 | ავტორი: ლუიზიანი ჟანრი: პროზა 2 თებერვალი, 2011 |
სოფიმ მალევე დაასრულა ტელეფონზე საუბარი და კვლავ ბოდიშით მიმართა ქალბატონს: -მაპატიეთ, ჩემი მეგობარი იყო პარიზიდან და აუცილებლად უნდა მეპასუხა. პარიზის გაგონებაზე ქალბატონი ერთიანად გაფითრდა, სოფის კი ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. -ხო, რაზე გავჩერდით? განაგრძო გოგონამ და კვლავ ქალბატონს მიუბრუნდა: მას კი არც გაუგია სოფის კითხვა და მანაც კითხვითვე უპასუხა: -იცით სოფი, საოცრად საუბრობთ ფრანგულად. სად ისწავლეთ? სოფის გაეღიმა და უპასუხა: -მე პარიზში ვიყავი და იქ ვისწავლე. -და რამდენი ხნით იყავით,რომ ასე კარგად და დახვეწილად საუბრობთ ამ ენაზე? ჩაეძია ქალბატონი. სოფის მომღიმარი გამომეტყველება უეცრად შეეცვალა, ტუჩები მოიკვნიტა, სახეზე დიდი ტკივილი აღებეჭდა, ძალა მოიკრიბა და მოკლედ უპასუხა: -მე იქ გავიზარდე! ქალბატონი აიმღვრა, ერთიანად აცახცახდა. ტუჩები ოდნავ გაამოძრავა, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობსო, მაგრამ რაღაც ძალა ხელს უშლიდა, შიშმა შეიპყრო. სოფიმ შეატყო, რომ ქალბატონი თავის თავს აღარ ეკუთვნოდა, რადგან თავისთვის გაუგებრად ლუღლუღებდა. -ხო მე პარიზში გავიზარდე! განაგრძო კვლავ სოფიმ და ფანჯარასთან მივიდა. გაეღიმა, თუმცა ეს არ იყო ჩვეულებრივი ღიმილი. ის იყო ტკივილით, ირონიით და სევდით აღსავსე. -ალბათ გაინტერესებთ როგორ ცხოვრობდა თქვენი უარყოფილი შვილი უცხო ქვეყანაში? როგორი ბავშვობა ჰქონდა მას ან რაზე ოცნებობდა იგი? გაინტერესებთ არა? ოდნავ მკაცრი ტონით ჰკითხა ქალბატონს. ეს უკანასკნელი კი ვერ ხვდებოდა რა დაემართა ასე მოულოდნელად რამდენიმე წუთის წინ ზრდილობიან, კეთილ და მშვიდ სოფის. -ბედის ირონიაა სწორედ! განაგრძო სოფიმ. მე შემიძლია გითხრათ როგორ ცხოვრობდა თქვენი შვილი. ეს ჩემზე უკეთესად არავინ იცის და იცით რატომ? იმიტომ, რომ სწორედ მეც მასავით, არასასურველი ნივთივით მომისროლეს უცხო ქვეყანაში, როცა სულ მთლად სუსტი და უმწეო ვიყავი. დიახ, მე მაქვს ყველაფერი: უზრუნველი ცხოვრება, სამსახური, კარგი სახელით ვსარგებლობ საზოგადოებაში, მაგრამ არავინ იცის, რომ საკუთარ დედასაც კი არ ვიცნობ, არაფერი ვიცი ჩემი წარმომავლობის შესახებ და არავინ მყავს ისეთი, ვინც ჩემით იამაყებს. გიკვირთ არა? თუმცა არა, თქვენთვის ხომ ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობია. გაფითრებული ქალბათონი ოდნავ წამოიწია, უნდოდა რაღაც ეკითხა გოგონასთვის, ღრმად ამოისუნთქა, მაგრამ სოფიმ ხმის ამოღება აღარ აცალა და კვლავ თვითონ განაგრძო ირონიული ტონით: -ხო რა თქმაუნდა ნაცნობია, თქვენც ხომ ისევე დაუნდობლად მოექეცით თქვენსავე ნაშობ შვილს, როგორც მე მომექცნენ 27 წლის წინ სრულიად უცხო ქვეყანაში. ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ როგორ გაიზარდა თქვენი შვილი, როგორი ბავშვობა ჰქონდა მას, ან რაზე ოცნებობდა ყველაზე ხშირად? ან, თუ გიფიქრიათ სად არის ის ახლა? ვისთანაა? ვის ეძახის დედას? მაგრამ არა! თქვენ ამაზე ერთი წამით რომ მაინც გეფიქრათ, ფეხშიშველი გაიქცეოდით თქვენი შვილის მოსაძებნად, ყველაფერს დათმობდით და დაუღალავი ძებნით მაინც იპოვნიდით მას, თუნდაც ქვეყნის დასალიერში ყოფილიყო. შვილის სიყვარული ხომ ყველაზე დიდი და ძლიერია ამ ქვეყნად. იცით, ალბათ ღმერთმა ინება ჩვენი შეხვედრა, რადგან ის საშინელი ტკივილი და სიძულვილი, რასაც მე ჩემი მშობელი დედისადმი ვგრძნობ, მას თუ არა, იმ ქალს მაინც ვუთხრა, რომელმაც ისეთივე გამოუსწორებელი და საშინელი რამ ჩაიდინა, რაც ჩემმა მშობელმა დედამ 27 წლის წინ. ამ სიტყვებზე სოფის მკაცრი ტონი მოულოდნელად შეიცვალა, ხმა აუკანკალდა და გულამომჯდარი ტირილი აღმოხდა. ტიროდა გაუჩერებლად და ამ ტირილში ჩანდა მთელი მისი ცხოვრება. მაგრამ სწრაფად მოიკრიბა გონება, ცრემლიანი თვალებით შეხედა თითქმის გაქვავებულ ქალბატონს, ფეხზე წამოდგა და კითხვით მიმართა მას: -ახლა კი მიპასუხეთ, რატომ მოხვედით მაინცდამაინც ჩვენს ბავშვთა სახლში? ალბათ იმიტომ, რომ ყველა ამაზე საუბრობს, რომ ასეთი მეორე სხვაგან არსადაა. თავადვე უპასუხა მისსავე დასმულ კითხვას. მართლაც მეორეს ასეთს ვერსად ნახავთ. ჩვენთან არაა ბოროტება, აქ ყველას უყვარს ერთმანეთი, ყველა ბედნიერია. აქ ყოველი ჩვენგანი იმდენ სითბოს და სიყვარულს ჩუქნის თითეულ აღსაზრდელს, რაც მე და უამრავ ჩემისთანას დააკლდა ცხოვრებაში. ამ ბავშვებს არ ყავთ საკუთარი ოჯახი, არ იციან მშობლის სიყვარული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერები არიან, რადგან აქ ისეთი სიყვარულით უყვართ, როგორზეც ისინი ოცნებობენ და როგორზეც მე ვოცნებობდი მთელი ჩემი გამწარებული ბავშვობა. დიახ! სხვა რა შეიძლება ვუწოდო ჩემს ბავშვობას, თუ არა გამწარებული და დაკარგული. ალბათ, როცა გამიცანით იფიქრეთ,რომ მეც თქვენსავით ლაღი და უდარდელი ბავშვობა მქონდა, რომ მეც ვიყავი თქვენსავით განებივრებული ბავშვი. მაგრამ არა! თქვენ კვლავ შეცდით, მე მქონდა ყველაზე უბედური ბავშვობა ამ ქვეყანაზე. მე ვიზრდებოდი პარიზში. ერთი შეხედვით როგორ ლამაზად ჟღერს, მაგრამ მერწმუნეთ, თქვენ რომ ერთი დღე მაინც გაგეტარებინათ იმ ბავშვთა სახლში, რომელშიც მე ვიზრდებოდი, ნამდვილად შეგძულდებოდათ არა მარტო ქალაქი, არამედ მთელი ქვეყანა. მე ვნახე ბევრი უსამართლობა და სიბოროტე, რამაც წარუშლელი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას. როცა ჯერ კიდევ სულ პატარა ვიყავი, ასე 4-5 წლის, ვოცნებობდი რომ ერთ მშვენიერ დღესაც მოვიდოდა ვინმე ჩემს წასაყვანად. მომეფერებოდა, გულში ძლიერად ჩამიკრავდა და დამიკოცნიდა ცრემლებით დაღლილ თვალებს. ვოცნებობდი ახალ, ლამაზ ტანსაცმელზე, თოჯინებზე და კიდევ უამრავ რამეზე, მაგრამ საუბედუროდ ჩემი ოცნებები აუხდენელად რჩებოდა. იქ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა. გულს მიკლავდა იმაზე ფიქრი, რომ დედამ ასე გამიმეტა და მიმაბარა ჯერ კიდევ ახალშობილი ისეთ გულქვა და ბოროტ ადამიანებს, როგორებიც იმ ბავშვთა სახლის პედაგოგები იყვნენ. მათ აღიზიანებდათ ჩვენი არსებობა, გამუდმებით გვეჩხუბებოდნენ, გვცემდნენ უსამართლოდ, ხან უბრალო ბავშური სიცელქის გამო. მათთვის არ არსებობდა კეთილი მოპყრობა. რამდენჯერ გამღვიძებია სიცივისგან აკანკალებულს უკუნით სიბნელეში, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრი მათბობდა და მანუგეშებდა, რომ დადგებოდა დღე, როცა მოვიდოდა ჩემთან დედა და წამიყვანდა რაც შეიძლება შორს იქიდან. გამუდმებით ვფიქრობდი მასზე. როცა მეშინოდა მას ვუხმობდი, ვნატრობდი სიზმარში მაინც დამსიზმრებოდა, რომ მოვხვეოდი და აღარსად გამეშვა, რომ გამემხილა მისთვის ჩემი ტკივილი და ოცნებები,მაგრამ ამაოდ. გაუჩერებლად ყვებოდა სოფი, ყვეოდა და თან გამალებით ლამობდა თვალებიდან მომდინარე ცრემლების შემშრალებას. ქალბატონს კი სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა, გაქვავებულიყო მოჩვენებასავით და თითებს გაშმაგებული ისრესდა. სოფის მონათხრობმა საბოლოოდ გაანადგურა ეს უკანასკნელი. ერთხანს სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მოულოდნელად გაიღო კარი და ოთახში შემოვიდა პატარა, წარმოუდგენლად ლამაზი ბიჭუნა. იქნებოდა 5 წლამდე. შემოვიდა და ერთ ადგილას გაჩერდა. მის ვარდისფერ ლოყებზე ცრემლები ნელა მოგორავდა. სოფიმ შეხედა აცრემლებულ ბავშვს, მივიდა მასთან და ისე ძლიერად ჩაეხუტა, თითქოს ვინმე წართმევას უპირებდესო. ის იყო ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელიც იმ დღეს სამუდამოდ ეთხოვებოდა მის საყვარელ ადგილს, სადაც რჩებოდა უამრავი მეგობარი და საყვარელი პედაგოგები. იგი იშვილა ერთმა ძალიან გავლენიანმა ოჯახმა, რომელსაც სრული ბედნიერებისგან მხოლოდ შვილი აშორებდა. ის იყო უაღრესად განათლებული და სამაგალითო ოჯახი. ამ ბავშვმა არ იცოდა რა დიდი ბედნიერება ელოდა წინ. სოფიმ დაამშვიდა ბიჭუნა, დაპირდა რომ ხშირად მოიყვანდნენ მშობლები თავის საყვარელ მეგობრებთან სათამაშოდ. უცებ კარი კვლავ გაიღო და ახლა ოთახში ნიკუშას ახლადშეძენილი მშობლები შემოვიდნენ, რათა დამშვიდობებოდნენ სოფის და მადლობა გადაეხადათ მისთვის ამხელა საჩუქრისათვის. მათ სახეზე უსაზღვრო ბედნიერება აღბეჭდილიყო. ქალბატონი კი დადუმებული ადევნებდა თვალყურს ამ ყველაფერს. ფიქრობდა, როგორი ბედნიერები იყვნენ ეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, როგორი სიყვარულით უმზერდნენ ნაშვილებ ბავშვს. ამ ცოლ-ქმარმა სხვისი ნაშობი შვილად მიიღეს დიდი სიხარულით და სიყვარულით, ხოლო მან კი საკუთარ შვილზე თქვა უარი, ღვთისგან ბოძებულ უდიდეს საჩუქარზე. სოფი კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ნიკუშას, თვალზე მომდგარ ცრემლს ძლივს იკავებდა, რათა ბავშვისთვის გული არ ეტკინა. დერეფანში უკლებლივ ყველა აღსაზრდელს მოეყარა თავი. ყველამ სათითაოდ ჩაიკრა გულში და დაულოცა ახალი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა. როცა სოფი და ქალბატონი კვლავ მარტონი დარჩნენ, ერთხანს ისევ სიჩუმემ დაისადგურა, ნანახით აღელვებული ქალბატონი ადგილს ვერ პოულობდა, გონება მთლად არეოდა, ვეღარ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყო. წასვლა უნდოდა, მაგრამ თითქოს ხელ-ფეხი შებოჭილი ჰქონდა. სოფი ღრუბელივით მოღუშულიყო, იგი მთლად დაამწუხრა პატარა ბიჭუნას წასვლამ. მხოლოდ ის ახარებდა, რომ ბავშვს ნამდვილი ოჯახი ექნებოდა, ისეთივე როგორიც ბევრ მის თანატოლს. -ბიჭუნამ არც კი იცის რამხელა ბედნიერება ეწვია და როგორ გაუმართლა, რომ ასეთი კარგი და მზრუნველი მშობლები შეიძინა. უეცრად განაგრძო შეწყვეტილი საუბარი სოფიმ. -როგორი ბედნიერი ვიქნებოდი მეც რომ მასავით გამმართლებოდა და ნამდვილ ოჯახში გავზრდილიყავი. ჩემზეც რომ ეზრუნათ და ისეთივე სითბო და სიყვარული ეჩუქებინათ, როგორზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი. მაგრამ დამიჯერეთ, მე რომ ეს ყველაფერი მქონოდა, დრეს ეს ბავშვთა სახლი არ იარსებებდა. ის შენობა, რომელშიც ახლა თქვენ იმყოფებით, სწორედ ჩემმა ოცნებამ ააგო, ბავშვობის ოცნებამ. მთელი პატარაობა იმაზე ფიქრში გავატარე, რომ დადგებოდა ის დღეც, როცა გავიზრდებოდი, მოვშორდებოდი იმ საშინელ ადგილს და ისეთ ბავშვთა სახლს ავაშენებდი, როგორზეც ყოველი მიტოვებული ბავშვი ოცნებობს. ამ ბავშვებში ჩემს თავს ვხედავ. მე შევძელი ჩემი ოცნების მათთვის განხორციელება. რომ იცოდეთ მათთვის ეს რამდენს ნიშნავს. თუმცა თქვენ ამას ვერ გაიგებთ, თქვენ ხომ არავის მიუტოვებიხართ?! 14 წლის ასაკში გავიგე, რომ ჩემი სამშობლო არა საფრანგეთი, არამედ საქართველო იყო, რომ ქალმა რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა, გაჩენისთანავე მიმაბარა უცხო ხალხს, უცხო ქვეყანაში. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა დავბრუნებულიყავი საკუთარ ქვეყანაში და ჩემი ოცნებები რეალობად მექცია. ჩამოვედი და ყველა ჩემი ჩანაფიქრი განვახორციელე, გარდა ერთისა: მე არ მიცდია მომეძებნა მერი რობაქიძე... ქალბატონს ამ სახელის გაონებაზე ელდაეცა, ჟრუანტელმა დაუარა, შიშის ზარმა დასცა და ერთიანად გაფითრდა, სუნთქვა შეეკრა და მხოლოდ მაშინღა გააცნობიერა, რომ მის წინაშე იდგა მისივე შვილი, რომელლიც 27 წლის წინ დაუფიქრებლად მიატოვა და ერთხელაც არ უცდია მისი მოძებნა, რადგან იცოდა ამის უფლება აღარ ჰქონდა. იგი წამოდგომას ცდილობდა, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა. როგორ უნდოდა მისულიყო მასთან, გულში ჩაეკრა, დაეკოცნა მისი ცრემლიანი თვალები და ხმამაღლა, ყველას გასაგონად ეყვირა: -შვილო სოფი! ჩემო მშვენიერო სოფი! მე დედაშენი ვარ, გიპოვე, ამდენი ხნის მერე მაინც დამიბრუნდი და ახლა აღარსად გაგიშვებ. მაგრამ თავადაც კარგად ხვდებოდა, რომ ის ამას ვერ გაბედავდა. რა უნდა ეთქვა? რატომ მიატოვა სულ მთლად უსუსური და დაუცველი ბავშვი? იმიტომ, რომ ოჯახის ღირსება არ შეელახა?! არა, არა ის ვერ შეძლებდა შვილისთვის ამ მწარე რეალობის თქმას. ის კარგად აცნობიერებდა, რომ სოფის სძულდა საკუთარი დედა, მაგრამ ქალბატონს რომ ერთხელ მაინც ეცადა მისი მოძებნა, გოგონა ყველაფერს დაივიწყებდა და დაუფიქრებლად აპატიებდა მას. -დიახ მერი რობაქიძეა ჩემი მომავლინებელი. ის ქალი ღირსიც არაა, რომ მე მისი სახელი წარმოვთქვა და იმის ღირსიც არაა რომ მას დედა ერქვას. ეკალივით ესობოდა გულზე სოფის სიტყვები ქალბატონს, თუმცა ეს სასჯელი ხომ მან სამართლიანად დაიმსახურა. იგი ხვდებოდა რომ ძალა საბოლოოდ ეცლებოდა, ცდილობდა თვალები ფართოდ გაეხილა, მაგრამ გრძნობდა რომ ისინიც ნელ-ნელა ეხუჭებოდა, თუმცა სოფისთვის ერთი წამითაც არ მოუშორებია მზერა. სოფიმ შეხედა ღონემიხდილ ქალბატონს, მივარდა შეშინებული და წყალი მიაწოდა. ქალბატონმა ძალა მოიკრიბა, ოდნავ წამოიწია, უნდოდა მოფერებოდა სანატრელ შვილს, თვალებში ჩახედა, გაუღიმა, მაგრამ რამოდენიმე წამში თვალები კვლავ მილულა და გონება დაკარგა.
გაგრძელება იქნება:)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა ჩემო კარგოოო:) გავითვალისწინებ ყველაფერს:) მადლობა ჩემო კარგოოო:) გავითვალისწინებ ყველაფერს:)
10. რა არის იცი კარგა კი ყვები, მაგრამ ჩქარობ დეკორაციებს გარდა მაგისა დამაჯერებლობა აკლია ნაწარმოებს. სად ხდება ესეთი რამე ვიღაცის თანდასწრებით ნაშვილები ბავშვი მიყავტ და მერე აგრძელებს საუბარს სოფი და რობაქიძე? მაინც გიფასებ დადებითად , გიშრომია, წერა შნელია კრიტიკა ადვილი, მაგრამ თუ გინდა იყო წერაში მაგარი, უნდა იყო კრიტიკის ამტანი, რა არის იცი კარგა კი ყვები, მაგრამ ჩქარობ დეკორაციებს გარდა მაგისა დამაჯერებლობა აკლია ნაწარმოებს. სად ხდება ესეთი რამე ვიღაცის თანდასწრებით ნაშვილები ბავშვი მიყავტ და მერე აგრძელებს საუბარს სოფი და რობაქიძე? მაინც გიფასებ დადებითად , გიშრომია, წერა შნელია კრიტიკა ადვილი, მაგრამ თუ გინდა იყო წერაში მაგარი, უნდა იყო კრიტიკის ამტანი,
9. დიდი მადლობა ყველას რჩევისთვისაც და მოლოცვისთვისაც.:) მომავალში გავითვალისწინებ:) დიდი მადლობა ყველას რჩევისთვისაც და მოლოცვისთვისაც.:) მომავალში გავითვალისწინებ:)
8. რაღაც-რაღაცეებს შევამოკლებდი (:
5.
აქვე გილოცავთ დაბადების დღეს! რაღაც-რაღაცეებს შევამოკლებდი (:
5.
აქვე გილოცავთ დაბადების დღეს!
7. ასე ნაწილ ნაწილ არ მინდა მე... ჩავუჯდები და წავიკითხავ გემრიელად. :-*
გილოცავ დაბადების დღეს. გაიხარე შენს ოჯახთან ერთად. მიყვარხარ :)
+ 5 5 5 ასე ნაწილ ნაწილ არ მინდა მე... ჩავუჯდები და წავიკითხავ გემრიელად. :-*
გილოცავ დაბადების დღეს. გაიხარე შენს ოჯახთან ერთად. მიყვარხარ :)
+ 5 5 5
6. დარჩა კიდევ რამე, რაც ჯერ არ შემთხვევია ამ ქალს? :) დარჩა კიდევ რამე, რაც ჯერ არ შემთხვევია ამ ქალს? :)
3. ძალიან საინტერესოდ ყვები, მტკივნეული ისტორიაა...სულისშემხუთველი. კარგი ხარ! +5 ძალიან საინტერესოდ ყვები, მტკივნეული ისტორიაა...სულისშემხუთველი. კარგი ხარ! +5
2. ამაღელვებელი ისტორიაა! 555 ამაღელვებელი ისტორიაა! 555
1. გარედან წავიკითხე და ამ ნაწერის გამო შემოვედი. კითხვის დაწყებისთანავე მივხვდი როგორ განვითარდებოდა მოვლენები,რამაც უკვე ფინალიც კი დამანახა, აჯობებდა, ასე მალე არ გაგეხსნა ეს საიდუმლო,ნუ გეწყინება-ცოტა უინტერესო გახდა ჩემთვის... იცი,როდის ყავს მკითხველი ნაწარმოებს? როდის ელოდება? ყველაზე საინტერესო ადგილას რომ შეაწყვეტინებ,ნაწერს წაართმევ,მეც ველოდებოდი გაგრძელებას და ახლა იმედგაცრუებული დავრჩი,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე არ გავყვები მოთხრობას:)
კეთილი სურვილებით- გარედან წავიკითხე და ამ ნაწერის გამო შემოვედი. კითხვის დაწყებისთანავე მივხვდი როგორ განვითარდებოდა მოვლენები,რამაც უკვე ფინალიც კი დამანახა, აჯობებდა, ასე მალე არ გაგეხსნა ეს საიდუმლო,ნუ გეწყინება-ცოტა უინტერესო გახდა ჩემთვის... იცი,როდის ყავს მკითხველი ნაწარმოებს? როდის ელოდება? ყველაზე საინტერესო ადგილას რომ შეაწყვეტინებ,ნაწერს წაართმევ,მეც ველოდებოდი გაგრძელებას და ახლა იმედგაცრუებული დავრჩი,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე არ გავყვები მოთხრობას:)
კეთილი სურვილებით-
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|