 | ავტორი: მანგო ჟანრი: პროზა 15 მარტი, 2011 |
სასაფლაოზე ვიჯექი ერთხელ და დავსტიროდი მე ძმაკაცს მოკვლულს, -რატომ ძამიკო, რისთვის გესროლეს, სიყვარულისთვის ამ ქვეყნად მოსულს?!
ვუმზერდი ქვაზე დაქარგულ სახეს, სევდიან თვალებს ღიმილით მორთულს.. ზოგნი ადვილად დასძლებენ ტკივილს, არ შეუძლია დასძლიოს ზოგ სულს.
-გიყვარდა კაცნი, მოყმე თუ მტერნი, ეფერებოდი ცხოველს თუ ყვავილს, მშიერს აჭმევდი, ასმევდი მწყურვალს და უსრულებდი მომაკვდავს წადილს.
ეკლესიიდან დაბრუნდა სახლში და მიეძინა სკამზე გადაღლილს, ოთახში გაჩნდა შავი ლანდები, რაც აღებეჭდა მთვარეს გადახრილს.
გამოაღვიძეს, ხელ-ფეხით შეკრეს, მოსთხოვეს: ოქრო, ფული და ვერცხლი! პასუხი მისი იყო შემდეგი.. რამაც იარაღს ადინა ცეცხლი.
l l
პირველყოვლისა მოგესალმებით.. სტუმარნო ღვთისგან, მოსულნო ჩემთან, რა გაგიჭირდათ ასეთი ძმებო, როგორ იბუდა სატანამ თქვენთან?!
რამდენი გინდათ გადასარჩენად? ხვალვე გიშოვნით ხელგაშლილ ხალხთან, დავსხდეთ და ისე ვილაპარაკოთ გასაჭირისას, როგორც ძმა-ძმასთან!
-გეყო ყბედობა! დაიღრიალეს, გადმოაფრქვიეს თვალიდან ცეცხლი. -ან სულს დაჰკარგავ, ანდა კი... ფული სად არის, ოქრო და ვერცხლი?!
მშვიდათ შეხედა, ვით კრავმა ურჩხულთ და სიბრალულით აევსო გული, -მანდ კარადაა, ის გამოაღეთ, მანდ არის ოქრო, ვერცხლი და ფული..
იმ წამსვ მანდ გაჩნდნენ აჩრდილნი შავნი და გამოაღეს კარადის კარი, და რას ხედავენ მასში აწყვია: პური, მარილი და დოქით წყალი..
რატომ ძამიკო, რისთვის გესროლეს, სიყვარულისთვის ამ ქვეყნად მოსულს, როგორ მეგონა არ ვიხილავდი, შენს გვერდით თეთრად პატარძალ მორთულს?..
l l l
გადმოედინა იარაღს ცეცხლი, როგორც დაღუპულ შვლილს- დედის ცრემლი, მაგრამ იარაღს ვინ ეკითხება, ის ხომ მონაა ბატონის ხელში!
და ამოხეთქა, როგორც- ვულკანი, მკერდიდან სისხლმა კაცების ცოდვის, მზერა მიაპყრო ჭერისკენ მწარედ, ძალა არ ჰქონდა პირჯვარით ლოცვის..
-ღმერთო შემინდე რაც ჩავიდინე, მე ძე მოვკალი ერთ-ერთი შენი, მეტს არაფერს გთხოვ, სიკვდილის შემდეგ, ერთხელ შემახე ხელები შენი...
მერე შეხედა ლანდებს მშფოთვარეს: -ნუ გეშინიათ, გპატიობთ ძმებო! მაგრამ შენდობას თქვენგან მეც ვითხოვ, რადგან სისხლისფრად შეღებეთ ერბო..
-შენ რა მიგიძღვის ბრალი ამაში, თუ ჩვენ სისხლისფრად შევღებეთ ერბო? -ფული, ოქრო ან ვერცხლი მქონოდა, არ ჩაიდენდით ამ კვნესას ძმებო!..
l V
და რა ესა თქვა, თავი დაჰკიდა, თითქოს ეძინა სკამზე გადაღლილს. მივიდა ერთი, ხელ-ფეხი შეხსნა და მიეხუტა გულ-მკერდს გადახსნილს.
-ეს რა დავმართეთ, კაცი მოვკალით, ამის უფლება ჩვენ სამს ვინ მოგვცა?! ძარცვა, ქურდობა, ეს გვევალება, ახლა კი შენდობის არ გვშველის ლოცვა!
-გეყო, მოსცილდი, ამ გვამს სისხლიანს, თორემ დავტოვებთ სამთავე ჩვენს კვლს, ნუთუ ის გინდა, ყვეამ გაიგოს და ვეცნობოდეთ ჩვენ უცხოთა თვალს?!
მესამემ მძიმედ ამოიოხრა: -საკმარისია, რაც მოხდა-მოხდა.. ახლა კი დროზე გავქრეთ აქედან, ძნელი იქნება ამ ვალის მოხდა!...
