ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოგესალმებით,მე სიკვდილი ვარ.პირველად ვაკეთებ პრეზენტაციას და ცოტა ვღელავ. წარსულის სულები აქ არიან?-ღიმილით იკითხა სიკვდილმა გახლავთ-ზიზღით უპასუხა პენსიაზე გასულმა სულმე,რომელიც ოდეზღაც მკითხველის ადგილს იკავებდა. მომავლის სულები?-პატივისცემით იკითხა პრეზენტატორმა. არიან... სიკვდილი პატარა სცენაზე იდგა,მის წინ უამრავი სული ისხდა და ყურადღებით უსმენდა მას. სცენის გვერდით ბრძანდებოდა ჟიური,რომელიც წყვეტდა მომკვდარიყო თუ არა ესა თუ ის ადამიანი,შემდეგ კი სხვები აგზავნიდნენ ახალ სულებს,ან სამოთხეში,ან ჯოჯოხეთში. დღეს ჟიურის წევრები იყვნენ,ადოლფ ჰიტლერი,ალექსანდრე მაკედონელი და ნაპოლეონ ბონაპარტე.მათ სიკვდილს თავის დაკვრით ანიშნეს,რომ დაეწყო პრეზენტაცია. დღეს განვიხილავთ შემთხვევას,რომელიც მოხდა ერთ-ერთ რესტორანში.საქართველოში,კერძოდ თბილისში.მოგეხსენებათ ეს ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია. ხედავთ,მე დავიკავე ადგილი კუთხეში,შევუკვეთე ყავა და სიგარეტი.ჩემს გვერდით მაგიდაზე ორი მამაკაცი ზის.ჩემ მისვლამდე მათ უკვე დალეული ჰქონდათ ერთი-ორი ბოთლი არაყი.ერთმა კაცმა დატოვა თავისი ადგილი და თავისი ‘’შეყვარებულის’’ მოსაყვანად წავიდა.კიდევ ორი ადამიანი მოვიდა,ერთი კაცი და მეორე ქალი.მისი ‘’შეყვარებული’’.მათი ასაკი დაახლოვებით 28-35.ამასობაში იქით ახალგაზრდა ბიჭებიც დასხდნენ,ოდნავ მოშორებით,მათი ვინაობა არ ვიცი,მაგრამ სახელები გადავამოწმე. უკაცრავად,სახელებს თუ ჩამოგვითლით-სწრაფად იკითხა უილიამ შექსპირმა. კი ბატონო,ჩვენს მთავარ გმირებს ჰქვიათ,აკაკი,ილია,ვაჟა,მარიამი და ნინო. იმ ახალგაზრდებს,მგონი გიორგი,ზუკა...იმას გურამი,ავთო და კიდევ ერთი გიორგი. ახლა ჩავრთოდ ჩანაწერი... შუა ქეიფია,ტამტამი მხურვალედ უკრავის რესტორნის ცენტრში,მას მომენტებში ნაზი სალამური ეხმარება. გამოსახულებამ გადაინაცვლა არყის ჭიქის გატევხის ხმასთან,სადაც ნასვამი ხალხი ბრძანდება. ვაჟა:აეეეეეეეე,ვისაც ჩვენ არ ვუყვარვართ,იმათი დედას შევეცი მე. აკაკი:ამინ ბრატ! ვაჟა:რა ამის პასუხია,მაგრამ კიდევ მინდა ბოდიში მოგიხადოთ მანდილოსნებო,ის ამბავი რომ მოვყევი.არ გეგონოთ ვბლატაობ ან რამე.რაც იყო-იყო.მაგის გარდაც ბევრი ისტორია მაქვს სროლაზე და კაცის კვლაზე,მაგრამ არ უნდა მომეყოლა პრასწიწე.ჰაჰაა. მარიამი:არაუშავს კაცო. მარიამს თმები მოქაჩა მისმა შეყვარებულმა ილიამ და ტუჩებში აკოცა სპირტნარევი ნერწყვით. აკაკი:ალიურააა,არაყი მოიტანეთ!!! მიმტანები თავაზიანად იტანენ შეურაწყოფას და ემსახურებიან კლიენტებს,დაცვაც დადის შორი-ახლოს,თუმცა არაფერს მოქმედებენ. ნინომ სიგარეტს წაუკიდა და ქალურ ნაფაზებს ურტყავს. მაყურებლებში მსხდომმა ბავშვების სულებმა ერთ გოგონას შეხედეს გულდაწყვეტით,მან აცრემლიანებული თვალებით ჩაიჩურჩულა,დედა. ...მარიამმა ილიას ჩაუჩურჩულა-იიილ,დღეს რომ გავიკეთოთ ხომ გაქვს? ილია:მაქვს შეჩემისა,აბა არ მაქვს? კმაყოფილმა კაცმა საჯდომზე მოუჭირა ქალს ხელი და კვლავ გაუსველა ტუჩები. მაყურებლებში მსხდომი მარიამის მშობლები შეწუხდნენ და ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს. დარბაზში დამკვრელებმა საქართველოს ჰიმნი მიუძღვნეს საქართველოს ეროვნულ გუნდს,რომელმაც ნანატრი გამარჯვება მოუტანა ქვეყანას. ილია:ძაან მაგრები ვართ ბოზის შვილი ვიყო!!!აეეეეე აკაკი:კი ძმაა,შენნაირი ხოარ იქნება ყველა?ჰააჰ. ილია:ეე,შენ რამე ხოარ გეშლება ჩემი ძმა.სახესთან ხელი მიუტანა მის წინ მყოფს. აკაკი:რა გჭირს ჩემი დედას შევეცი,ხუმრა არ იცი მაგის დედა მოვტყან? ილია:ვის ეშლება ეტყობა ჩემი დედა მოვტყან,აგახევ მაგ როჟას ჩემი დედას შევეცი! აკაკი:ტრაკი დააყენე ჩემი დედას შევეცი! ბოთლი მოიმარჯვა და შეაშინა ‘’მეგობარი’’ ვაჟა:რა გჭირთ ჩემი დედას შევეცი!დაწყნარდით ვსოო!ჩანგალი გაისროლა გვერდით. ილია:არა რა პონტია პროსტა მაგის დედა შევეცი,რა უნდა ჩემგან აკაკი:რა მინდა ძმობაში გეუბნები ვაჟა:ხოდა ვსო გადაკოცნეთ ერთმანეთი. ფეხზე ადგნენ,ვახტანგურათ დალიეს და ცეკვა დაიწყეს აწ უკვე ‘’მაჯანჯას’’ სიმღერის ფონზე. ამასობაში მათხოვარმა ბავშვმა შემოირბინა და პატარა ხატების ყიდვა შესთავაზა კაცებს. ვაჟა:ეხლა დაახვიე სანამ კარგ ხასიეთზე ვარ.ჰაჰაა. აკაკი:არ მაქვს ფული ძია,წადი,წადი. ბავშვი სწრაფადვე მივიდა გვერდზე მსხდომ ახალგაზრდებთან.ერთ-ერთმა ხურდა ფული ამოიღო ჯიბიდან და აჩუქა მათხოვარს. აკაკიმ და ილიამ ხელი გადახვიეს ერთმანეთს,მაგიდასთან დასხდნენ და ერთმანეთს პირდებოდნენ-მე შენ მაგარი ქამარი უნდა გაჩუქო.მე კი ხვალ ერთ მაგარ ნაშას მოგატყვნევინებ,მერე სურათს განახებ. მაყურებლებში ჩაილაპარაკა გამსახურდიამ-სპილო ხორთუმით კლავს თავის მსხვერპლს,გველი კოცნით, მეფე ღიმილით, ხოლო მოღალატე პატივისცემით... ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს-ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის.უპასუხა ქეუ ქუასის სულმა. რამოდენიმე ხანი გავიდა,არა ერთი ჭიქა გატეხა ვაჟამ და არა ერთ მიმტანს დააწია გინება ზურგს უკან. ბოლოს ილიამაც აიღო არყის ჭიქა და უმისამართოდ ისროლა.ჭიქის პატარა ნაწილი მოხვდა ერთ-ერთს ახალგაზრდების სუფრიდან.მან ნარჩენი გვერდით გადადო,პირჯვარი გადაიწერა-ღმერთო შეიწყალე. რამოდენიმე ახალგაზრდა ფარულად ბუინობდა და იგრძნობოდა დისკომფორთის სითბო,თუმცა კეთილი ფიქრები აწნარებდნენ მათ. მაყურებელ სულებში მყოფმა სულებმა ჩაილაპარაკეს... ზიგმუნდ ფროიდმა უისტონ ჰიუ ოდენს. რას ფიქრობ რა განაჩენი უნდა გამოუტანონ ამათ? უისტონ ჰიუ ოდენი-არავითარი აუცილებლობა არ არის იმაში, რომ ცუდ ხელოვნებას დაესხა თავს — ის თავისთავად მოკვდება,ასევეა აქ.მხოლოდ ტანჯვას ნახავენ ცხოვრებაში,აქ სიყვარულს ვერ ვხედავ. ზოგმუნდ ფროიდი-მართალია. არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშირ, როდესაც ვართ სიყვარულში.აქ ყველაფერი გასაგებია.ისინი ვერ გამოსწორდებიან,მე არ მჯერა. მოქეიფე ხალხი ფეხზე წამოდგა,მოსაცმელები მოიცვეს და გასასვლელისკენ გაეშურნენ,მაგრამ კადრი გაშეშდა... სიკვდილი:მადლობთ ყურადღებისთვის,ეს იყო ჩემი პირველი პრეზენტაცია,ჟიური გთხოვთ გამოუტანოთ განაჩენი. ჰიტლერი:უნდა მოკვდნენ!მათი ადგილი კი ყველამ ვიცით სადაც არის.მე ვამბობ კის. ალექსანდრე:ჩემი აზრით,კიდევ უნდა მივცეთ შანსი,იქნებ გამოსწორდნენ,იქნებ მიხვდნენ სიყვარულს.ყოველთვის ვფიქრობდი,რომ უნდა მოკვდეს კარგი ადამიანი,რათა აღარ იტანჯოს მაგ სამყაროში,ესენი კი გაურკვევლობაში არიან.არ ვიცი,არ ვიცი.მე მივცემ შანსს და ვამბობ არას. ნაპოლეონი:ანუ ჩემზეა დამოკიდებული...ორივეს გეთანხმებით კოლეგებო.მათი ადგილიც ცხადია სად არის,მაგრამ შანსის მიცემაც აუცილებელია.მოდი ასე მოვიქცეთ.მე ვიტყვი არას.კიდევ იტანჯონ იმქვეყნად,თუ არ შეიცვლებიან ყველაფერი გასაგები იქნება და თუ გამოსწორდებიან მემგონი ყველას გაგვიხარდება. წარბები შეკრა ჰიტლერმა. სიკვდილს გაუხარდა,რომ დღეს არ მოუწევდა სულების ამოგლეჯა.მადლობა მოუხადა ყველას.გაშეშებული კადრი გააგრძელა,მფარველმა ანგელოზებმა კი იზრუნეს,რომ გზაში ავარიაში არ მოყოლილიყვნენ მთვრალი საჭის მმართველები. სულები ულოცავდნენ პირველ პრეზენტაციას სიკვდილს,ზოგი იგნორით უვლიდა გვერდს. დარბაზი დაცარიელდა.სიკვდილი მარტო დარჩა სცენაზე.იქვე ჩამოჯდა,სიგარეტს ცეცხლი წაუკიდა თითიდან და მოწყენილი აბოლებდა სუფთა დარბაზს. ბებერმა სიკვდილმა მიალაგ-მოალაგა და ახალს მიუჯდა გვერდით. რაზე მოიწყინე?-ჰკითხა ბებერმა. -დიდი ხანი არ არის რაც ვმუშაობ,მაგრამ უკვე მაწუხებს ის ფაქტი,რომ ადამიანები შეიცვალნენ.მთელ მსოფლიოზე ვღელავ,მაგრამ საქართველოზე განსაკუთრევით,მეც ხომ ქართველი ვიყავი? -ეგ შენი სადარდებელი არ არის,მაგაზე სხვები იზრუნებენ. -კი მაგრამ,მაინც მაწუხებს დღევანდელი ყოფა დედამიწაზე.ადამიანები არ იყვნენ ასეთები. -...ყველაფერი დაკარგული არ არის.წამოდი ერთ მაგალითს მოგიყვან. ბებერმა სიკვდილმა კადრი გააჩინა,სადაც ის ახალგაზრდები იყვნენ,რომლებიც რესტორანში ისხდნენ. -უცოდველი არავინაა თითქის,მაგრამ აი ამათ შეხედე.აიღე ავთო...ის სტიქაროსანია,შეძლებისდაგვარად სწორედ ცხოვრობს,ის წესიერია.მას მამა გაბრიელის სული ეხმარება ხოლმე. გიორგი აიღე,ამასაც აქვს უამრავი ნაკლი,მაგრამ წესიერებით ცხოვრებას ცდილობს.მას გალაკტიონის სული სტუმრობს ხოლმე. ზუკა,ცდილობს,რომ არავის აწყენინოს და პატიოსნად ცხოვრობს,ნიკოლო მაკიაველს უყვარს მასთან ყოფნა. გიორგი,ბევრ უაზროს საუბრობს,მაგრამ სხვაგვარად ფიქრობს,თავმდაბლომა მისი ყოველდღიურობაა.ერეკლე მეფეს უყვარს მასთან ყოფნა. გურამი,სამართლიანი,ასევე კეთილი.უილიამ ვოლასი მისი ხშირი სტუმარია. პაულო კოელის სიყვები გამახსენდა-გაიღიმა ახალგაზრდა,ახალმა სიკვდილმა. ძველმა სიკვდილმა დაასწრო:მე ის ვიცი, რომ გადავწყვიტე ვიცხოვრო ისე, თითქოს ეს ჩემი უკანასკნელი წამია. -კი,კარგი იქნება ყველა ცხოვრობდეს არა ამაზე ნაკლები სიტყვებით. -კარგი იქნებოდა და ვინ იცის,ალბათ ეგრეც იქნება.იმ სამყაროში ხშირად ირღვევა ბალანსი,მაგრამ საბედნიეროდ უარყოფითიდან დადებითამდე ასვლის ნიჭი აქვთ ადამიანებს,ეს მაოცებმა მათში.აღარც მახსოვს ადამიანობა. -შენ ხომ ვერ იტან ადამიანებს. -ყველას გვაქვს მწარე მოგონებები,რომლებიც არ ტკბილდება.ერთი სიტყვით ჩემო სიკვდილო,ყველაფერი კარგად იქნება. -ღმერთმა ქნას. -მშვიდობით. -მშვიდობით. დარბაზი დაცარიელდა. დედამიწაზე,ხატების გამყიდველი ბავშვი ქუჩაში,კორპუსის ნანგრევებში დაწოლილიყო.პურის გამხმარი ნაჭერი ნაცრისფერი კბილებით დაღეჭა,პირჯვარი სამჯერ გადაიწერა და ჩაიჩურჩულა, უფალო შეგვიწყალე,დაეხმარე ყველა გაჭირვებულს და ნათელში ამყოფე ყველა გარდაცვლილი. ბინძური ნაგლეჯები გადაიფარა,თავი ძველ,გახეულ ბალიშს დაადო და თვალები დახუჭა,ფიქრობდა,ფიქრობდა იმედს,რომელიც დღევანდელ დღეზე უკეთესი იქნებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სიკვდილის პრეზენტაცია_ კარგი რეკლამაა :)
ჭეშმარიტებაა აქ ყველაფერი, სამწუხაროდ, ყველაფერი :)
ყველაფერთან ერთად, შესრულებაც მომეწონა :) სიკვდილის პრეზენტაცია_ კარგი რეკლამაა :)
ჭეშმარიტებაა აქ ყველაფერი, სამწუხაროდ, ყველაფერი :)
ყველაფერთან ერთად, შესრულებაც მომეწონა :)
1. დედამიწაზე,ხატების გამყიდველი ბავშვი ქუჩაში,კორპუსის ნანგრევებში დაწოლილიყო.პურის გამხმარი ნაჭერი ნაცრისფერი კვილებით დაღეჭა,პირჯვარი სამჯერ გადაიწერა და ჩაიჩურჩულა, უფალო შეგვიწყალე,დაეხმარე ყველა გაჭირვებულს და ნათელში ამყოფე ყველა გარდაცვლილი. ბინძური ნაგლეჯები გადაიფარა,თავი ძველ,გახეულ ბალიშს დაადო და თვალები დახუჭა,ფიქრობდა,ფიქრობდა იმედს,რომელიც დღევანდელ დღეზე უკეთესი იქნებოდა.
ბრავო......................
დედამიწაზე,ხატების გამყიდველი ბავშვი ქუჩაში,კორპუსის ნანგრევებში დაწოლილიყო.პურის გამხმარი ნაჭერი ნაცრისფერი კვილებით დაღეჭა,პირჯვარი სამჯერ გადაიწერა და ჩაიჩურჩულა, უფალო შეგვიწყალე,დაეხმარე ყველა გაჭირვებულს და ნათელში ამყოფე ყველა გარდაცვლილი. ბინძური ნაგლეჯები გადაიფარა,თავი ძველ,გახეულ ბალიშს დაადო და თვალები დახუჭა,ფიქრობდა,ფიქრობდა იმედს,რომელიც დღევანდელ დღეზე უკეთესი იქნებოდა.
ბრავო......................
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|