 | ავტორი: იროდიჩი ჟანრი: პოეზია 16 ივნისი, 2011 |
სხვას გულზე ნაბიჯს ნუ დააბიჯებთ, თვით გასაწირიც არ მსურს გასწიროთ, მწყურვალს ნურასდროს წყალს ნუ დაუქცევთ, ძირს წაქცეული არ მსურს დაწიხლოთ
მეგულცივობას ვერ გაპატიებთ, ან სხვისი ტანჯვა თუ არ გაფიქრებთ, ზურგიდან ტყვიის სროლას ვერ ვიტან, იცოდეთ ყველამ, მოვა განსჯის დღე. 20.8.2008 წ. ვაჟკაცის მზერა! არასდროს ფიქრმა არ დაგიმონოთ, არც არასოდეს დაკარგოთ რწმენა, ცხოვრების მძიმე ტალღებს ებრძოლეთ, მტერს შეაგებეთ ეს შემართება.
ბრძოლის ველიდან არსად გაიქცეთ, არ დაანახოთ მტერს უკუქცევა, თორემ გაგთელავთ წერა ბედისა, ციდან ღვართქაფი თავს დაგექცევათ.
მტერს ქედი არც როს არ მოუხაროთ, თვით ბრძოლის ველზე დარჩით ვაჟკაცად, ამ სამყაროში ცხოვრების გზები ჩამოიტოვეთ მუდამ ამაყად.
ვაჟკაცის მზერა ანგრევს მწვერვალებს, დედამიწაზე მდინარეს აშრობს, მზის ბრწყინვალებას ფარავს ღრუბლებით, თვით მისკენ ნასროლ ტყვიასაც ადნობს. 22.8.2008 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გაგიმარჯოს.+++ გაგიმარჯოს.+++
3. სხვას გულზე ნაბიჯს ნუ დააბიჯებთ, თვით გასაწირიც არ მსურს გასწიროთ, მწყურვალს ნურასდროს წყალს ნუ დაუქცევთ, ძირს წაქცეული არ მსურს დაწიხლოთ +++ სხვას გულზე ნაბიჯს ნუ დააბიჯებთ, თვით გასაწირიც არ მსურს გასწიროთ, მწყურვალს ნურასდროს წყალს ნუ დაუქცევთ, ძირს წაქცეული არ მსურს დაწიხლოთ +++
2. ღმერთმა გისმინოს! ღმერთმა გისმინოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|