ნელა მოშორდა სისხლიან სხეულს, აჩრდილი, ვისაც ეტკინა კვნესა, -მეც შემინდვია შენთვის ძამიკო! შენი სულისთვის ღმერთს ვუძღვნი ძღვენსა.
ეკლესიიდან დაბრუნდა სახლში, და მიეძინა სკამზე გადაღლილს, ოთახში გაქრა შავი ლანდები, რაც აღებეჭდა მთვარეს გადახრილს.
რატომ ძამიკო, რისთვის გესროლეს, სიყვარულისთვის ამ ქვეყნად მოსულს, როგორ მეონა, არ ვიხილავდი, შენს გვერდით თეთრად პატარძალს მორთულს?...
V
-სევდიანი და ტკივილიანი ამბავი მესმა მე შენგან ძმაო.. დახედა ქვაზე მოქარგულ სახეს: -ეს კაცი სიცოცხლის ყოფილა ძნა!-ო
შენ რომელი ხარ ჭაღარა კაცო, გიცნობ თუ შენაც ჩემი გჭირია, თუმცა საფლავზე მომსვლელი კაცის ცხოვრებაც დიდი გასაჭირია.
-ძმას გეტყვი, თუმცა ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მნიშვნელი ამის მცირეა, რადგან გასაჭირს, ლხინსა თუ წუხილს, ასაკი ყველას ერთნაირი აქვს!
სახელი მითხარ ჭაღარა კაცო? ჩვენს შორის ზრდილობის, მხოლოდ ხიდია, რადგან გაიგე ვარამი ჩემი, ჩემი ტკივილი შენად გიხდია.
-სახელად, დღეიდან მერქვას ჭაღარა, ეს სახელი ხომ ჩემი ღირსია, თმითაც და სულით ჩემი ცხოვრება თეთრის და შავის პარაკლისია..
მაშ მოიწიე ღვინო დაღვარე და მოიგონე ძმაკაცი ჩემი, რომელმაც სიტკბო შობა ამ ქვეყნად და წაიყოლა დამტკბარი ჩემი!..
ასწია ჭიქა, შესძახა სიტყვა; -ზარად ეწიოს მას ეს სასმისი! როდესაც ჭიქა პირს მიატანა, თან ჩააქსოვა ჭაღარამ ძმაც თვისი.
დიდი მადლობა ჭაღარა კაცო, რომ მოიხსენე ჩემი ძმის სული, მაგრამ ის კაცი შენთვის ვინ იყო, ვინაც ჭიქაში ჩაგიგდო გული?
V l
ჩამოჯდა საფლავს მძიმედ ჭაღარა, ჩემს ძმის საფლავზე ცრემლი დაღვარა, ცერა თითებით თვალნი ისრისა და ცრემლი თვალთგან ჩუმად წაღვარა..
-მყაბდა ძამიკო, მკვიდრი, უმცროსი, უყვარდა პური, ღვინო და ქალი, თუმცა არავის, კაცის თუ ქალის, არ დარჩენია ამ ქვეყნად ვალი!
მუდამ მეგზურად ჰყავდა სიმართლე, ემტერებოდა უღირსთა ნადიმს, მტერს ვაჟკაცურად დაუხვდებოდა, დიდ პატივს სცემდა ღვთისმშობლის ბარძიმს!
და გაგრძელება ბევრის არ მინდა: მოვიდა სახლში ერთხელ ღიმილით, ჩამოჯდა სკამზე გადადო თავი, კვლავ გაიღიმა, ოღონდ ტირილით. ვკითხე: რა მოხდა, რამ გაგახარა, ან გახარებულს რად აგეცრემლა, დაბადებიდან გიცნობ ძამიკო, ასე თვალები რად დაგესველა?
ველოდე დიდხანს, თუმცა პასუხი მისი პირიდან არ ამოსულა, მერე კვლავ ვკითხე ჩუმი შეკითხვით, ასეთი ნაღვლით საიდან მოსულა?!
V l l
-რაო ძამიკო, რა გიპასუხო, მხოლოდ კითხვები მე გამაჩნია: რისთვის ვიცხოვრეთ ამდენი ხანი, ან ღმერთმა რისთვის ჩვენ გაგვაჩინა?!
გუშინ იმღერე, გაძეხი, შესვი, დღეს გუშინწინზე ნაღვლიანი ხარ, ხვალე დაწვები, დახუჭავ თვალებს, ამ წუთისოფლის შენ აღარახარ!
ვერ ასწრებ ჩაცმას- ისევ გშივდება, რო შეჭამ, ტანზე- ისევ გცივდება, თუ კი დღე და ღამ ამაზე შრომობ, ამის არ მნდომე, ცოლიც გცილდება...
ვიშრომე მიწით, ამაო გახდა, ვიშრომე ჭკუით, აღარც ეგ ახდა, ვიპარავ, ვართმევ და მაინც რაღა?... მე არ ვიკადრებ შარვალის "ჩახდას"!
