ყველასთვის დგება დრო, როცა თვალებს ახელ და ხვდები რომ ყველაფერი, რასაც ხედავ, ყველა ადამიანი, ცხოველი, ძაღლი–კატა ყველა სახლი, ეზო, ნივთი, ჩასაცმელი, ყოველი ხე, ყოველი ბუჩქი, ყველაფერი წამიერია, ყველაფერი თითქოს სიზმარში მობმული ფრთებია რომლებიც განიჭებს თავისუფლებას, თავისუფლებას ბნელი ფიქრებისგან, სიცივისგან, ან სიცხისგან, სიშისგან, ტკივილისგან, წყენისგან, ბოროტებისგან, მტრობისგან, გათავისუფლებს ყოველი უსიამოვნო განცდისგან, მაგრამ მერე ისევ ბრუნდები ისევ იქ, დასაწყისში, სადაც ახელ თვალებს, და ხვდები, რომ ყველაფერი წარმავალია, წამიერი. გახვალ გარეთ და ნახავ როგორ მოდის მაზუთით გასვრილი, ძონძებით შემოსილი "ადამიანი", რომელიც თავისი დიდი ხნის დაუბანელი ჭუჭყისგან უკვე გაშავებული ხელებით ქაჩავს ვიღაცისგან ნათხოვარ ოდნავ დაკუჭულ სიგარეტს, რომლის ბოლიც ყელს უწვავს და აიძულებს რომ დაახველოს, დახველებით კი ბინძური ფილტვებიდან ამოსდის მუქი ყვითელი "საშინელება", რომელსაც ზიზღით გადაიფურთხება ნაგვის ბუნკერისკენ, სადაც აგდია ვადაგასული, მყრალი ხორცი, რომელსაც თავს ასობით ბუზი ახვევია. ყოველივე ამის შემხედვარე გიჩნდება ზიზღი, ზიზღი არა იმ ადამიანისა, არამედ თვითონ ცხოვრების, ცხოვრების რომელშიც ცხოვრობენ მილიონობით ასეთი ადამიანი, მილიონობით იმედგაცრუებული ხალხი, რომლებსაც დაკარგული აქვთ ადამიანობა, ფიქრის და აზროვნების უნარი, სიხარული, ბედნიერება, და სიყვარული. მათ არავინ უშლით ხელს, რომ ადგნენ თავიანთი კარდონის ბუდეებიდან და წავიდნენ, რამით დასაქმდნენ, რამე გააკეთონ, რამით დაეხმარონ თავიანთ ძმას, მშობელს, ნათესავს, მეგობარს, ახლობელს, მეზობელს, სხვა ადამიანს, ან უბრალოდ თავის თავს. ასეთი ადამიანები არ არიან თავისუფლები, თავისუფლება უნდა იყოს ტვინში, რომ იაზროვნო, იფიქრო, გაარჩიო კარგი და ცუდი, შეძლო სწორი გადაწყვეთილების მიღება, და თავისუფლება უნდა იყოს გულში, რომ შეიყვარო. მაგრამ მაინც უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრება წამიერია, ყოველ ადამიანში უნდა დაინახო შენი თავი, დაინახო მზგავსება, უნდა ეცადო სწორად დახმარებას, არ უნდა მისცე მას თევზი, იმიტომ რომ ის იმ თევზს შეჭამს მაგრამ ცოტა დროში ისევ მშიერი დარჩება, უნდა მისცე ანკესი და თევზაობა ასწავლო. უნდა ეცდო რომ იმ იმედ დაკარგულ ადამიანს ცაუსახო იმედი, მიზან დაკარგულს დაუსახო მიზანი, მარტოსულს ასწავლო სიყვარული, უბედურს აჩვენო გზა ბედნიერებისკენ და ეცადო რომ ეს წამი, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით, აჩვენო ადამიანს სხვა მხრიდან, საიდანაც უფრო მშვენიერი ჩანს. აი ეს გზა არის სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა და ამ გზით ჩვენ ვემსგავსებით უფალს, ჩვენს შემოქმედს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. თავისუფალი სული ბრჭყალებში რატომ მაქვს ადამიანი ჩასმული მაგის ასახსნელად კიდევ ცალკე ესეთის დაწერა დამჭირდება, და ზიზღი რო არ გიჩნდება და სიბრალული რო გიჩნდება ეგ მიწერია აქ თან გარკვევით მიწერია"გიჩნდება ზიზღი, ზიზღი არა იმ ადამიანისა, არამედ თვითონ ცხოვრების" ... და სანამ შეაფასებ ჯერ ბოლომდე უნდა წაიკითხო თავისუფალი სული ბრჭყალებში რატომ მაქვს ადამიანი ჩასმული მაგის ასახსნელად კიდევ ცალკე ესეთის დაწერა დამჭირდება, და ზიზღი რო არ გიჩნდება და სიბრალული რო გიჩნდება ეგ მიწერია აქ თან გარკვევით მიწერია"გიჩნდება ზიზღი, ზიზღი არა იმ ადამიანისა, არამედ თვითონ ცხოვრების" ... და სანამ შეაფასებ ჯერ ბოლომდე უნდა წაიკითხო
2. ადამიანი ბრჭყალებში რატომ გაქვს ჩასმული ? ბინძური ფილტვი . ან საშინელებას რად უნდა ბრჭყალი ? შენი არვიცი "ბილი" და მეზიზღი არა სიბრალული მიჩნდება და კიდევ დახმარების სურვილი .
ეს პროზა კიარა დემაგოგია *ლეობაზე.
ადამიანი ბრჭყალებში რატომ გაქვს ჩასმული ? ბინძური ფილტვი . ან საშინელებას რად უნდა ბრჭყალი ? შენი არვიცი "ბილი" და მეზიზღი არა სიბრალული მიჩნდება და კიდევ დახმარების სურვილი .
ეს პროზა კიარა დემაგოგია *ლეობაზე.
1. უჰ... ბოლო მომეწონა. უჰ... ბოლო მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|