აწ უკვე ცივი ზამთარიც გადავა გზიდან,გრძნობები ნელი დაიწყებს ფეთქვას, სული ჩემი მტვერს დაიფერთხავს, მაგრამ შენ დღითიდღე მშორდები მარი,ვეღარ მივმართავ სანუგეშოდ ვეღარც ზეცას, ჩემი გული უკაკუნებს გასასვლელ ზეკარს... მიტოვებულ სივრცეში არ მიწვდი იმედის ხელს,შენი არსება ოდნავაც არ ღელავს, მე კი დავემსგავსე უსინათლო ელვას. ზურგშექცეული მზისკენ მივდივარ იქ, სადღაც შორს და წარსულს ისევ შევხვდები, აწი მხოლოდ მხატვარს თუ შევედრები. მე როგორ მიყვარს შენს თვალებში დაკრული შინდლერის თემა ვერასდროს მიხვდები, შენ უფრო სხვისი გაინტერესებს მიძღვნები. პატივისცემით ვტოვებ ძველ,ცარიელ სცენას,სადაც არასდროს ყოფილა მხურვალე ტაში, ანუ დროა ჩემი წასვლის სახლში, მე გავქრები,როგორც წვიმის წვეთი აორთქლებისას,გავქრები ხალხში, შენ კი მემახსოვრები მუდამ,მოგონებებში,კარგში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. :)) მადლობთ,გაიხარე :)) მადლობთ,გაიხარე
2. "მაგრამ შენ დღითიდღე მშორდები მარი,ვეღარ მივმართავ სანუგეშოდ ვეღარც ზეცას,"
ლექსი უმაგრესია...... მარა ჩემი სახელი :) უფრო ამშვენებს ხო? მე ყველაზე ლამაზი სახელი მქვია ასე მგონია :) "მაგრამ შენ დღითიდღე მშორდები მარი,ვეღარ მივმართავ სანუგეშოდ ვეღარც ზეცას,"
ლექსი უმაგრესია...... მარა ჩემი სახელი :) უფრო ამშვენებს ხო? მე ყველაზე ლამაზი სახელი მქვია ასე მგონია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|