კითხვას-კითხვაზე მისმევდა მძიმედ, ხან უყურებდა იატაკს სიღრმით, თითქოს იმ ხვრელში სხვა მხარე იყო, აქაურობას ხედავდა ზიზღით!
ვკითხე: რაღაცა ვერ გამიგია, რაღაც კი მესმის რაც შენ გისმინე, მაგრამ პასუხი ჩემი კითხვისა შენი პირიდან ვერ მოვისმინე!
ჩვენი თვალები გაყინა მზერამ, მერე მომწყვიტა, ხედვა გაიყო, თითქოს აეწვა მტყუანი თვალნი, ცალი ხელი კი ჯიბეში ჩაიყო.
რაც ვნახე, უცებ შისი მომგვარა, ეს იყო შავი, სტეჩკინის რკინა. დახედა, მერე მე შემომხედა: -ამან დღეს მწარედ გული მატკინა!
-ამ იარაღმა, მე კი მატკინა, მაგრამ ვიღაცა სიცოცხლის ხალისს, გამოასალმა ვით თოფმა-მწყერი, ახლა კი მის სულს, ვერ ვუდგამ "წადილს"
და რა ესა თქვა, უბრზანა "მონას" მონას სახელად " სტეჩკინს ცრემლიანს" -გთხოვ კიდევ ერთხელ ატირდი დღესაც, რომ დამშვიდება მეწვიოს- სევდიანს!
გადმოედინა იარაღს ცეცხლი, როგორც დაღუპულ შვილს- დედის ცრემლი, მაგრამ იარაღს ვინ ეკითხება, ის ხომ მონაა ბატონის ხელში.
V l l l
ორთავეს მზერა, მიწას ემთხვია, დავდუმდით, თითქოს საერთო ვნახეთ, აღარ ვიცოდით საით გვეფიქრა, დაბნეულობა გვირევდა სახეს.
ჭაღარავ, ნუთუ შენც იმას ფიქრობ, რამაც გამჩხირა ნერწყვი კისერში, ნუთუ განგებამ, აქ შეგვახვედრა, ძმების სიკვდილის ცივ სასახლეში?!
-დიდი ხანია ამ საფლავს ვიცნობ, სადაც ავწიე დღესაც კვლავ ჭიქა, აქამდე მოსვლა ვერ გაგიბედე, ორ საფლავს ვტირი, აქაც და იქაც.
საიდან იცი რომ ეს ასეა, რომ ერთმა"მონამ" მოგვიკლა ძმები? და დაიფიცე რომ დაგიჯერო, და დაიფიცე შენი ძმის ძვლები!
-ფიცისთვის არ ღირს ჩემი ძმის ძვლები, ფიცისთვის შენი ძმისა ჯობია. შენ ძმობას უწევ ახლაც "აქა მყოფს" ჩემი ძმის ძმები კი ურცხვი ჯოგია!
იმ ღამეს როცა მოიკლა თავი, კარდაკარ, ქუჩა ვიარე ყურით, სადაც გავიგე შენი ზმის მოკვლა, იქ მიპასუხეს: მოკლესო პურით!
და რა ესა თქვა, დაეცა მუხლით, ქვითინით გაჰყო, მიწა და ზეცა. -გთხოვ მაპატიო ჩემი ძმის ცოდვა! და სინანულით მუხლებზე მეცა.
წამოდექ ფეხზე, მე რად მიჩოქებ? უჩოქე უფალს, შენი ძმისათვის! "საკუთარ ძროხის გამოსაკვებად, ხელყოფისათვის სხვისი ძნისათვის"
-პატიებას გთხოვ დღეს მე იმიტომ, შურისძიება კარგს არ მოგვიტანს! მე ხომ სიცოცხლეს წამართმევს აუგს, შენ კი სიმშვიდეს ეს არ მოგიტანს..
დავეცი მუხლზე, თვალები ვთხოვე, კისერზე დავადე ბორკილი ხვევნის. ძმაკაცი ჩემი უფალმა იხმო და მიწყალობა შემცვლელი ძველის.
სასაფლაოზე ვიჯექით ერთხელ და დავსტიროდით ძმაკაცებს მოკვლულს. თუმცა სიცოცხლე- სიკვდილით ფასობს და სიყვარული ამართლებს ორგულს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვიცი რო როგორც ლექსი, გაუმართავია, მაგრამ გამართვით უფრო დამახინჯდება... ასე მგონია... ვიცი რო როგორც ლექსი, გაუმართავია, მაგრამ გამართვით უფრო დამახინჯდება... ასე მგონია...
3. გმადლობთ... გმადლობთ...
2. საოცარი ამბავი მოვისმინე,
პროზა წერია, მაგრამ არაა. ლექსის ხარისხის გამო, სჯობს, მართლაც ,პროზად გადაკეთდეს. საოცარი ამბავი მოვისმინე,
პროზა წერია, მაგრამ არაა. ლექსის ხარისხის გამო, სჯობს, მართლაც ,პროზად გადაკეთდეს.
1. ჟანრი შესაცვლელია მეგობარო.
ჟანრი შესაცვლელია მეგობარო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|