 | ავტორი: სეხნო ჟანრი: პოეზია 24 მარტი, 2011 |
შენში მიძინებულ მტვერდადებულ ნოტებს, ფურცლებს ჩაყვითლებულს სქელტანიან ყდებით, ჩემში ავამღერებ სულის საკრავებზე, მოცარტს ვამჯობინებ შენს მარტივ დო რე მის. მუსიკად მოხვედი, სმენად დამეღვარე, შენი ხატება ხომ ისევ ჩემთვის მღერის, გულის საკლავად რომ ერთ დროს აკიაფდნენ, თან ჟრუანტელს მგვრიდა შენი გარდაქმნები. მე დღეს ბარიტონად ისევ ავგუგუნდი, მინდა, ისევ ნახო, როგორ დაგეუფლე, შენს ქალურ სოპრანოს როგორ ჩავეჭიდე და ზღვის მელოდია ისევ ტალღებს მართმევს. მოდი მომეხვიე, სულში ჩამეღვარე, ცივ გაზაფხულისას სითბოს მაზიარე, დილას გამაღვიძე, ნაზად შთამაგონე, სამი წლის წინ რომ ჩვენ მარტი ვაღიარეთ. ადრე მარტი იყო მხოლოდ წვიმიანი და მეც ვპატიობდი ამ თვეს უშენობას, მიდი, დაუკარი დარდი საზრიანი, იმედი ჩამიღვარე და არა უშენობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ეს დაუფლება და სოპრანოს კლანი არ მომეწონა :/
ეს დაუფლება და სოპრანოს კლანი არ მომეწონა :/
6. * * * ახლა ოქტომბრის ღამესთან ვწევარ და უშენობა ატანს ძვალ-რბილში. ხვალ მოვალ ფერად ფოთლების წყებად, (ფოთლად მოსვლასაც ხომ ვერ დამიშლი!)
და შენი სახლის გარშემო დავცემ_ დამპყრობელივით-უთვალავ კარავს. და ალყად მომდგარს თვალები გამცემს და მოგთხოვ ჩემი გრძნობების ღალას.
შენ კი ამაყად გადმივლი გულზე, ეზოს კუთხესთან მიგიყვანს მზერა და ძველი ცოცხით ამკინძავ უცებ, სულ ფურცელ-ფურცელ,სულ ჭრულა-ჭრელა.
მე-ცაში კვამლის ქულებად აჭრილს და შენ,რომ ერთი ზეცა გხურავდეს, გავხდები (ტირი?!) ცოცხალი ჯაჭვი, მაგ ძველი ჭიდან მამის სულამდე…
საღამოს ქარი გამფანტავს ნაცრად, ვერც ყელს შევეხე,ვერც ბაგეს მოვწვდი, და ნალიასთან მაგ ყელის ნაცვლად შენი ბავშვობის ნატერფალს ვკოცნი… * * * ახლა ოქტომბრის ღამესთან ვწევარ და უშენობა ატანს ძვალ-რბილში. ხვალ მოვალ ფერად ფოთლების წყებად, (ფოთლად მოსვლასაც ხომ ვერ დამიშლი!)
და შენი სახლის გარშემო დავცემ_ დამპყრობელივით-უთვალავ კარავს. და ალყად მომდგარს თვალები გამცემს და მოგთხოვ ჩემი გრძნობების ღალას.
შენ კი ამაყად გადმივლი გულზე, ეზოს კუთხესთან მიგიყვანს მზერა და ძველი ცოცხით ამკინძავ უცებ, სულ ფურცელ-ფურცელ,სულ ჭრულა-ჭრელა.
მე-ცაში კვამლის ქულებად აჭრილს და შენ,რომ ერთი ზეცა გხურავდეს, გავხდები (ტირი?!) ცოცხალი ჯაჭვი, მაგ ძველი ჭიდან მამის სულამდე…
საღამოს ქარი გამფანტავს ნაცრად, ვერც ყელს შევეხე,ვერც ბაგეს მოვწვდი, და ნალიასთან მაგ ყელის ნაცვლად შენი ბავშვობის ნატერფალს ვკოცნი…
3. მარცვლების მხრივ არეულია,რაც თავისთავად იწვევს რიტმის დარღვევას,შინაარსი ბანალური(ჩემთვის ამ შემთხვევაში)და უსუსტესი რითმები,თუნდაც მაგ.ეს : უშენობას,უშენობა. -5 მარცვლების მხრივ არეულია,რაც თავისთავად იწვევს რიტმის დარღვევას,შინაარსი ბანალური(ჩემთვის ამ შემთხვევაში)და უსუსტესი რითმები,თუნდაც მაგ.ეს : უშენობას,უშენობა. -5
2. ცოტა პედანტურად სეხნო,პედანტურად ... )))
სხვანაირად არაფერი გამოვა ! ცოტა პედანტურად სეხნო,პედანტურად ... )))
სხვანაირად არაფერი გამოვა !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|