ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინია ინია
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2011


ფრაგმენტები

ეჭვი- რმადენიმეკვირანი მოწევის პაუზისგან
გაღიზიანებულ ფილტვებს გავს
დილით რომ ყელში გიბლანტებს დღის განრიგს,
გულაღმა ძილს გავს მუცელს
ჰაერით რომ გივსებს და თითქმის რომ გახრჩობს,
სიჩქარისგან დავიწყებულ ნივეთებს გავს სახლში,
უკან რომ გაბრუნებს,მერე გაგვიანებინებს და ბოლოს რომ გტოვებს,
გაჭრილ ლიმონს გავს რომლის ნახევარს მხოლოდ იმიტომ ინახავ რომ
დაობდეს და გადააგდო.
ჩემი თითების მგრძნობიარე ბალიშებს გავს შენს ზურგზე
სხვის ნათითურებს რომ კითხულობს...

შენ ჩემი ცუდი ჩვევა არ ხარ ,
ამას იქედან ვხვდები რომ ყველა ძილის წინ აღარ გკითხულობ,
მხოლოდ ხანდახან როცა საზარდულიდან,
თეთრ ფესვებიანი სარეველები მკერდისკენ მიხოხავენ
მაშინ ვიხსენებ ზღაპარს შენზე და მხოლოდ იმ ადგილს ვყვები ჩუმად
სადაც შენ გზაჯვარედინზე გზებს ირჩევ,
და ჩემს ენაზე ტოვებ მოტკბო, კონვერტის კანტიდან აყოლილ გემოს,

ჩემი უსურვილობა გადამდებია,
და ყინავს კიდურებს,
და ჩემში მაინც ყველაფერი რჩება მონოტონურად,
წუთში სამოცდათორმეტ დარტყმის ხმოვანებას მაჯიდან ვუსმენ
და ყველაფერი მბეზრდება რადგან,
დიალოგს ენების გარეშე რითმი არააქვს,
და მონოტონური ტალღებისგან დაუმუხტავი ენრეგია
ცალმხრივად მოძრავ ქუჩას გავს,
რომლის შუქნიშნის ყვითელი არც ნებართვაა და არც უნებართვობა.

კალენდარში,თვის ყველა მეორე შაბათს გინიშნავ რომ არ დამავიწყდე,
ამ დღეს დილით უხასიათობა რიტუალია,
დიალოგი საკუთარ თავთან ჩვევა და
კითხვა იგივე
ეხლა რაღაში ჩამრჩი...


შენ მირჩევდი რომ ძილისდროს მრგავლი ან ოვალური ვყოფილიყავი
მე კი როგორც ყოველთვის უფორმო ვარ.

ალბათობა იმის რომ მე შენში ავირევი იმდენად
მცირეა რამდანადც შენი შენში შერევის მცდელობა.

საოცარია მაგრამ დღემდე
უწყვეტად
უპაუზოდ
უინტერვალოდ
მახსოვხარ...

მაღელვებ!
































კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები