 | ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: იუმორისტული 4 აპრილი, 2011 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
პოეტს (ოთარ ცისკაძე)
ახალი სიტყვა თუკი ვერა თქვი და სხვისი სიტყვა გაიმეორე, მაშინ ისეთი სიძის მე რა ვთქვი - პატარძალთან რომ იყოს მეორე!
შენი სათქმელი თუკი ვერა თქვი სიტყვით, რომელიც სხვისგან არ თქმულა, სახელს მოიხვეჭ ვითომ ქურდობით და ჩაითვლები სახელგანთქმულად?
(პოეტობისთვის არ ხარ შექმნილი თუკი მალულად ვინმესი გმართებს, პარნასის მთაზე ახლად ფეხშედგმულს ქურდობისათვის თუ წაგითაქეს).
ახალი სიტყვა თუკი ვერა თქვი - სხვისი ლექსიდან გაიმეორე, პოეტობისთვის ნუთუ ის კმარა, პატარძალთან რომ იყოს მეორე?
(პოეტობისთვის არ ხარ შექმნილი, თუკი ვიღაცის რაიმე გმართებს, პირველი ღამის ლექსისუფლება სხვა პოეტებმა – უკვე წაგართვეს!)
ახალი სიტყვა თუკი ვერა თქვი და სხვა ენიდან გაიმეორე პოეტობისთვის ნუთუ ის კმარა რაც “სპარსულიდან” გადმოქართულდა?!
(...არწივად მაშინ გახდება მართვე, აღიტაცება ზეცას გონებით, სხვისი სიტყვები თუკი არ მართებს... ცას ვერ წვდებიან ეპიგონები...)
ახალი სიტყვა პირველმა შენ თქვი - (ოღონდ ნუ იტყვი სხვისას ქართულად), რათა პარნასზე ამაყად წარსდგე და გაიარო წელგამართულად.
პაროდია .................................................... ახალი სატყვა რატომ უნდა სთქვა, თუკი სხვის ნათქვამს გაიმეორებ? ეს გაუმარჯოს ისეთ სიძიკოს, პატარძალთან რომ არის მეორე, ანდა მესამე,თუნდაც მეათე, ან ცოლთან როცა მიდის ურიგოდ, ცოლი ქმარს სტრიპტიზ ბარში მიათრევს, სადაც ვიაგრა ჩამოარიგეს. და მაინც თუ შენ ცოლთან ვერ იყავ, სირო!(პირველად ჩემგან არ თქმულა) ცოლი მერწმუნე ყველას გაუმხელს, ჰოდა იქნები სახელგანთქმული. ახალი სიტყვა თუკი ვერა თქვი, სხვისი ლექსიდან გაიმეორე, პოეტობისთვის ისიც კი კმარა, სხვის პატარძალთან თუ ხარ მეორე. პოეტობისთვის არ ხარ შექმნილი, თუკი ვიღაცის რამე არ გმართებს, პირველი ღამის ლექსისუფლება შოთამ და გალამ ყველას წაგვართვეს, ანუ გვახიეს ჯერ არ თქმული და ჯერ არ შობილი სიტყვის უფლება, ჰოდა ახლა მიდით და ნუ მოგერიდებათ გადმოიწერეთ,მერე რა მოხდა? ვითომ ახლა ვეფხისტყაოსანზე გენიალური რამე გაქვთ დაწერილი და გესირცხვილებათ? :)
პს.მიხო და მარო ომის დროს ტყვეთა ბანაკიდან იპარებიან ხოხვით,მარო წინ მიხოხავს. მიხო გასძახებს:- მარო! უკან დარჩი შე შობელძაღლო თორემ გადავხანი მთელი მინდორიო ;)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. პს.მიხო და მარო ომის დროს ტყვეთა ბანაკიდან იპარებიან ხოხვით,მარო წინ მიხოხავს. მიხო გასძახებს:- მარო! უკან დარჩი შე შობელძაღლო თორემ გადავხანი მთელი მინდორიო ;)
:))
ლექსზე არ გამეცინა:) პს.მიხო და მარო ომის დროს ტყვეთა ბანაკიდან იპარებიან ხოხვით,მარო წინ მიხოხავს. მიხო გასძახებს:- მარო! უკან დარჩი შე შობელძაღლო თორემ გადავხანი მთელი მინდორიო ;)
:))
ლექსზე არ გამეცინა:)
8. კვაზი, მხოლოდ პ.ს-ები რომ წერო? :)) =)) :-* კვაზი, მხოლოდ პ.ს-ები რომ წერო? :)) =)) :-*
7. პოეზიაში უნდა დამეწერა, უკაცრავად :)
პოეზიაში უნდა დამეწერა, უკაცრავად :)
6. პაროდიისთვის მადლობა, მაგრამ პოაზიაში ქურდებიც ქურდები არიან და რატომ ისაკუთრებენ პოეტის სახელს?
პატივისცემით :)
პაროდიისთვის მადლობა, მაგრამ პოაზიაში ქურდებიც ქურდები არიან და რატომ ისაკუთრებენ პოეტის სახელს?
პატივისცემით :)
5. არარაპუნცელურია:) არარაპუნცელურია:)
4. ვახ ანედოტი კაი იყო :D ვახ ანედოტი კაი იყო :D
3. გადმოიწერეთ,მერე რა მოხდა? ვითომ ახლა ვეფხისტყაოსანზე გენიალური რამე გაქვთ დაწერილი
ეჰ კვაზი,პაროდია მესმის მაგრამ ,კომენტარმა",დასაწერი რომ არ იყო იმიტომაც გავაპაროდიე "-გული მატკინა!!!!! ყველა ვერ და ს წერს და ყოველთვის გენიალურ ლექსს...
გავბრაზდი....
გადმოიწერეთ,მერე რა მოხდა? ვითომ ახლა ვეფხისტყაოსანზე გენიალური რამე გაქვთ დაწერილი
ეჰ კვაზი,პაროდია მესმის მაგრამ ,კომენტარმა",დასაწერი რომ არ იყო იმიტომაც გავაპაროდიე "-გული მატკინა!!!!! ყველა ვერ და ს წერს და ყოველთვის გენიალურ ლექსს...
გავბრაზდი....
2. მართალი ხარ ბაკურბატონო,დასაწერი რომ არ იყო იმიტომაც გავაპაროდიე :);) მართალი ხარ ბაკურბატონო,დასაწერი რომ არ იყო იმიტომაც გავაპაროდიე :);)
1. ან რა დასაწერი იყო და ან რა გასაპაროდიებელი:) მაინც კაია, გაერთეთ:) ან რა დასაწერი იყო და ან რა გასაპაროდიებელი:) მაინც კაია, გაერთეთ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|