მე მხოლოდ შენში ვიბადები, უბრალო ლექსით, მე ყოველ ღამით ჩავისუნთქავ შენი ბაგიდან, ანდა უბრალოდ ყოველ სტრიქონს ტყვიებად გესვრი და პოეზიას გადმოვაპნევ გულის ბარგიდან.
მერე იწვიმეს მხოლოდ ჩვენში, ანდა ჩვენს შორის, მერე სულ ერთი გაგვიხდება სამყაროს კადრი, გუშინ ჭადრებს, რომ აპარებდნენ ის იყო ჭორი და ახლა ზეცას აღარა აქვს მიწასთან ხათრი.
ანუ ვშორდებით ისევ ისე, ანუ დაგკარგე ღრუბლებს გაფარებს ბნელი ღამე, ზეცა და წვიმა. გუშინ ლექსებით შენი თავი ზეცას შევკადრე და ახლა, მგონი, სიკვდილზეც კი ცოტათი წინ ვარ.
ანუ დამთავრდა ყველაფერი უბრალო ლექსით, არ ვიბადები, ვეღარ ვსუნთქავ და არც უბრალოდ, სიყვარულს ტყვიად შემონახულს გულიდან გესვრი, ანუ მომკალი აღარ მინდა სუნთქვა უფალო.
მე მხოლოდ შენში ვიბადები, უბრალო ლექსით, მე ყოველ ღამით ჩავისუნთქავ შენი ბაგიდან,

ლამაზია!
ძალიან ემოციური და სიყვარულით ავსებული ლექსია! :)