრებულნი და მძიმე განაჩენს ელოდნენ ცხოვრებისგან. ასე იხეტიალებდა ალბათ მთელი დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ უეცრად იგრძნო, რომ მუხლებში იკეცებოდა, შიმშილისგან გონება ეკარგებოდა. მაშინღა მიხვდა, რომ წასასვლელი არსად ქონდა. საბოლოოდ გამოეცალა ძალა და ღონემიხდილი იქვე, ერთი ძველი შენობის კიბეზე დაეშვა. საღამო იყო, მიუხედავად მშვენიერი, თბილი დღისა, მაინც აცივდა. ოდნავი ქარიც ქროდა, რომელიც ქალბატონის თეთრ, გრძელ თმას ნაზად აფრიალებდა. თუმცა იგი არც ქარს, არც სიცივეს და არც შიმშილს არად აგდებდა. ფიქრებმა შორს, ძალიან შორს გაიტაცა. როცა ის იყო ჯერ კიდევ ლაღი და სიცოცხლით სავსე. ფიქრობდა მის ბავშვობაზე, პატარა ზღაპარზე. ერთ დროს მართლაც უდარდელ, ულამაზეს გოგონაზე, რომელზეც მაშინ თითქმის ყველა მისი თანატოლი ბიჭი ოცნებობდა, ფიქრობდა და ესახებოდა საყვარელი მშობლების მომღიმარი სახეები. თვითონაც ამდენი უბედურების შემდეგ პირველად გაეღიმა. მაგრამ უეცრად სახე თითქოს მოეღრიცა, თვალები ძლიერად დახუჭა და გულამომჯდარი ტირილი დაიწყო, თან გამუდმებით იმეორებდა: “შვილო”. მიხვდა, თუ როგორ დაინგრია ცხოვრება ერთი ხელის მოსმით. რა ბედნიერი შეიძლებოდა ყოფილიყო შვილი რომ გვერდით ყოლოდა. გულს უღრღნიდა მასზე ფიქრი. ნეტავი ახლა როგორია? ან რომ ენახა როგორ მოიქცეოდა? გულში ჩაიკრავდა? არა, არა ის ამას ვერ გაბედავდა, თვალებშიც ვერ შეხედავდა. უცებ ხელზე ვეღაც ნაზად შეეხო ქალბატონს და ყურში ჩასჩურჩულა: -დედა მე მოვედი, შენთან მოვედი. ქალბატონი შეკრთა, მიმოიხედა და დაინახა რაღაც უცნაური, რომელიც ზმანებას უფრო გავდა, რომლის სახე მზის სხივივით განათებულიყო. ქალბატონმა ნათლად დაინახა მისი სახე და მოულოდნელად მუხლებზე დაემხო, უნდოდა შვილს მიალერსებოდა, მაგრამ ადგილიდან ვეღარ იძვროდა, თითქოს კლდესავით გაქვავებულიყო. მაგრამ ჰოი საოცრებავ! იგი ამჩნევდა, რომ ზმანება თანდათან ქრებოდა და რაღაც ძალიან ნაცნობ და საშიშ სახეს იღებდა. ქალბატონი შიშმა აიტანა, თვალები მოიფშვნიტა, ისევ ზმანებისკენ გაიხედა და შეამჩნია, რომ მის წინაშე მისი ცხოვრების დამანგრეველი დავითი იდგა. რომლის სახიდან რაღაც, ენით აუწერელი სიბოროტე გამოსჭვიოდა. როცა აცრემლებული ქალბატონი დაინახა, უეცრად ახარხარდა. ქალბატონმა ყურებზე აიფარა ხელები, თუმცა მისი გულისგამაწვრილებელი სიცილი მაინც მკაფიოდ ესმოდა. დავითმა კი სიცილით რომ გული იჯერა, ქალბატონისკენ გაიწია, რათა დაეკმაყოფილებინა მისი ცხოველური ჟინი და კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ იგი იყო ყველაზე უმწეო, უბადრუკი და საცოდავი არსება. გამშორდი, გამშორდი სატანავ! -ყვიროდა ქალბატონი და ხელებს უმისამართოდ იქნევდა. -გაიღვიძეთ ქალბატონო, უცებ ყურში ჩაესმა ქალბატონს. მან თვალები ნელა გაახილა და მიხვდა,რომ ის იყო მწარე, საშინელი სიზმარი, რომელსაც ისე შეეშინებინა ქალბატონი, რომ რამდენიმე ხანი ვერ ახერხებდა გამოფხიზლებას. გავიდა დაახლოებით 15 წუთი, იგი გონს მოეგო, თმა შეისწორა, მოწესრიგდა და წასასვლელად მოემზადა. იქნებოდა დილის 10 საათი. გაზაფხულის მცხუნვარე მზე უკვე კარგად ამოსულიყო.მისი სხივები ნელ-ნელა ეფინებოდა ახლადგამოღვიძებულ ქალაქს. ჰაერი ჯერ კიდევ გრილი და სუფთა იყო, რადგან მანქანები ახლად იწყებდნენ მოძრაობას. იგრძნობოდა ახლადგამომცხვარი პურის სასიამოვნო და მადის აღმძვრელი სურნელი. გრილი სიო არხევდა გარშემო ფოთლებს, ხმაურით გადაღლილ ქუჩებში ჯერ კიდევ იგრძნობოდა ღამის სიმშვიდე. ქალბატონი კი მიუყვებოდა კვლავაც ბავშვთა სახლისკენ მიმავალ იმედით აღსავსე გზას. იმ იმედით, რომ ცხოვრებაში პირველად მასაც ეღირსებოდა ბავშვის ხელში აყვანა. როგორი ამაყი და ბედნიერი იქნებოდა. მაშინ აღარავის შეეცოდებოდა და აღარავინ იტყოდა: ბეჩავი, რა უბედურია,მარტოდმარტო დაიარებაო ამ წუტისოფელში. მიაბიჯებდა და ფიქრსაც ვერ ბედავდა შორეულ ქვეყანაში დატოვილ უმწეო შვილზე. სიცოცხლესაც კი დათმობდა, ოღონდ ერთი წამით მაინც ჩაეხედა შვილისთვის თვალებში, მოხვეოდა და მისგან გაეგო ის სანუკვარი და სანატრელი სიტყვა, რომელსაც დედა ქვია. ასეთ ფიქრებში გართულმა დიდხანს იარა ფეხით და როგორც იქნა, იცნო ნაცნობი ადგილი. კარისკაცი ზრდილობიანად მიესალმა ქალბატონს და დაუთმო გზა დერეფნისკენ. სოფი კი უჩვეულოდ ადრე მისულიყო სამსახურში. სავარძელში მოკალათებულიყო და მოუთმენლად ელოდა ქალბატონის მისვლას. და აი, გაისმა კიდეც კარზე კაკუნი. სოფი ფეხზე წამოდგა, გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და თავად გაუღო კარი ქალბატონს, გაუღიმა, ნაზად ჩამოართვა ხელი და ოთახში შემოიყვანა. ისინი ერთმანეთს უყურებდნენ და თან ცდილობდნენ უხერხული სიჩუმე განემუხტად. -როგორ ბრძანდებით ქალბატონო? დაარღვია სიჩუმე სოფიმ. ქალბატონმა თბილად გაუღიმა და უხერხულად ოდნავ დახარა თავი. -მაშ ასე, ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ. დაიწყო საუბარი სოფიმ და...უცებ გაისმა ტელეფონის ხმა. გოგონამ ბოდიში მოიხადა და ზარს უპასუხა. ქალბატონი კი გაოცებული უყურებდა სოფის, რადგან იგი ისე საუბრობდა ფრანგულად, რომ თვით ფრანგიც კი დაეჭვდებოდა მის ქართველობაში.
