ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2011


შიშველი მუზა

ვერავინ ნახავთ როგორ კვდება პოეტის რამლი,
ვერც იმას ნახავთ მისი ლექსი როგორ იშვება,
ვერავინ ნახავს ნაწვიმარი ლექსებით ავლილ,
პოეტის მუზას ყოველ ღამით როგორ შიშვლდება.

მეც მივდევ დღეებს გაუგონარ ამბის სიცხადით
ცას პარალელი გადავავლე მიწის ფორმატით,
ცხოვრების ჟინის საფასური გადავიხადეთ
და ახლა კუთვნილ პოეზიას ვითხოვ, მომართვით.

მერე მომივა ჟინაშლილი ლექსების ჯარი,
ჩემი ფურცელიც დაითხვრება სიტყვის თამაშით,
გარეთ წვიმაა, უფრო სწორად პოეტი არის
და ქარი დაჰქრის უსასრულოდ როგორც თმაგაშლილ

მუზას უხდება გაშიშვლება პოეტის თვალწინ,
ამ დროს ზეცაც კი თვალებს ხუჭავს მთვარე მუქდება.
ლექსებს ვით მიწას სტრიქონები აწვიმს და აწვიმს
გარე სამყარო, ზეცა, მიწა ერთად უქმდება.

მერე იწყება დადევნება სხეულზე მელნის,
ლექსით შემოსვა გაშიშვლებულ მუზის სხეულის,
მერე მთავრდება დაბადება ახალი ცრემლის
და შეწებება ჩემი ლექსის შემოხეულის.

მაშინ როდესაც დამთავრდება კვალი პოეტის.
ანუ შემოსავს საბოლოოდ მუზას ლექსებით.
მაშინ როდესაც დაიხევა ბოლო კონვერტი
და ჩვენც სველ მუზას რითმის ჯაჭვად შემოვეხსნებით.

მერე იშვება კიდევ ერთი შიშველი მუზა,
მერე მოკვდება კიდევ ერთი პოეტის რამლი,
ლექსიც ცხოვრებას უკანასკნელ საწამლავს უზამს
და დავინახავთ შიშველ მუზას. მის კვალს და ავლილს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები