 | ავტორი: იროდიჩი ჟანრი: პოეზია 21 თებერვალი, 2011 |
და შეტორტმანდა ცალკე მდგომი პატარა ქოხი, ქოხი, რომელშიც ბედნიერება სუფევდა თურმე, საით არიან გამოზრდილი მისი შვილები? _ ჯოხს დაყრდნობილი საიდუმლოს ვერავის უმხელს... ვერვის შესჩივის სიმარტოვის დარდსა და ტანჯვას, მის გაყინულ გულს ცის მნათობი მზეც კი ვერ ათბობს, სად გაიფანტნენ მის უბეში ზრდილი შვილები? _ რად სურს სიმდიდრე?.. უკანასკნელად მათ ნახვას ნატრობს... დიდ დარბაზებში სიცივეა გამეფებული, ოთახი ოთახს მატარებლის ვაგონად მისდევს, მოხუცი ჯოხით შემოივლის ცარიელ სივრცეს, ცრემლებმომდგარი გულავსილი დარდს ვეღარ იტევს. ბედნიერება იქ პატარა ქოხში ყოფილა, სადაც შვილების ჟრიამული მძაფრად ისმოდა, სიმარტოვეში დარჩენილმა მოხუცის გულმა ამაყი სულით ხატების წინ წამოიჩოქა... რად სურს დარბაზთა მოჭედილი სავსე ქონება, ძვირფას ნივთებში ჩაძირული გარს შემოივლის, სიცარიელე სამარიშიც გვეყოფა ყველას... სიმწრის ოფლისგან დასველებულ ტანთ სამოსს იცვლის... აქვითინდება, კაკუნს ელის კარზე შვილების, ფუფუნებაში ყოფნას, მათთან ყოფნა სწადია, რარიგ მწარეა არტახებით სულის შებოჭვა, თან როცა გარეთ, საშინელი ქარიშხალია... ტორტმანებს ქოხი, მაგრამ ერთად ყოფნა ამაგრებს... სიმარტოვისგან დაიშლება სასახლე ნელა, ბედნიერება ერთად ყოფნის ძალაში სუფევს, ადამიანი ქვეყანაზე ამას ვერ ხვდება! 5.10.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ბოლომდეც ვერ ჩავედი ბოლომდეც ვერ ჩავედი
6. რარიგ მწარეა არტახებით სულის შებოჭვა რარიგ მწარეა არტახებით სულის შებოჭვა
5. სევდიანი, მართალი ლექსი! სევდიანი, მართალი ლექსი!
4. არ მომეწონა, მე მაპატიეთ. არ მომეწონა, მე მაპატიეთ.
3. აქვითინდება, კაკუნს ელის კარზე შვილების, ფუფუნებაში ყოფნას, მათთან ყოფნა სწადია, რარიგ მწარეა არტახებით სულის შებოჭვა, თან როცა გარეთ, საშინელი ქარიშხალია...
განვიცადე!.. 555 აქვითინდება, კაკუნს ელის კარზე შვილების, ფუფუნებაში ყოფნას, მათთან ყოფნა სწადია, რარიგ მწარეა არტახებით სულის შებოჭვა, თან როცა გარეთ, საშინელი ქარიშხალია...
განვიცადე!.. 555
2. :) ტორტმანებს ქოხი, მაგრამ ერთად ყოფნა ამაგრებს... სიმარტოვისგან დაიშლება სასახლე ნელა, ბედნიერება ერთად ყოფნის ძალაში სუფევს, ადამიანი ქვეყანაზე ამას ვერ ხვდება! 5.10.2010 :) ტორტმანებს ქოხი, მაგრამ ერთად ყოფნა ამაგრებს... სიმარტოვისგან დაიშლება სასახლე ნელა, ბედნიერება ერთად ყოფნის ძალაში სუფევს, ადამიანი ქვეყანაზე ამას ვერ ხვდება! 5.10.2010
1. სიმარტოვისგან დაიშლება სასახლე ნელა, ბედნიერება ერთად ყოფნის ძალაში სუფევს, ადამიანი ქვეყანაზე ამას ვერ ხვდება!
+5 სიმარტოვისგან დაიშლება სასახლე ნელა, ბედნიერება ერთად ყოფნის ძალაში სუფევს, ადამიანი ქვეყანაზე ამას ვერ ხვდება!
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|