საერთოდ მოლოდინი რთულია,ალბათ ყველა დამეთანხმებით.მითუმეტეს საყვარელი ადამიანის მოლოდინი,თუმცა ჯერ ის ჩემი საყვარელი ადამიანი არ იყო.
ყოველ დილით 3 ის 17 წუთზე ვახელდი თვალებს მაგრამ ის დღე განსხვავებულად გათენდა. წამწამები მოლოდონმა დამიმძიმა.სოფლის ყველაზე შემაღლებულ ადგილას დავჯექი საიდანაც ხელისგულივით ჩანდა გზა სადგურიდან - სოფლამდე. მზე ახალი ამოსული იყო.შუადღემდე ვამღერებდი ჩემს წითელ ''ექსპრესს მიუზიკს'' რომელიც საუბედუროდ სწორად ამ ზამთარს შეეწირა. მობილურიც დაჯდა.ფეხი ფეხზე უკვე მერამდენედ შემოვიდე,თმებს ხან მარჯვენა ხან კი მარცხენა მხარეს ვაქცევდი.''კოპლებიანი'' ბოტებით ვფანტავდი ჩემს ფეხქვეშ გათელილ უკვე დამჭკნარ ფოთლებს.უზარმაზარ ცივი ხის მორზე ვიჯექი და უსაქმურობისგან თვალებ მოჭუტული მზეს ვაშტერებოდი,დამარცხებული მაგრად ვხუჭავდი თვალებს,მეწვოდა და ცრემლებიც ძალაუნებურად მოსრიალებდნენ სუსხიან ლოყებზე. ალბათ მივხვდი,რომ ''ცოტა'' ადრე მომიხდა გამოსვლა და სახლში ცხვირის გასათბობად დავბრუნდი. ახალ აგუზგუზებულ ფეჩს მივუჯექი,საყვარელი ყვითელი ნაყოფი ორად გავჭერი და გატრუნულმა დავუწყე წუწნა. რა გემრიელი იყო ლიმონი....
13.01.11 - ბავშვებო ცეცხს შეშა დაავამატოთ თორემ ჩაქრება და გავიყინებით. - მიდი მერე და დაამატე. ნიშნის მოგებით მითხრა ჩემი ასაკის მაგრამ ჩემზე საკმაოდ მაღალმა ჯერ არა სრულ მამაკაცმა. მინდოდა მის შუბლზე ცხელი ნაკვერჩხლით დამეწერა ''იდიოტო,ხეპრე'' !! ტუჩები უკმაყოფილო ფორმაში მოვაქციე და ჩემი წრიპინა ხმით. - მე გოგო ვარ .. ! - ირაკლი ადგა, შეშა მოზიდა,ცეცხლი უფრო გაახურა და კმაყოფილი სახით დაგვიწყო ყველას დაკვირვება.თვალებმა სიმაღლის მიხედვით ჩაგვათვალიერეს და .... - ჩემი რეკავს. 7:58 Dancin' in the moonlight ...
შეუმჩნევლად გავედი გვერდზე და გაფართოებული თვალებით მწვანე ღილაკს დავაჭირე.
- მი შო - პაწწ რას შვები?? მე ეხლა სახლი გავახურე,დავალაგეთ,ღვინო დავითრიეთ ბიჭებმა და ვქეიფობთ. ეხლა ცოტახანში წყლისკენ გამოვალთ და გნახავ კაიი? - კარ გი... - კაი გაკოცეე და რო ამოვალ ზარს გამოვუშვებ.
მოუსვენრობისგან გული მარცხენა სფეროდან თითქოს მარჯვნივ გადახტა. არ გასულა 7 წუთი და ისევ საყვარელი ხმა. - გამოხვალ? - ჰო. - კაი გელოდები.
გონებაში ყველაფერი ლამაზ კარადაში დაწყობილი ფერადი ტანსაცმელივით დავაწყვე და ... ახლა უკვე ტუჩები კმაყოფილ პოზიციას მოვარგე.
