ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2011


შენთვის ვწერ

შენთვის ვწერ, შენთვის ვარსებობ,
შენთვის ნათდება წყვდიადი,
შენთვის დავანგრევ ყველა კოშკს,
რომ ჩვენი გახდეს დიადი!

მთვარის სონატას მოგიძღვნი,
ნიკალა ვარდებს მასესხებს:
სიყვარულისთვის, გრძნობისთვის,
ერთად ყოფნისთვის ნათესებს!

რუსთველის პოემას გიმღერებ,
შანდორ პეტეფის: მიყვარხარ-ს,
ჰაინეს სიზმრად ვიქცევი,
ყოველ წუთს გეტყვი- მიყვარხარ!

ნუ წახვალ, ნუ გამექცევი,
ნუღარ დამტოვებ "მერი"-ვით,
მოდი,მაკოცე გრძნობაზე,
ისევ მიყურე შველივით!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები