 | ავტორი: სეხნო ჟანრი: პოეზია 29 მარტი, 2011 |
ალბათ ხანდახან, სხეულსაც ძალუძს, გაუძლოს წარღვნას, რომელიც წიგნით მას საერთოდ არ ეკუთვნოდა, ალბათ ცოცხლებსაც შეუძლიათ, გაიგონ ღმერთი, არ დაივიწყონ როგორც ნახეს იესოს კვერთი, და არ დაიწყონ მისი გაყოფა. აღარ ივაჭრონ მონანიებით, და ნაცოდვილარს სიკეთის შექმნით, არ დაინახონ სამოთხე კართან. იცხოვრე მათთვის, მხოლოდ სხვებისთვის, შენი თავისთვის წამი გინდოდეს, მხოლოდ დაცემა და მერე თრთოლვა აღარ გიპყრობდეს! ადექი, მოდი ჩემთან ფერებით, მოდი სურნელით, მუსიკით მოდი, მოდი ხმაურით, გულის სიტყვებით, და როცა მოხვალ ხელების გაშლით, მე შენ მიგიღებ. ღმერთია შენშიც...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა მეგობრებო, ამის წერის პროცესში მართლა ძალიან ამაღლებული ვიყავი და ღმერთის ყოფნას ვგრძნობდი ყველა ჩვენთაგანში.
ღმერთია თქვენშიც... მადლობა მეგობრებო, ამის წერის პროცესში მართლა ძალიან ამაღლებული ვიყავი და ღმერთის ყოფნას ვგრძნობდი ყველა ჩვენთაგანში.
ღმერთია თქვენშიც...
6. ალბათ ხანდახან, სხეულსაც ძალუძს, გაუძლოს წარღვნას, რომელიც წიგნით მას საერთოდ არ ეკუთვნოდა
მოდი ხმაურით, გულის სიტყვებით, და როცა მოხვალ ხელების გაშლით, მე შენ მიგიღებ. ღმერთია შენშიც...
ემოციურად ღრმა და დადებითი ენერგიის ლექსია
ალბათ ხანდახან, სხეულსაც ძალუძს, გაუძლოს წარღვნას, რომელიც წიგნით მას საერთოდ არ ეკუთვნოდა
მოდი ხმაურით, გულის სიტყვებით, და როცა მოხვალ ხელების გაშლით, მე შენ მიგიღებ. ღმერთია შენშიც...
ემოციურად ღრმა და დადებითი ენერგიის ლექსია
5. საღოლ!
დ ი დ ს უ ლ ო ვ ა ნ ი ლექსია!
მახარებს როდესაც ასეთ ნაწერებს ვკითხულობ.
+10! საღოლ!
დ ი დ ს უ ლ ო ვ ა ნ ი ლექსია!
მახარებს როდესაც ასეთ ნაწერებს ვკითხულობ.
+10!
4. წიგნში იგულისხმება ბიბლია და წმინდა სახარება, ბევრი მიხვედრა უნდა? წიგნში იგულისხმება ბიბლია და წმინდა სახარება, ბევრი მიხვედრა უნდა?
3. ამ ლექსის დაწერა უფრო უკეთესადაც შეიძლება ჩემი აზრით... ამ ლექსის დაწერა უფრო უკეთესადაც შეიძლება ჩემი აზრით...
2. რომელიც წიგნით მას საერთოდ არ ეკუთვნოდა>>>? -5 რომელიც წიგნით მას საერთოდ არ ეკუთვნოდა>>>? -5
1. არაფერი ახალი ! არაფერი ახალი !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|