| ავტორი: ჰერმინე ჟანრი: პროზა 10 თებერვალი, 2011 |
ერთი ჩვეულებრივი ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი ქალაქის ერთ ჩვეულებრივ სახლში ვცხოვრობდით ჩვენ:დედა,მამა,ჩემი და და მე.დედას ძალიან ვუყვარდით,მამასაც ძალიან ვუყვარდით და მე და ჩემ დასაც ძალიან გვიყვარდა ორივე. დილით ყველანი ერთად ვიღვიძებდით და მივდიოდით.საღამოს ყველანი ცალ-ცალკე ვბრუნდებოდით. ერთ საღამოსაც ჩემი და სხვა სახლში დაბრუნდა და ის სახლიც გაითავისა,მიისაკუთრა. ეს ერთი საღამო ყოველ დილით მანქანაში ჩამსხდარ სამ კაცს ნიშნავდა ოთხის ნაცვლად,სავახშმოდ გაწყობილ მაგიდაზე კი-სამ ჭიქას კვლავ ოთხის ნაცვლად. მამამ თქვა,ასე უნდა ყოფილიყოო.დედამაც თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია და ინსტინქტურად მოტანილი მეოთხე ცარიელი ჭიქა უკან წაიღო,კარადაში.მერე ჩაის ვსვამდით ჩუმად და ყველას ისეთი შეგრძნება გვქონდა,თითქოს ჩაის კი არა ოკეანის გადაყლაპვას ვცდილობდით.ოკეანე კი ძალიან დიდია და ყელში გვეჩხირებოდა.ხოდა ასე ვებრძოდით მთელი საღამო ამ ოკეანეს,თვალებიდან სიმწრის ცრემლები გვდიოდა და საბოლოო გამარჯვების მოლოდინით კიდევ და კიდევ ვიტენიდით Fფუნთუშებით პირს,რომ არ გველაპარაკა.არა,რომ არ გვეწუწუნა!ჩაის სმა დიდხანს გაგრძელდა და მერე პირდაპირ დასაძინებლად გავწიეთ სამივემ. დილით მციოდა.დედასაც სციოდა.მამა არ ამბობდა,მაგრამ ვიცოდით,ყველაზე მეტად მამას სციოდა. გადიოდა დილა და მოჰყვებოდა ხოლმე საღამო.უკვე ვიცოდით,როგორ გვეცხოვრა სამს ერთად და მგონი ასე ცხოვრებაც გვიყვარდა უკვე. მაგრამ ერთ საღამოს,ჩაის სმას მოვრჩით თუ არა,მამამ ისევ შეციებული სახით გამოგვხედა და ჩემს ჭიქას მიაშტერდა.მერე ხელსახოცით პირი მოიწმინდა და ჩაიბურდღუნა უცნაური ხმით:-მალე ეს ჭიქაც კარადაში გადაბარგდებაო! და მე რა უნდა მეთქვა? ვერაფერიც ვერ ვთქვი.ეს კი იყო,უცბად ჭიქაში ჩარჩენილი ჩაი ოკეანედ იქცა და მე კი უკვე ბრძოლის თავი აღარ მქონდა:ძილი თავს მართმევდა,მამა-გულს,დედა კი-ძველ ცხოვრებას. ერთ საღამოს სამი ჭიქა ორმა შეცვალა.ოღონდ ამ საღამოს მე იქ არ ვყოფილვარ.ხო,I არ ვყოფილვარ,მაგრამ ზუსტად ვიცოდი,როგორ გადაიქცეოდა ჩაი ოკეანედ და მეც ახალ სახლში მათთან ერთად ვებრძოდი ამ ვეებერთელა წყალს. ასე უნდა ყოფილიყოო!-იტყვის ისევ მამა და მეც პასუხად მხოლოდ თავს დავიქნევ.აბა,კანონზომიერებების მორჩილება თავის მძიმედ დაქნევის გარდა სხვა რამის ძალას გვიტოვებს განა?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰმმმ :( ეეეჰჰჰჰჰჰ :( მდაააააააა :( უჰჰჰჰმმმმმმმმმ :( ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰმმმ :( ეეეჰჰჰჰჰჰ :( მდაააააააა :( უჰჰჰჰმმმმმმმმმ :(
6. ნამდვილად აზრიანი და საინტერესოა. ეს წავიკითხე და თურმე არ დამიკომენტარებია:)+5 ნამდვილად აზრიანი და საინტერესოა. ეს წავიკითხე და თურმე არ დამიკომენტარებია:)+5
5. მომეწონა! კარგია! მომეწონა! კარგია!
4. მადლობა :) :) მადლობა :) :)
3. აქაც ჩაი? :(
მამა მორწმუნე კაცია :)
ნაწერი კარგი. აქაც ჩაი? :(
მამა მორწმუნე კაცია :)
ნაწერი კარგი.
2. კარგია....საინტერესო ნაწერია....წარმატებები...:) კარგია....საინტერესო ნაწერია....წარმატებები...:)
1. მშვენიერი და, ამავე დროს, აზრიანი ნაწერია! მომეწონა! საკვირველია, მკითხველი რატომ პასიურობს?!. 555 მშვენიერი და, ამავე დროს, აზრიანი ნაწერია! მომეწონა! საკვირველია, მკითხველი რატომ პასიურობს?!. 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|