ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2011


შეშლილები

შეხედე სამყაროს და მითხარი, რას ხედავ?
მაგრამ, ჯერ მე გეტყვი:
არაფერია გადარჩენილი,
წარსულის მხოლოდ ნანგრევებიღაა.
ჩახედე სამყაროს სულის სიღრმეში
და დააკვირდი, ამ გახუნებულ ფერებს.
შეხედე ადამიანებს,
ერთმანეთის ნდობა აქვთ დაკარგული.
ერთმანეთს წირავენ, ერთი გოჯი მიწისთვის.
მიდი, შენც შეისუნთქე ღრმად და
შეიგრძენი რა საზიზღარი ჰაერია ირგვლივ.
შეხედე, შეხედე აქედან ყველა გარბის,
მიდიან იქ სადაც ჭეშმარიტებაა.
მაგრამ აქედან გაქცევის ნაცვლად,
მე და შენ, ლექსებს ვხატავთ,
ვხატავთ,
ვხატავთ და ვხატავთ.
თუმცა არც მხატვრები ვართ
და არც პოეტები.
ჩვენ უბრალოდ,
თებერვლის ღამეს ვართ, დაბადებულები,
და ლექსებზე, უსაზღვროდ შეყვარებულები.
ხოლო ვიღაც პოეტები,
მინდოდა მეთქვა: ვითომ და პოეტები,
გარბიან აქედან
და ერთმანეთს ჭამენ,
ხოლო ჩვენ გვკიცხავენ,
გვკიცხავენ
და გვკიცხავენ,
დაე გაგვკიცხონ იმისთვის,
რომ ჩვენ სიყვარული,
ერთმანეთის გატანა
და ერთგულება გაგვაჩნია.
მაგრამ, მაინც მინდა იცოდე,
თებერვალში, როცა წვიმა მოვა,
სახეზე ყველას ნიღაბი ჩამოერეცხება,
და დარჩება მარტო, გულიდან ნათქვამი სიტყვები.
და მერე...
და მერე ჩაგვხედონ თვალებში,
იმათმა ვინც ლექსები გამოიგონა,
და რას იტყვიან? რომ
-პოეტები ვართ და ჩვენია ლექსები?
არა... შენ არ იდარდო.
ისინი ქმნიან ამ ყველაფერს იმიტომ,
რომ უბრალოდ სიტყვა "პოეტი" დაერქვათ,
არ უკვირდებიან იმას, რომ
ლექსი, გულის სიღრმიდან იწერება.
ჩვენში პოეტებს, დიდ პატივს სცემენ,
მეც ვსცემ პოეტებს პატივს,
ოღონდ არა ასეთ პოეტებს, გამოგონილი სიტყვებით.
დამიჯერე, მხოლოდ დარჩებიან ისინი,
ვისაც ლექსების სიყვარული გააჩნია.
ჩვენ ამ სიტყვებს, გულიდან ვიძახით,
ვიძახით და ვიტყვით ბოლომდე.
არა, ასე ფუჭად არ დამთავრდება ყველაფერი,
რადგან, ჩვენ გამოგონილი არაფერი გვაქვს.
ჩვენ არ ვმსახიობობთ ცხოვრებაში
და ამიტომ შეგვყარეს ერთად, ეს შეშლილები
და გვიწოდებენ გიჟებს.
მინდა ყვირილი ბოლო ხმაზე
და მინდა ყველას გავაგონო,
რომ მე და შენ, არ ვართ პოეტები,
და უბრალოდ,
გულიდან ნათქვამს აღვბეჭდავთ.
იქნებ, ამ ყველაფრის მერე დაფიქრდნენ
და მიხვდნენ მთავარს,
თუმცა, აქ პირდაპირი სიტყვის არ ესმით
და რას გაიგებენ ლექსის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს