 | ავტორი: ლუიზიანი ჟანრი: პროზა 5 თებერვალი, 2011 |
ქალბატონმა თვალები გაახილა, გარშემო მიმოიხედა და როცა დარწმუნდა, რომ სოფი იქ არ იყო, უკანასკნელი ღონე მოიკრიბა, ნელ-ნელა წამოიწია და ფეხზე წამოდგა. ბედნიერი იყო, რომ ბედმა საშუალება მისცა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეხილა საკუთარი და ერთადერთი შვილის სახე. იგი დაფიქრდა და მიხვდა, რომ იქ მისი ადგილი აღარ იყო. ის უნდა წასულიყო იქიდან რაც შეიძლება შორს და კიდევ ერთხელ მიეტოვებინა ყველაზე ძვირფასი და სათუთი რამ, რაც კი ცხოვრებაში ებადა. მოსხლტა ადგილიდან და უკანმოუხედავად დატოვა ბავშვთა სახლი. მიდიოდა, მაგრამ იქ რჩებოდა მთელი ცხოვრება, ერთადერთი ნათელი წერტილი ცხოვრებაში. ახლა ის სიკვდილსაც ადვილად გაუსწორებდა თვალს, რადგან შეისრულა ყველაზე სანუკვარი ოცნება. იგი ტიროდა გაუჩერებლად, მისი ცრემლები ასველებდა მცხუნვარე მზისგან გამომშრალ ასფალტს. უყურადღებოდ არავინ ტოვდა ქალბატონს. ზოგი ცნობისმოყვარე თვალებით უყურებდა მას, ზოგიც დახმარებას სთავაზობდა. იგი კი მაინც ძველებურად განაგრძობდა გზას. ვერ ამჩნევდა ვერც ხალხს, ვერც შენობებს და ვერც გადატვირთულ მოძრაობას. ისმოდა მანქანების ძლიერი დამუხრუჭების ხმა და მძღოლების ლანძღვა ქალბატონის მისამართით. ქალბატონი კი კვლავ არეული ნაბიჯით მიიწევდა წინ. ასე მიაღწია რკინიგზის სადგურს, სადაც ხალხი ერთმანეთში ბუზებივით არეულიყო. ყველა ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში ასვლას ჩქარობდა. როცა გამოფხიზლდა, დაინახა, რომ მატარებელი უკვე დაძრულიყო. ყვიროდა იგი და მისდევდა დაძრულ მატარებელს, სთხოვდა მასაც დალოდებოდნენ, მაგრამ მისი არავის ესმოდა. სადგურზე დარჩენილი ხალხი სიბრალულით უყურებდა მას და გულში ყველა ფიქრობდა: ალბათ ვინმე შეშლილიაო. მხოლოდ ერთმა ახალგაზრდამ შეამჩნია მატარებლიდან საბრალო ქალბატონი, ხელი გამოუწოდა მას და დიდი წვალების შემდეგ აიყვანა იგი მატარებელში. სოფი კი ექიმთან ერთად ოთახისკენ მიიჩქაროდა, თან უხსნიდა მის მდგომარეობას. მაგრამ როცა ოთახში შევიდნენ, სოფი ადგილზე გაქვავდა, რადგან ქალბატონი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ღონემიხდილი სავარძელზე დაეტოვა სადღაც გაუჩინარებულიყო. იგი ვერაფრით ხსნიდა ქალბატონის ასეთ საქციელს. ექიმს ბოდიში მოუხადა შეწუხებისთვის და ოთახიდან გაისტუმრა. მივიდა ფანჯარასთან და უცებ საათზე დაიხედა. -ღმერთო ჩემო, უკვე 6 საათია, მე კი 5-ზე უნდა გავსულიყავი! სოფის გაახსენდა, რომ შეხვედრა ჰქონდა ზურასთან, მისთვის ყველაზე საყვარელ და ძვირფას ადამიანთან. ზურა ხომ სოფის მომავალი მეუღლე იყო. მათ აკავშირებდათ დიდი და სპეტაკი სიყვარული. სწორედ ზურა იყო პირველი ადამიანი, რომელსაც იგი დაელაპარაკა ჩამოსვლის პირველივე დღეს, როცა ის ელენესთან ერთად მიაბიჯებდა სრულიად უცნობი ქალაქის ქუჩებში. სწორედ ზურამ გააცნო მას თბილისი და უანგაროდ დაეხმარა ყველაფერ იმაში, რასაც იგი დღეს წარმოადგენდა. დაახლოებით ერთ საათში სოფი და ზურა უკვე ფეხით მიუყვებოდნენ ნარიყალისკენ მიმავალ აღმართს. საღამო იყო უჩვეულოდ წყნარი და თბილი, ისეთივე თბილი, როგორიც მათი გულები. ის დღე ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მათ ცხოვრებაში. მათ უნდა დაეთქვათ ქორწინების თარიღი. სეირნობდნენ ხელიხელ ჩაკიდებულები და ფიქრობდნენ მომავალზე. გადმოსცქეროდნენ განათებულ ქალაქს, რომელიც ხელისგულივით მოჩანდა ნარიყალიდან, უმზერდნენ უზარმაზარ სამებას და სთხოვდნენ უფალს დაეცვა და სწორი გზით ეტარებინა ისინი. მიუხედავად თბილი საღამოსი, სოფის მაინც შეამცივნა. ზურამ ახლოს მიიზიდა იგი, ძლიერი მკლავები მაგრად მოხვია და ნაზად მიიკრა გულზე. სოფი უზომოდ ბედნიერი იყო,მაგრამ გულის სიღრმეში თითქოს რაღაც მოსვენებას არ აძლევდა, თითქოს მის ბედნიერებას რაღაც აკლდა. ნაღვლიანად შეხედა ზურას და თვალები აემღვრა. ზურას გაუკვირდა სოფის საქციელი და ჰკითხა მისი მოწყენის მიზეზი. სოფი ცოტა ხანს დაფიქრდა, შემდეგ კი მოკლედ მოუყვა ყველაფერი იმ უცნაური და უბედური ქალბატონის შესახებ. მაგრამ ზურა ხვდებოდა, რომ ეს არ იყო სოფის მოწყენის ერთადერთი მიზეზი და სთხოვა გადაეშალა მისთვის გული და ეთქვა ის ნამდვილი მიზეზი, რომელზე ფიქრიც გულს ასე უღრღნიდა. სოფი ჩაფიქრდა, თვალწინ წარმოუდგა მათი ქორწილი, სადაც უამრავ ნაცნობს და მეგობარს მოეყარა თავი. გარშემო რომ მიმოიხედა, მიხვდა რომ გვერდით არ ყავდა ყველაზე ახლობელი ადამიანი, მისი მშობელი დედა. სწორედ მაშინ, ცხოვრებაში პირველად დედისადმი უსაზღვრო მონატრება იგრძნო და გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა და როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო მოეძებნა იგი. ზურასაც იგივე გაუმეორა, რაზეც ცოტა ხნის წინ თავად ფიქრობდა. -ზურა, შენ იცი ყველაფერი ჩემი მძიმე ცხოვრების შესახებ. იცი ამდენი წელი როგორ მაღიზიანებდა დედაზე ფიქრი და საუბარი, მთელი ეს წლები მის სიძულვილში გავატარე და სამშობლოში დაბრუნებულმა, ერთხელაც არ ვცადე მსი მოძებნა. მაგრამ ახლაღა მივხვდი, რომ მე ის ძალიან მჭირდება, მან ხომ სიცოცხლე მაჩუქა და რახან ასეა გულის სიღრმეში ვეყვარები კიდეც. იქნებ ისიც იმ ქალბატონივით ნანობს ჩადენილ დანაშაულს, ან იქნებ სიკვდილის პირასაა მისული ჩემზე დარდით და ჩემი შველა სჭირდება. გთხოვ დამეხმარე და ჩვენმს ქორწილამდე მომაძებნინე ჩემი მშობელი დედა...ამ სიტყვებზე სოფი მწარედ აქვითინდა. -ნუ ტირი ჩემო პატარა, მე შენთან ვარ და ერთად ყველაფერს შევძლებთ. ოღონდ შენს ლამაზ თვალებზე ცრემლი აღარ დავინახო. უთხრა ზურამ და კოცნით ამოუშრო ცრემლით დანამული თვალები. მთელი ღამე სოფის თვალი არ მოუხუჭავს. მოუთმენლად ელოდა მეორე დღის დადგომას. გათენებისთანავე ელენეს დაურეკა და უთხრა, რომ იმ დღეს სამსახურში არ მივიდოდა და მოკლედ აუხსნა მიზეზი. დათქმულ დროს ზურამ მანქანით მიაკითხა სოფის და ერთად გაემართნენ ცნობათა ბიუროსკენ, რათა თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანათ. დაახლოებით ორ საათში სოფის უკვე ხელთ ეპყრა მერი რობაქიძის მისამართი. ამ დრომდე სოფიმ მხოლოდ დედის სახელი და გვარი იცოდა, ახლა კი ხელთ ეპყრა ის უტყუარი გარანტი, რომლის მეშვეობითაც იპოვიდა წლების წინ გაუჩინარებულ დედას. სოფი უზომოდ ბედნიერი იყო, რადგან ამდენი ხნის სიშორის შემდეგ ნახავდა მშობელ დედას. ის უკვე არად აგდებდა უდიდეს ბოღმას და უპატიებლობას, რასაც 27 წლის მანძილზე გრძნობდა მის მიმართ. მხოლოდ ერთ რამესღა ნატრობდა, რომ დედა ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნებოდა. ზურა კი ღიმილით და სიყვარულით აღსავსე თვალებით უმზერდა სოფის, უმზერდა და ხარობდა მისი ბედნიერებით. -ზურა, ძალიან გთხოვ, დღესვე წამიყვანე ბათუმში, ხვალამდე ვეღარ მოვიცდი, ხომ იცი, ისედაც ამდენი დრო დავკარგე ფუჭად. უთხრა აღელვებულმა სოფიმ სატრფოს. მათ საუბარში დიდი დრო აღარ დაუკარგავთ. ჩასხდნენ მანქნაში და ბათუმისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგნენ. სავალი მართლაც ძალიან ბევრი იყო, მაგრამ სოფი მაინც საოცრად ღელავდა. აზრების მოკრებას ცდილობდა, თვალწინ ესახებოდა მათი შეხვედრის სურათი. ფიქრობდა, როგორ მოიქცეოდა იგი დედის დანახვისას, ან რას ეტყოდა მას. ის ქალი ხომ მისთვის ძალიან ახლობელი და ამავე დროს ძალიან უცხო იყო. ზურა კი მის გამხიარულებას ცდილობდა, იგონებდა უამრავ იუმორს, ყვებოდა ბევრ საინტერესო ამბავს და მართლაც, ისე მიაღწიეს ბათუმის მისადგომებამდე, რომ სოფის დამღლელი, გრძელი გზა არც კი შეუნიშნავს. მაგრამ უეცრად გულმა გამალებით დაუწყო ძგერა, რადგან იგი სწორედ იმ სახლის წინ იდგა, რომელსაც იმავე მისამართი ეწერა, რაც მის ხელთარსებულ ქაღალდს. სოფის ხომ სულ რამოდენიმე ნაბიჯი აშორებდა უდიდეს ბედნიერებამდე. იგი სწრაფად ჩამოვიდა მანქანიდან და შესასვლელი კარისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით. მაგრამ უცებ ძალა გამოელია, გრძნობდა რომ გონება ეკარგებოდა, ბარბაცით უკან-უკან წავიდა და ზურა რომ არა, ალბათ ღონემიხდილი ძირს დაეცემოდა. ზურამ მალევე მოიყვანა სოფი გონს, დაამშვიდა და თავად შეიყვანა ნახევრად ღია ჭიშკარში, სადაც უზარმაზარი სახლი აღმართულიყო. ეტყობოდა, რომ ეს სახლი თავის დროზე შეძლებულ ოჯახს ეკუთვნოდა. მიუხედავად მისი სიძველისა, მას მაინც არ დაეკარგა ძველებური, მდიდრული იერი. ეზოში უამრავი სახეობის ყვავილი გაყვავებულიყო, რომელთა სასიამოვნო სურნელი ირგვლივ, მთელ კარ-მიდამოს მოსდებოდა. რამდენიმე წამში სოფი უკვე იდგა იმ კარის ზღურბლთან, რომლის იქითაც იყო მისი წარსული, აწმყო და მომავალი. მან ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და კარზე ნელა დააკაკუნა. სოფის მღელვარება ყოველგვარ ზღვარს ცილდებოდა. აკაკუნებდა გაუჩერებლად, სანამ კარი არ გაიღო და მის წინაშე არ წარსდგა ჭაღარა, შავებში შემოსილი და ნაადრევად დაბერებული ქალბატონი, რომელიც სოფის დანახვაზე შეცბა და ადგილზევე ისე გაშეშდა თითქოს მის წინაშე სოფი კი არა, მოჩვენება მდგარიყო. სოფიმ თვალები გაახილა და ნათლად დაინახა სწორედ იმ ქალის სახე, რომელზეც ფიქრი ჯერ კიდევ გუშინ აჩრდილივით დასდევდა და მოსვენებას არ აძლევდა. მას ისეთივე, ენით აღუწერელი გრძნობა დაეუფლა, როგორიც 2 დღის წინ თბილისის ბავშვთა სახლში სრულიად უცხო ქალის დანახვისას. მას თვალები ცრემლებით დაებინდა და წამიერად თვალწინ გადაეშალა ბავშვთა სახლში, ამ ქალბატონთან გატარებული რამდენიმე საათი და სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ ის სრულიად უცხო ადამიანი მისთვის ამქვეყნად ყველაზე ახლობელი და ერთადერთი იყო. რომ ის გრძნობები, რომლებიც მისი პირველი დანახვისას დაეუფლა შემთხვევითი არ ყოფილა. ძალიან რთულია იმ ყველაფრის ენით გადმოცემა, რაც მაშინ ხდებოდა ბათუმში, ჭავჭავაძის 32 ნომერში. მათი თვალებიდან ცრემლების ზღვა მოდიოდა, გაოცებულნი უმზერდნენ ერთმანეთს, ხმის ამოღებას კი ვერც ერთი ვერ ახერხებდა, თუმცა რა საჭირო იყო სიტყვები?! მათ ხომ ისედაც უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. ქალბატონი უსაზღვროდ ბედნიერი იყო, რადგან შვილი, რომელიც 27 წლის წინ საკუთარი ხელებით დატოვა უცხო ქვეყანაში სრულიად უმწეო და დაუცველი, ახლა მის წინაშე იდგა სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი. მას მხოლოდ ერთი რამღა დარჩენოდა, გულში ჩაეკრა სანატრელი შვილი და აღარსად გაეშვა იგი. იმ დღეს ხარობდა ცაც და დედამიწაც, რადგან ამდენი უბედურების და უსამართლობის შემდეგ, ამ ორი ადამიანის ცხოვრებაშიც გაიღო სინათლის კარი. მაინც რა არის ადამიანი?! ხშირად ის არ აფასებს იმას, რაც მას გააჩნია და მაინც უკმაყოფილოა და მხოლოდ მაშინ აფასებს, როცა დაკარგავს მას. მერი რობაქიძის თავგადასავალმა კი კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა, რომ არ მოიძებნება ამ წუთისოფელში ისეთი რამ, რაც გაამართლებს ისეთ დანაშაულს, რომელსაც შვილის მიტოვება ჰქვია. ის ხომ ჩვენი სულის და ხორცის ნაწილია, ღვთისგან ბოძებული უდიდესი საგანძური. დედა-შვილობა ხომ სწორედ უფლის სასწაულია, ის სასწაული, რომლის ახსნასაც აგერ უკვე 21 საუკუნეა ცდილობს ადამიანი და დღემდე ვერავის აუხსნია.
დასასრული:)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. აჰამ დასასრულამდეც მივედი :) ძალიან კარგი და საინტერესო ... ისე კი რამოდენიმე შენიშვნა რომელიც დაიწერა ვფიქრობ გასათვალისწინებელია ... მაგაზე რომ მესტუმრები მერე ვისაუბროთ :D
მიყვარხააააააააააააააააააააააააააარ :-*
+ 5 აჰამ დასასრულამდეც მივედი :) ძალიან კარგი და საინტერესო ... ისე კი რამოდენიმე შენიშვნა რომელიც დაიწერა ვფიქრობ გასათვალისწინებელია ... მაგაზე რომ მესტუმრები მერე ვისაუბროთ :D
მიყვარხააააააააააააააააააააააააააარ :-*
+ 5
13. 5 ცალი თავში ავარდნილი ლურსმანი :D 5 ცალი თავში ავარდნილი ლურსმანი :D
12. საინტერესო იყო, თუმცა გაზვიადებული გაქვს ნაწერი და მკითხველს არ უტოვებ ფიქრის საშუალებას. საინტერესო იყო, თუმცა გაზვიადებული გაქვს ნაწერი და მკითხველს არ უტოვებ ფიქრის საშუალებას.
11. ძალიან საინტერესო იყო....გაიხარე.... ძალიან საინტერესო იყო....გაიხარე....
10. მადლობა ყველას:) მადლობა ყველას:)
8. სახელი რატომ ,,გაეცი”? :) დამენანა :)
მინდა, უკეთესი და უკეთესი ნაწერები ვნახო ამ გვერდზე :)
:-* სახელი რატომ ,,გაეცი”? :) დამენანა :)
მინდა, უკეთესი და უკეთესი ნაწერები ვნახო ამ გვერდზე :)
:-*
7. მერი რობაქიძის თავგადასავალმა კი კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა, რომ არ მოიძებნება ამ წუთისოფელში ისეთი რამ, რაც გაამართლებს ისეთ დანაშაულს, რომელსაც შვილის მიტოვება ჰქვია.
მართალი ხარ, ცამდე მართალი! 555 მერი რობაქიძის თავგადასავალმა კი კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა, რომ არ მოიძებნება ამ წუთისოფელში ისეთი რამ, რაც გაამართლებს ისეთ დანაშაულს, რომელსაც შვილის მიტოვება ჰქვია.
მართალი ხარ, ცამდე მართალი! 555
6. გაიხარე ჩემო კარგო:) გამაცინე, მაგარი მტირალა "სმაილიკია":) გაიხარე ჩემო კარგო:) გამაცინე, მაგარი მტირალა "სმაილიკია":)
5. წარმატებები...
ძალიან მომეწონა ამ ქალს რომ "ქალბატონით" მოიხსენიებ... :))) და ცოტა მეწყინა მისი სახელი და გვარი რომ გავიგე... :((( უსახელოდ სჯობდა დარჩენილილიყო) წარმატებები...
ძალიან მომეწონა ამ ქალს რომ "ქალბატონით" მოიხსენიებ... :))) და ცოტა მეწყინა მისი სახელი და გვარი რომ გავიგე... :((( უსახელოდ სჯობდა დარჩენილილიყო)
4. არაა არ გიწყენ:) მომავალში გავითვალისწინებ:) მადლობაა... არაა არ გიწყენ:) მომავალში გავითვალისწინებ:) მადლობაა...
3. აზრი მომეწონა , მაგრამ თუ არ მიწყენ გეტყვი რომ ზედმეტად ხარჯავ სიტყვებს ზოგგან... გაწელილია ფრაზები... აზრი მომეწონა , მაგრამ თუ არ მიწყენ გეტყვი რომ ზედმეტად ხარჯავ სიტყვებს ზოგგან... გაწელილია ფრაზები...
2. ღვთისგან ბოძებული უდიდესი საგანძური. დედა-შვილობა ხომ სწორედ უფლის სასწაულია, ის სასწაული, რომლის ახსნასაც აგერ უკვე 21 საუკუნეა ცდილობს ადამიანი და დღემდე ვერავის აუხსნია.
შენ ეს სასწაული უკვე დააგემოვნე, როგორც შვილმა და როგორც დედამ. ზღვა ბედნიერებას გისურვებ!!! როგორც შემოქმედი, საინტერესო ხედვით გამოირჩევი. წარმატებები ყველგან და ყოველთვის!!! +5 ღვთისგან ბოძებული უდიდესი საგანძური. დედა-შვილობა ხომ სწორედ უფლის სასწაულია, ის სასწაული, რომლის ახსნასაც აგერ უკვე 21 საუკუნეა ცდილობს ადამიანი და დღემდე ვერავის აუხსნია.
შენ ეს სასწაული უკვე დააგემოვნე, როგორც შვილმა და როგორც დედამ. ზღვა ბედნიერებას გისურვებ!!! როგორც შემოქმედი, საინტერესო ხედვით გამოირჩევი. წარმატებები ყველგან და ყოველთვის!!! +5
1. მაინც რა არის ადამიანი?! ხშირად ის არ აფასებს იმას, რაც მას გააჩნია და მაინც უკმაყოფილოა და მხოლოდ მაშინ აფასებს, როცა დაკარგავს მას
გაიხარე:) მაინც რა არის ადამიანი?! ხშირად ის არ აფასებს იმას, რაც მას გააჩნია და მაინც უკმაყოფილოა და მხოლოდ მაშინ აფასებს, როცა დაკარგავს მას
გაიხარე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|