ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2011


გზა

არც ისე შორსა აქედან ის დრო.
როცა პირველად იგრძნობ მიტოვების შიშს .
იქნები სამიოდე წლის, მიიდგამ პატარა სკამს ყველაზე დიდ ფანჯარასთან, ჩამოაყრდნობ სახეს ხელებს და ქუჩას მიაჩერდები.
ვერაფრით ახსნი :
რატომ არავინ მოდის შენს წასაყვანად ,
როცა უცნაური ჯოხები კედელზე გაუთანაბრდნენ უკვე ერთმანეთს
და როცა ნაცნობ სახეს დაინახავ
პირველად ამოისუნთქავ შვებით .
არც ისე შორი იქნება ის დროც , როცა იდგები ყველასგან ზურგით, სახით კედლისკენ
დასჯილი მხოლოდ ღიმილისთვის და ვერაფრით ვერ მიხვდები რა დააშავე.
ყველაზე მეტად ისტორია გეყვარება და გადაწყვიტავ გამოუგონო ისტორია ადამიანებს.
მაშინ მიხვდები :
დიდი ხანია მათ ერთმანეთი მიატოვეს.
ყველაზე ნაკლებად შორი იქნება ამ დღიდან ის დროც,
როცა იჯდები ლექციაზე და მოგინდება :
ადგე, გახვიდე , გადაკვეთო ქუჩა და რომელიმე, იქვე მდებარე ბინძურ ბარში რამე გადაკრა.
იფიქრებ,
რომ მიტოვება შენც შეგიძლია და უნდა ცადო,
უბრალოდ, სადად გაიღიმო, ჩუმად წახვიდე და ასეც იზამ.
სასცილო კი ის იქნება რომ ტკივილი გაორმაგდება.
თითქმის არც ისე შორი იქნება იმ დრომდე ,
როცა შეხედავ თვალებში და მიხვდები :
ლამაზია მაგრამ უფრო უშინაარსო.
გული დაგწყდება, გული ისე მაგრად დაწყდება რომ მოგინდება შენი თავი მიატოვო
და მოიგონებ ჩანაცვლების თეორიას.
ასე დაიწყებ შენი თავის ჩანაცვლების ჯერ ლექსებით,
ხოლო მერე ,როცა ლექსებიც აღარ დაგრჩება ადამიანებს გამოიყენებ.
ეს ხომ ყოველთვის ასე კარგად გეხერხებოდა და გახდები ყველა მათგანი .
იქნებ ერთხელაც შენი თავი ვეღარც კი იცნო.
იქნება ეს დრო, როცა გახსნი ვორდის ფაილს
და გადაწყვიტავ შენზე უამბო,
უამბობ კიდეც,მაგრამ მერე დასრულების შეგეშინებდა.
ამიტომაც,
სულ უბრალოდ მიაწერ ბოლოს
იმედია გაგრძელება კიდევ იქნება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები