ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2011


ორი ლექსი (ესმერალდას)

ლექსის ყვავილები
………………………
გიხილე ქალო ლამაზო,
ჩემი ოცნების კიდეო!
გამოჩნდი ჩემში მზესავით,
გულს ცეცხლი მომიკიდეო,
შენა ხარ უცხო ედემი,
თვალნი სამყაროს ზღვებია
და შენი თმების უღრანში
მუზები იბადებიან,
შენს მკერდზე ილეწებიან
ჩემი ლექსების კავები,
შენი თვალების ბადეში
ოქროს თევზივით გავები.
გავჭიმე მზიდან შენამდე
სულის და გრძნობის სიმები,
ამღერდნენ ცაში ღმერთები,
მიწაზე სერაფიმები,
დაიმსხვრა ჩემი ხომალდი,
შენს მკერდზე ვპოვე ბაქანი,
მუზების მატარებლები
მიდიან ქაქან-ქაქანით,
შენს თვალში ცისარტყელებით
გადავდე ბეწვის ხიდები,
მისტუმრე შენთან ედემში,
არ დამჭირდება გიდები,
ჩემში ხარ წვიმავ,სიცოცხლევ,
ცავ,უფსკრულო და ყვავილო!
ჩემი ლექსების ბაღები
შენი თვალებით ყვავილობს...




სადღას უცხო სამყაროში
………………………………..
სადღაც უცხო სამყაროში
ღრუბლები რომ მიდიან,
იქ გრძნობების სამეფოში
მკერდით მომიზიდია
შენთვის დიდი სიყვარული,
მხრით_მყინვართა სიმძიმე,
ვერ ვიმძიმე რაც მძიმეა
და ვერც მთები ვიმძიმე.
მიდიოდნენ,მოდიოდნენ
ცაზე ღრუბლის ქულები
და ზემძლავრი ძრავასავით
გულის-გულის-გულები
ღელავდა და მე ვიგრძენი,
თუ რაოდენ დიდია
გრძნობა,რაც შენს სამეფოში
მკერდით მომიზიდია.
მე ვიგრძენი,მე ვიხილე
შენი სუსხი,ნათება,
ჩემი მზე და ჩემი ღმერთი
ჩემში მეკამათება
და ჩემი მზის ელვარება
ვკრიფე სულის ვაზიდან,
ჩემი გულის მღელვარება_
შენი სილამაზიდან.
მომაქვს მკერდით სიყვარული,
მხრით მყინვართა სიმძიმე,
ვერ ვიმძიმე რაც მძიმეა
და ვერც მთები ვიმძიმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები