ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სეხნო
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2011


***

დღეს მე შენს სარკმელს მზერით ისევ კენჭი ვესროლე,
ოთახის ჩრდილებს მიგამსგავსე ყველაზე ლამაზს,
ფილტვებს ვასუნთქე შენი ყოფნის ჰაერი მძაფრად,
არ ვჭირდებოდი იმ წუთებში ჭირსა და ვარამს.
დილას უზმოზე მიგემსგავსე სარკეში მდგარი,
ხელით შეგეხე ჩემს სახეზე შექმნილ მიმიკებს,
დღეს, როცა ქუჩა მიდიოდა ჩემზე მაძღარი,
ეს ჩემში  შენი ნაბიჯები კვეთდა ბილიკებს.
ღამე, რომ ქალაქს აბნელებდა მთელი ძალებით,
მე მომეკერა ისევ შენი ღიმილი ბაგეს,
გადმოვალაგე ნაშვილები ემოციები,
მტრის გათელილი ოთახები რომ დამილაგეს.
და თუ დავლაგდი, შემაშინებს ჩემი სიტყვები?
მე შეიძლება ემოციამ ჩემმა მამხილოს?
მორჩა, ცხოვრებამ ბევრი ხატა ჩემში ბრიყვები
და დრო მოვიდა სხვა მტრის გული რომ მოალხინოს.
ეს ცეცხლი ჩემში არ დატოვებს ნაცრის ნაკვალევს,
ის სულ ენთება, გამანათებს და გაგანათებს,
ბედნიერი ვარ, წერისათვის ვეძებ მე კალმებს,
და შენი მუზა ამ სიტყვებში, რომ გამამართლებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები