ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2011


მეუფე იობს

საპატრიარქოს კედლებში თუ ეკლესიაში,
თქვენს სანახავად გული წრფელად მომღერებია,
წირვის დასასრულს და მორწმუნე მრევლში მდგომარეს,
თავზე მე თქვენი თბილი ხელი მომფერებია.

თქვენი სიტყვები დაწერილი ხატივით მხიბლავს,
წყლიან თვალებში სიყვარული დაგსახლებიათ,
მიტროპოლიტის მანტიაშიც თავმდაბალი ხართ,
ამიტომ სულში სამუდამოდ ჩამსახლებიხართ.

რუის-ურბნისის ეპარქია ააგალობეთ,
ტაძრად აშენდით და მიეცით მონასტრებს სუნთქვა,
თქვენს ნალოცსა და ნატერფალზე დავდივარ კრძალვით,
ერის და ბერის მოძღვარო და სიცოცხლის სულთქმავ.

ხართ მწყემსმთავარი გულთბილი და ალალმართალი,
თქვენგან დალოცვილს ფეხი კენჭზეც არ წამომიკრავს,
მემახსოვრებით, მეყვარებით სულზე მზრუნველი,
სანამ სიცოცხლე უკანასკნელ ზარს ჩამომიკრავს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები