ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩაია
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2011


წვიმა მინდა..,

ცუდად ვარ... ვიყო კარგად ისე მინდა როგორც არასდროს. ხელები მიბუჟდება. ოფლი მომდის.
სხეულზე სისველე ისეთ შეგრძნებას მიტოვებს თითქოს მდინარის პირას მჯდომი მეთევზე
ჩემი დახვრეტილი სულის წვიმის წვეთებით ამოვსებას აპირებს...
წვიმა მინდა! შეუძლია ვინმეს წვიმა მომიტანოს? - ვიკითხე ოთახში_ოთახში სადაც მარტო მე ვარ.
მე და მოსაწევით გაუცხოებული ნივთები მხოლოდ... 
ვფიქრობ - ქალზე.
  სექსზე არა! ქალზე. მახსოვს მშვენიერმა ქალმა მითხრა; ჩემი იდეალი ის არის
რომელიც არასოდეს მაგრძნობინებს რომ ვუნდივარო... ეგრე როგორთქო რომ ვუთხარი;
ჩემით მივხვდებიო მიპასუხა. მერწმუნეთ რომ მასზე მიუხვედრელი ჯერ მე ქალი არ მინახავს...
ეზოში კარგი ბაღი მაქვს,ბაღში-საქანელა. ცივა გარეთ.

წვიმა მინდა! შეუძლია ვინმეს წვიმა მომიტანოს?!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები