 | ავტორი: სეხნო ჟანრი: პოეზია 12 მარტი, 2011 |
ახლა ფიქრები მარხავდნენ სიტყვებს, დღესაც შევნატრი წარსულ მარწუხებს, შენ მოგაჩეჩე საკლავი დანა და გავექეცი ჩემ წილ პასუხებს.
ღირსეულ კაცის სახელიც მსურს და თან მინდა, ისევ ხარბად მიგიღო, მინდა, ამღვრეულ ბურუსის ფარდა შენს ღრმა თვალებში მიმოვადუღო.
მე ღირსეული, მშიშარა კაცი, თუ კი არსებობს ორივე ერთად, შენზე ვფიქრობდი, როგორც ნუგეში უნდა სუყველა წაქცეულ ადამს.
თვითმკვლელობაში სულმა დამღალა, ჩემს მორალს არს სურს პასუხისგება, ყოველი ჩემგან მონიჭებული შენთვის ტკივილი მესაკუთრება.
მეტიც რა მინდა, წავალ და ისევ ცერემონიას დავდგამ თვითმოკვლის, და რამდენიმე თვის ჩავარდნებით დეპრესიაში გამოვიწრთობი.
სულის ყავარჯნებს ვერ დავეხსენი, გადადგმულ ნაბიჯს ვეღარ ვიხსენებ, ჩავიკეტები ისევ ოთახში, ინვალიდობას გამოვიგონებ.
შენ მეუბნები, რატომ არ გინდა, ბედნიერებას კარი გაუღო, როცა ის ასე ახლოს გეღვრება, სურს,ხალიჩებად წლები დაუგო.
ალბათ, არ არის ჩემი სულისთვის, ყოველი წუთის ბედნიერება, ალბათ მე მინდა, რომ დავიტანჯო, და დავინახო, სხვა რომ მერევა.
მაზოხისტობა? ტრფიალი ამით? და წაქცეულზე წიხლი მუცელში, ალბათ, ფანტავენ სულიერ ტრავმას, ხორციელ ტკივილს რომ ვეკუმშები.
ძონძივით ფარდა ჩამოგიხსენი, და დაგანახე ჩემი სიმძაღე, იმედით, რომ შენ საკლავი დანით ჩემს სულს მუცელი გამოუღადრე.
და ავხროტინდე ზიზღში გათხვრილი, დამწვარი გველის დავიწყო კლაკვნა, აქოშინებით როცა მოვკვდები, მძიმედ არ ვიდო შენს ზღვისფერ კალთას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ორჯერ წავიკითხე მერე კიდევ წავიკითხავ...:) "და გავექეცი ჩემ წილ პასუხებს........." :) ორჯერ წავიკითხე მერე კიდევ წავიკითხავ...:) "და გავექეცი ჩემ წილ პასუხებს........." :)
8. არა რა მიკვირს და. ეეეეეეეეჰ არა რა მიკვირს და. ეეეეეეეეჰ
7. რავიცი არ ვიცი.არ მომწონს რავიცი არ ვიცი.არ მომწონს
6. პირველი სტროფის მერე აღარ გამიგრძელებია კითხვა. პირველი სტროფის მერე აღარ გამიგრძელებია კითხვა.
5. თავშივე შევჩერდი.. ანუ არ მომეწონა...
პატივისცემით ღიმილა :) თავშივე შევჩერდი.. ანუ არ მომეწონა...
პატივისცემით ღიმილა :)
4. გაიხარე:)
გადახედე ლექსს:)
წარმატებებს გისურვებ:) გაიხარე:)
გადახედე ლექსს:)
წარმატებებს გისურვებ:)
3. ძილინებისა :) ძილინებისა :)
2. ძალიან მაგრად რომ არ მეძინებოდეს გავარჩევდი ახლა ამ ლექსს...
ისეთი ზმნებია გამოყენებული ....რა ვიცი აბა...
წარმატებები... ძალიან მაგრად რომ არ მეძინებოდეს გავარჩევდი ახლა ამ ლექსს...
ისეთი ზმნებია გამოყენებული ....რა ვიცი აბა...
წარმატებები...
1. წარმატებები :) წარმატებები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|