გაგრძელება იქნება:)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. :-* + 5 5 5 :-* + 5 5 5
8. სოფი გაოგნებული ისმენდა უბედური ქალის შემზარავ ისტორიას და უხერხულად ოდნავ დახარა თავი. უცებ გაისმა ტელეფონის ხმა.გოგონამ ბოდიში მოიხადა ფრანგიც კი დაეჭვდებოდა მის ქართველობაში......., რადგან მანქანები ახლად იწყებდნენ მოძრაობას. სოფი გაოგნებული ისმენდა უბედური ქალის შემზარავ ისტორიას და უხერხულად ოდნავ დახარა თავი. უცებ გაისმა ტელეფონის ხმა.გოგონამ ბოდიში მოიხადა ფრანგიც კი დაეჭვდებოდა მის ქართველობაში......., რადგან მანქანები ახლად იწყებდნენ მოძრაობას.
7. კარგია : ))) კარგია : )))
6. მიაბიჯებდა და ფიქრსაც ვერ ბედავდა შორეულ ქვეყანაში დატოვილ უმწეო შვილზე.<<აი, აქ ოდნავი სიმპათია გამიჩნდა ქალის მიმართ :)
კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია :)
დაგელოდები :) მიაბიჯებდა და ფიქრსაც ვერ ბედავდა შორეულ ქვეყანაში დატოვილ უმწეო შვილზე.<<აი, აქ ოდნავი სიმპათია გამიჩნდა ქალის მიმართ :)
კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია :)
დაგელოდები :)
4. არაააა რა უნდა გაგიბრაზდეეე:) ეს ჩემი პირველი ნაწერია და შესაბამისად სისუსტეც იგრძნობა:) არაააა რა უნდა გაგიბრაზდეეე:) ეს ჩემი პირველი ნაწერია და შესაბამისად სისუსტეც იგრძნობა:)
3. იცი? ნაწარმოების ამ ნაწილმა არაფერი მომცა-გადავყევი სიზმარს.. ქუჩაში ეძინა? ეს არ მომეწონა..
ისტორია ამ ქალბატონის მაინტერესებს. იმედია ,არ გამიბრაზდები:) კეთილი სურვილებით- იცი? ნაწარმოების ამ ნაწილმა არაფერი მომცა-გადავყევი სიზმარს.. ქუჩაში ეძინა? ეს არ მომეწონა..
ისტორია ამ ქალბატონის მაინტერესებს. იმედია ,არ გამიბრაზდები:) კეთილი სურვილებით-
2. საინტერესოდაა აგებული და გადმოცემული, ძალიან მტკივნეულად. გაიხარე...და გელოდები! +5 საინტერესოდაა აგებული და გადმოცემული, ძალიან მტკივნეულად. გაიხარე...და გელოდები! +5
1. მიაბიჯებდა და ფიქრსაც ვერ ბედავდა შორეულ ქვეყანაში დატოვილ უმწეო შვილზე. სიცოცხლესაც კი დათმობდა, ოღონდ ერთი წამით მაინც ჩაეხედა შვილისთვის თვალებში, მოხვეოდა და მისგან გაეგო ის სანუკვარი და სანატრელი სიტყვა, რომელსაც დედა ქვია.
ტრაგიკული თემაა! თხრობა ნორმალურად მიდის! სიამოვნებით წავიკითხავ გაგრძელებას! 555 მიაბიჯებდა და ფიქრსაც ვერ ბედავდა შორეულ ქვეყანაში დატოვილ უმწეო შვილზე. სიცოცხლესაც კი დათმობდა, ოღონდ ერთი წამით მაინც ჩაეხედა შვილისთვის თვალებში, მოხვეოდა და მისგან გაეგო ის სანუკვარი და სანატრელი სიტყვა, რომელსაც დედა ქვია.
ტრაგიკული თემაა! თხრობა ნორმალურად მიდის! სიამოვნებით წავიკითხავ გაგრძელებას! 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|