 | ავტორი: ფუსუსუნა ჟანრი: პოეზია 1 თებერვალი, 2011 |
მინავლულ გულში ოდნავ ბჟუტავს ნარჩენი ცეცხლის... ჰო, მოხერხება უნდა ნაღდად ასეთ ცვლილებას. როგორ გულწრფელად ავაჭრელე რვეული გუშინ, დღეს უკვე ვახდენ ამ გრძნობების იმიტირებას. რამდენჯერ გთხოვე, ხელი მაგრად, მაგრად ჩამჭიდე, რომ არასოდეს მომეკაროს ცივი ნიავი, მერე თითების სილურჯემდე მოგებღაუჭე ისევ მე თვითონ... შემომადნა სიცარიელე და შევისუნთქე უშენობის ჰაერი ცივი (ის სულ არ ჰგავდა ჰაერს ზამთრის, ზეგამჭვირვალეს) და ისე უცბად გავიფანტე კოსმოსში, სადღაც სრულ სიბნელეში... დავეძებდი ჩემს თავს, წინანდელს ისე უმწეოდ... არა – სადმე, არა – ოდესმე, ვიბორიალე დაკარგული სულების ბრბოში, რომ გაფანტულან, დამსხვრეულან სირუხისაგან, რომ ვერ მიაგნეს მიმოფერილ ბილიკს სამოთხის და გამოეკრნენ ზეცას სადღაც, სრულ სიბნელეში, სადაც არც ცა და აღარც მიწა არ ჩანს სრულებით... ხან იხსენებენ, გაურბოდნენ რასაც უწინ, და ხანაც – ეძებდნენ რასაც ასე გულმოდგინებით... და ჩემი სულიც, დამსხვრეული, სრულიად კოსმოსს რომ მოსდებია, თითქოს მათში გარევას იწყებს. ყველა ნამსხვრევი მაინც ერთად გროვდება ბოლოს და, მდუმარებით, გალურჯებულს დაჰყურებს თითებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. და, მდუმარებით, გალურჯებულს დაჰყურებს თითებს...:(
ძალიან კარგია და სევდიანი:(
და, მდუმარებით, გალურჯებულს დაჰყურებს თითებს...:(
ძალიან კარგია და სევდიანი:(
8. ჰო, მოხერხება უნდა ნაღდად ასეთ ცვლილებას." ადამიანები ვართ ყველაზე მაგარი ქამელეონები )
ჰო, მოხერხება უნდა ნაღდად ასეთ ცვლილებას." ადამიანები ვართ ყველაზე მაგარი ქამელეონები )
7. მერე თითების სილურჯემდე მოგებღაუჭე ისევ მე თვითონ... შემომადნა სიცარიელე და შევისუნთქე უშენობის ჰაერი ცივი (ის სულ არ ჰგავდა ჰაერს ზამთრის, ზეგამჭვირვალეს) და ისე უცბად გავიფანტე კოსმოსში, სადღაც სრულ სიბნელეში... და ბოლომდეც...5555 ერთი ამოსუნთქვა ლექსია...:-* მიყვარს ასეთი სულიერი მსხვრევა...გამთლიანება... მერე თითების სილურჯემდე მოგებღაუჭე ისევ მე თვითონ... შემომადნა სიცარიელე და შევისუნთქე უშენობის ჰაერი ცივი (ის სულ არ ჰგავდა ჰაერს ზამთრის, ზეგამჭვირვალეს) და ისე უცბად გავიფანტე კოსმოსში, სადღაც სრულ სიბნელეში... და ბოლომდეც...5555 ერთი ამოსუნთქვა ლექსია...:-* მიყვარს ასეთი სულიერი მსხვრევა...გამთლიანება...
6. + 5 :) წარმატებები + 5 :) წარმატებები
5. 3. დუპ დუპ ოტტო/.
გამარჯობა მაინც გეთქვა )))
მადლობა მკითხველებს :) 3. დუპ დუპ ოტტო/.
გამარჯობა მაინც გეთქვა )))
მადლობა მკითხველებს :)
4. მართლაც არის მასში რაღაც :) + მართლაც არის მასში რაღაც :) +
2. ანინეს ვუდასტურებ. 2 ანინეს ვუდასტურებ. 2
1. იყო რაღაც აქ, იმედისმომცემი. +1 იყო რაღაც აქ, იმედისმომცემი. +1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|