- ბავშვებო,მოვალ რა.. წყალზე გავალ. - წამოგყვები. - არა. მიშკა უნდა ვნახო დ ამოვალ ახლავე. - ვაა.. მიშიკო ჩამოვიდააა?? - ჰო. მოვალ რა.
ცივ სოფლის ღობეებს მარცხენა მკლავით ვედებოდი. მსოფლიოში ყველაზე გემრიელ და ცივ წყალთან ორი ლანდი გამოჩნდა.
- ანიიიი....... კულულები დახუჭული თვალის ქუთუთოებზე მედებოდა და დღის მთელ დაღლილობას თითქოს იმ ცივ წყალს ატანდა რომლის ხმაც სასიამოვნოდ ჩაგვესმოდა ყურში ორივეს. - ანი ეს იკაა.. სასიამოვნოა.. ირაკლი მიხვდა ,რომ ნამდვილად უნდა წასულიყო. - კაი წავედი მე და.. ჩამო მერე ბიჭო. ირაკლი 1-2ჯერ მაგრად დაეცა ყინულზე რაც მთელი 5 დღის განმავლობაში სასაცილო თემად გვქონდა.
მე და მიშკამ ქვებზე გადებული პატარა სკამი ვიპოვეთ რომელიც აქამდე არ შემემჩნია. ვილაპარაკეთ ყველაფერზე რაზეც აქამდე გვქონდა ნალაპარაკები. მე გაუნძრევლად ვიჯექი და იძულებული ვიყავი მის ყველა ხუმრობაზე გამეცინა.თან საკმაოდ ციოდა... გაგათბობო შემომთავაზა მე კი, რატომღაც სახლში თბილ ფეჩთან ყოფნა ვარჩიე.. მყუდროება ლუკამ დაგვირღვია. გავიფიქრე ჩემი მშველელი გამოჩნდა თქო. მიშოს სახე ''მოეჭმუჭნა''.
მივდიოდით სამნი და რატომღაც ხმას არავინ იღებდა.მიშოს ჩემ წელზე მოხვეულმა ხელმა გამაღიზიანა და ლუკასგან შეუმჩნევლად მოვიშორე.
თავის სახლს,რომ გამოცდა გაკვირვებული თვალები ავათამაშე. - დათუჩიასთან მივდივარ და.. აუ ისე რა მთვარიანი ღამეა და რამაგრად ცივა აქ,ტოო.. - თხლად გაცვია.
მივუახლოვდით ეგრედ წოდებულ დათუჩიას სახლს და დიდხანს მიწვავდა ზურგს მისი მზერა.
ქვიან აღმართზე მე და ლუკა სწრაფად ავრბოდით და თან მოგონებები ირეოდნენ ტვინში ერთი მეორის მიყოლებით... ირეოდნენ და ვგრძნობდი ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი...
სახლის თეთრი კარები მე გავაღე და სახეზე სასიამოვნო სითბო შემომეფეთა. - სად ხართ ამდენ ხანს ბებია სად?! იანვარია,იანვარი.. ცივა თქვენ გენაცვალეთ თორემ ზაფხულში ვინ გიშლით გარეთ ყოფნასა და თამაშს. - კაი რა ბე.... ერთად ამოვიოხრეთ მე და ლუკამ და სავსე ჩაიდანი ცეცხლზე დავადგით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგია, უფრო უკეთესაც დაწერ! კარგია, უფრო უკეთესაც დაწერ!
3. ჩავახველეე მძიმედ .. :D :D ჩავახველეე მძიმედ .. :D :D
2. ბავშვურია და სუფთა, ნუშისთვალებავ :) ბავშვურია და სუფთა, ნუშისთვალებავ :)
1. საერთოდ მოლოდინი რთულია,ალბათ ყველა დამეთანხმებით :) ნაწერი კი მარტივი.... საერთოდ მოლოდინი რთულია,ალბათ ყველა დამეთანხმებით :) ნაწერი კი მარტივი....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|