ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2011


* * *

გუშინ არ იყო უფერული ბებერი ზეცა,
არც ადამიანების ერთ-ურთის ზიზღი,
გუშინ შევერწყი ბუნებას ერთხმად
და მოვიხვიე სიწყნარის ნისლი.
გუშინ არ იყო გიჟური ყოფა ყოველდღიური,
არც ზიზღით სავსე შურიანი თვალები,
რომლებსაც აღარ სწამთ ყოფა ზეციური.
ქალაქში სიცარიელეა და უსასრულო გვალვები...

გუშინ ტყე იყო ჩემი მეგზური,ჩემი ფიქრების სტუმარი,
გუშინ მე ვიყავი მაესტრო და სიჩუმე ჩემი მსმენელი...
რაღაცა აკლდა სიმშვიდეს,მთიდან მიწვევდა ბარი,
თავს ვერასდროს მოვიტყუებ,ნახვა მინდოდა მარის
...მინოდა როგორც ყოველთვის ნახვისას გაყინვა წამის
და აღარასდროს დამებრუნა დროსთვის ახალი ვალი.
დღეს მე ცოტა ხნით,შემთხვევით დავინახე მარი,
და დროებით დაიხურა სევდიანი განწყობის კარი.

დღეს არ იყო უფერული ბებერი ზეცა,
არც ადამიანების ერთ-ურთის ზიზღი,
დღეს მე ის ვნახე ცოტა ხნით ბინდში
და გავეხვიე სიყვარულის ნისლში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები