ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეკარი
ჟანრი: პროზა
31 იანვარი, 2011


დუმილის ხმები

      როცა წვიმის წვეთებიც წყვეტს ფანჯრის რაფაზე რაკარუკს,მაშინ ოთახში იპარება დუმილის ლანდი,შენიღბული სიმყუდროვით და წესრიგით.თუმცა მისი მსვლელობა უხმაუროა,რაღაც სინაზის ელემენტების შემცველიც კი,მაინც შფოთი და ქაოსი შემოაქვს და არა ოთახში,არამედ გონებაში და სულში.
      მისი მოახლოებისას მიძინებული ფიქრები დილის  ბავშვივით იღვიძებენ,ჟრიამულობენ,მხიარულობენ და ცელქობენ.იმართება მეჯლისები,საღამოები,სხდომები,შეხვედრები,დაჯილდოებები,დასჯები და მეფედ კურთხევის ცერემონიები.ანთავისუფლებენ პატომარ მოგონებებს,უკვე განწირულს და სიკვდილმისჯილსაც კი.ეს ყველაფერი ადამიანის შიგნით,მის შინაგან სამყაროში მიმდინარეობს.იქ სადაც ორი სამეფო ბატონობს:გული და გონება.გულის სამეფოში ერთიანდებიან გრძნობები და განცდები,პათოსის საწყისები და უცნაური გამოვლინებები,ემოციური მსჯელობები და გადაწყვეტილებები.იგი ზღვაა გრძნობების,რომლებიც ხშირად იმონებენ გონების სივრცეს.ატყვევებენ აზრებს,ფიქრებს და თავიანთ სასურველ მიმართულებას აძლევენ.შეშინებული და გამოღვიძებული გონება შემწედ ნებისყოფას იხმობს,რომელიც ალაგებს დაფანტულ,დამარცხებულ და კვალარეულ აზრებს,ფიქრებს და განაგებს საღ მოქმედებას.ამ ორ სამეფოს შორის ბრძოლა მუდმივია,მარადიული,ცვალებადი.ძალიან იშვიათად მიიღწევა მათ შორის თანხმობა,თანაზიარება,მაშინ კი ზეიმობს მთელი სხეული,სრული არსება.
        დუმილის ხმები ყველაზე უფრო ხმაურიანი,ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია.დუმილის ხმა სხეულის შინაგანი ხმაა,რომელიც გამუდმებით საუბრობს საკუთარ თავთან.იგი ერთადერთი გზაა საკუთარი თავის შეცნობისა,გადარჩენისაც და დაღუპვისაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები