ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2011


როგორც - მაჩეტეზე

ვა-ბანკზე აეწყო ღამე და მისხალი
გრძნობა (თუ კი შემრჩა) კბილში მოვიბურე
მუჭში ჩატეული - გუნდა ნათითურებს
ისე იცილებდა როგორც ძაღლს - მეურმე....

გარეთ ყინავდა და ბნელში მეტანიას,
ქარი ასრულებდა... ქარი ეშაფოტზე!
ყველა ქადაგებდა უხმოდ და ალმიან
(ჩახერგილ) განწყობას კლავდა სიმარტოვე.

როგორც მეწამული მძიმე კადრებიდან
უკვე ას მეერთე ცდაა რუდუნების...
წელში-მოკვეთილ(ნ)ი მაშინ მაღლდებიან
როცა სააქაოს თვითონვე ბრუნდები.

ისმის ლეთარგია ყველა სამოთხიდან
მთვარე განისვენებს - მშვიდი ანგელოზი
ახლა ყველაფერი მტკივა ვინაიდან -
ტკივა ტკივილსაც და უფრო მეტი დოზით -

ღია ვერანდაზე ჩილიმს ჩავუმატე...
(რიგი ნაწერების კვამლად დაილექა)
უხმოდ ვისმენდი და ვგავდი მაჩეტეზე
არეკლილ საღამოს… ავდარს, რომ დაჭექავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები