 | ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია 4 აპრილი, 2011 |
ჩვენ საუკუნის დაშორებით შევხვდით ერთმანეთს, ისევე როგორც პოეზიამ ნახა ვერლიბრი აღარ იხდიან პოეტისთვის აღარც ერთ მანეთს და ჩვენ ვიჩხუბეთ, მერე მაინც ისევ შევრიგდით.
ახლა გიყურებ, საუკუნის გამოღმა მდგომი და მენატრები "ნაპოლეონს ვით ჟოზეფინა" ვიხსენებ ერთად გავათენეთ ღამე აღდგომის და გულის კედლებს სითბოს განცდა კვლავ მოეფინათ.
მწყურიხარ ისე, ვით ზღვას თავი და წვიმას წვიმა, მაკლიხარ ისე ვით ჩემს თვალებს დანახვა შენი, ახლა იცოდე საუკუნით, ეპოქით წინ ვარ და ეგ ცა ტანზე როგორც არვის მხოლოდ შენ გშვენის.
მითხარი რამე, არ დადუმდე თორემ მოვკვდები ერთი ღიმილი მოაყოლე ღრუბლიან ზეცას, მახსოვს ტყეში, რომ დაინახე ლომის ბოკვერი და შენ შეშინდი, მაშინ ტანზე მაისი გეცვა.
ახლა ვერ გხედავ მეფარება ეპოქის ზღუდე, ზეცა ეპოქის უკანასკნელ კარებებს კეტავს, ცხოვრებამ თავი დამიტოვა ცივი და მრუდე ჩვენ დაგვაშორეს, სიკვდილის წინ გეკოცნა ნეტავ....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რა კარგია! მიხარიხარ თოკო, მეგობარო! +++++ რა კარგია! მიხარიხარ თოკო, მეგობარო! +++++
7. მართლა უკეთესს და უკეთესს წერ, ეგრე გააგრძელე, მართლა უკეთესს და უკეთესს წერ, ეგრე გააგრძელე,
6. მთლიანობაში ლამაზი ლექსია...ამ სტროფის პირველ ორ სტრიქონში სიტყვა ''ეპოქა" ერთაგნ მაინც რომ შეიცვალოს, კრგი იქნება ახლა ვერ გხედავ მეფარება ეპოქის ზღუდე, ზეცა ეპოქის უკანასკნელ კარებებს კეტავს, ცხოვრებამ თავი დამიტოვა ცივი და მრუდე ჩვენ დაგვაშორეს, სიკვდილის წინ გეკოცნა ნეტავ....
მთლიანობაში ლამაზი ლექსია...ამ სტროფის პირველ ორ სტრიქონში სიტყვა ``ეპოქა" ერთაგნ მაინც რომ შეიცვალოს, კრგი იქნება ახლა ვერ გხედავ მეფარება ეპოქის ზღუდე, ზეცა ეპოქის უკანასკნელ კარებებს კეტავს, ცხოვრებამ თავი დამიტოვა ცივი და მრუდე ჩვენ დაგვაშორეს, სიკვდილის წინ გეკოცნა ნეტავ....
5. საინტერესოა...:) საინტერესოა...:)
1. უფრო და უფრო იხვეწები თორნიკე და მიხარია. ;) უფრო და უფრო იხვეწები თორნიკე და მიხარია. ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|