თუ გაგიჭირდა, გადასცურავ თვით ოკიანეს, ციდან პარაშუტს მიენდობი გადასარჩენად, გაჭირვებაში გამონახავ ყველანაირ გზას, ფრთებს გამოისხამ არწივისას გადასაფრენად!
წუთისოფელში გაფრენილ წლებს ვერ დაიბრუნებ, მბრუნავ მორევში გასაცურად ბევრს შეუტოპავს, უგანაჩენო წელთა სბოლას ვერ შეაჩერებ, ბრძოლითაც ვეღარ მოერევი წლებს შეუპოვარს! 10.8.2008 წ.