ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 აპრილი, 2011



    ჯანდაბას, ისევ ამეკიდა ფიქრების ძუ მგელი, იცის ბრძოლას სისხლი თან ახლავს და რატომაც არა, ამ საღამოსაც მშვენივრად გამოძღება...
    სასაცილოა, ნუთუ მგონია, რომ სამყაროს შევცვლი, ეს ხომ აფსურდია, ჩემი პროტესტი სამყაროსადმი სრული უგუნურებაა, მაშინ, როცა პეპლებს... ო,. ღმერთო ჩემო ისინი ერთმანეთის სიყვარულსაც ვერ ასწრებენ, ისე კვდებიან...
ღმერთო ჩემო ჩემი პროტესტი რა მოსატანია, მაშინ როცა სინათლეზე შეყვარებული ციცინათელები ცისკარზე ერთმანეთს უკანასკნელად უყვებიან ლეგენდას მზეზე.. (ყვებიან, რომ მზის სიყვარულის ნიშან-სიმბოლოდ არის მათში ნათება.)..
ჩემი პროტესტი რა მოსატანია, მაშინ როდესაც ამდენ ტანჯვას უხმოდ ითმენს თევზი, და დასაბამიდან არ დაუჩივლია საკუთარ ბედზე...  იქნებ მშობლები მოენატრა ჩემს ოთახში ეულად დარჩენილ აკვარიუმში მოცურავე შავ თევზს, ან იქნებ უყვარდა კიდეც ვინმე, ან იქნებ მეგობარი ადარდებს ახლა ოკეანის კამკამა წყალში რომ დაეძებს საყვარელ მეგობარს, იქნებ სხვა რამ ადარდებს, მაგრამ, არა, მე არაფერს მეტყვის, და განა არაფერს მეტყვის მხოლოდ, კიდევაც გაიზიარებს ჩემს სიტყვებს, საღამო პირს რომ ჩუმად ვუაღსარებ...
ჩემი პროტესტი რა მოსატანია, როცა გუგულს საკუთარი ბუდე არ აქვს და როცა მას არასდროს ჰქვია “დედა”….
ჩემი პროტესტი კიდევ რააა, როცა ყვავილებს მხოლოდ იმიტომ სწყვეტენ, რომ შემდეგ გზაზე მოისროლონ, მაშინ როდესაც ყვავილებს თვითონვე რგავენ.
ჩემი პროტესტი? ჰმ!... პროტესტი რას მიქვიან, როცა როცით სავსეა და  როცა, დანიშნულება დაკარგვია თითოეულ ქმნილებას და როცა სიცრუე ითვლება მართლად და როცა ვნებებით მარტვილობენ და როცა გონება აღარ ნიშნავს მსგავსებას ღვთისას და როცა ცვლილებას ვეძებთ გარეთ და  როცა საკუთარში არ ძალგვიძს არა რა! და როცა გონებას ბინდავს ამაოება ამაობეთა შორის, და როცა ჯვარცმის ტკივილივით გვტკივა ახლა კბილი, და როცა საკუთარ შვილს მუცელშივე ჭრის და გარეთ ყრის დედა(აბორტი) და  როცა, ღმერთო ჩემო არსებობს ამდენი როცა, როგორ შევცვალო სამყარო, როცა საკუთარი თავი ვერ წავართვი ვერცერთ ზევით დაწერილ როცას ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები