ათრთოლებული ხელით გამოაღო კარი, თითქოს სახელურის დაშვებასთან ერთად დამთავრდა მისი ცხოვრების რაღაც ეტაპი. ნაბიჯებს ვერ აყოლებდა ერთმანეთს, ერთი წინ მიიწევდა, მეორე უკან, იქ, სადაც რაღაც რჩებოდა, რაღაც სუფთა და უკვე დამთავრებული... გაიქცა, ეჩქარებოდა, თუმცა, თვითონაც არ იცოდა, უნდოდა კი ამის გაკეთება? არა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, თუმცა გზა ყოველთვისაა...
ობლად მოჭრიალე ხის კარი გამოაღო და შევიდა.
_ უკვე მოხვედი? გადაწყვიტე? მაშ, დავიწყოთ.
თავისდაუნებურად დაწვა ძველ, აშმორებულ ტახტზე, რაღაც გულზე ეკონწიალებოდა, თხოვდა, არ ჩაედინა ეს, მაგრამ... დედაბერმა ძველი მაკრატელი აიღო და დაიწყო... იგრძნო, როგორ მოსწყდა მის სხეულს ჯერ რაღაც ხელისმაგვარი, მერე ფეხისმსგავსი, შემდეგ... მერე უკვე ვეღარაფერს გრძნობდა... მორჩა, დამთავრდა მისი ცხოვრების ლამაზიც, ტკივილიანიც და უკვე თვითონაც რომ აღარ იცოდა ისეთი მონაკვეთი.
ძლივს გამოვიდა გარეთ, მზე მედგრად ებრძოდა ღრუბლების გისოსებს და ამაოდ ცდილობდა გამოძრომას, ისე, როგორც მისი სხეულის ნაწილი ებრძოდა რამდენიმე წუთის წინ ჟანგიან მაკრატელს... გრძნობდა, გონებას კარგავდა, ალბათ, სისხლი მოეწამლა... დედამიწა დატრიალდა და მასთან ერთად მზის დისკოც... იქიდან კი პატარა არსების ლანდი გამოკრთა:
_ რატომ მომიშორე, დედა, მე სიცოცხლე მინდოდა... ჩუ, ნუ ტირი, ნახე, მე ზეცაში ვარ, ღრუბლები მიწევენ შენს მაგივრობას, მზის სხივები მათბობენ, ნუ გეშინია, შენც მოხვალ ჩემთან, აი, აქ... იცი, რამდენი ვართ? მაგრამ არცერთს არა გვყავს დედა... შენ მაინც მოდი, გამათბე...
როგორ უნდოდა იმწუთას მასთან ყოფნა, უნდოდა სხეული დაეხოკა, მაგრამ... უკვე გვიანი იყო... წავიდა... თუმცა იქ ვერა, რადგან უაღსარებოდ, ცოდვილმა დატოვა ეს უცოდვილესი მიწა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ღმერთო,გააძლიერე ეს ტკივილი რათა გადავრჩეთ! თემა_ თანამედროვე და პრობლემური! ღმერთო,გააძლიერე ეს ტკივილი რათა გადავრჩეთ! თემა_ თანამედროვე და პრობლემური!
3. თემა მტკივნეულია, მაგრამ ნაწერი, ჩემთვის პირადად, ცოტა ბანალურია...თან აზრობრივი ცდომილებაც არის – ქალი ტკივილს გრძნობს, გასაგებია, მაგრამ "მოსწყდა მის სხეულს ჯერ რაღაც ხელისმაგვარი, მერე ფეხისმსგავსი", ეს,არასწორია – ამის შეგრძნება არა და დანახვა, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა.... (ჩემი აზრით, რასაკვირველია)
წარმატებები! თემა მტკივნეულია, მაგრამ ნაწერი, ჩემთვის პირადად, ცოტა ბანალურია...თან აზრობრივი ცდომილებაც არის – ქალი ტკივილს გრძნობს, გასაგებია, მაგრამ "მოსწყდა მის სხეულს ჯერ რაღაც ხელისმაგვარი, მერე ფეხისმსგავსი", ეს,არასწორია – ამის შეგრძნება არა და დანახვა, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა.... (ჩემი აზრით, რასაკვირველია)
წარმატებები!
2. მადლობა, კატიე... ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული თემაა... მადლობა, კატიე... ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული თემაა...
1. ცრემლები ვერ შევიკავე... გულიც შემეკუმშა ...
"დედამიწა დატრიალდა და მასთან ერთად მზის დისკოც... იქიდან კი პატარა არსების ლანდი გამოკრთა",- არსების, რომელიც დედამ მიატოვა და თვითონაც დარჩა ღვთისაგან მიტოვებული და ვერმიტევებული...
ყოჩაღ, ავტორო! ცრემლები ვერ შევიკავე... გულიც შემეკუმშა ...
"დედამიწა დატრიალდა და მასთან ერთად მზის დისკოც... იქიდან კი პატარა არსების ლანდი გამოკრთა",- არსების, რომელიც დედამ მიატოვა და თვითონაც დარჩა ღვთისაგან მიტოვებული და ვერმიტევებული...
ყოჩაღ, ავტორო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|