ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
7 აპრილი, 2011


"მისი" ჩამოხრჩობა

აი ისიც, მოდის, ხელები უკან აქვს დაწყობილი, უფროსწორად მოყავთ და ხელები უკან ბორკილებით აქვს შეკრული. მისი სუნთქვა და გულის ცემა კარგად მესმოდა, ვგრძნობდი მის ძალას, ვგრძნობდი მის სიმშვიდეს და ცოტაოდენ კმაყოფილებას, ის თითქოს ამბობდა, „ასეც უნდა მომხდარიყოო“. მისი სიმშვიდე და წყნარი ნაბიჯები ხალხს ძალიან აკვირვებს, თითქოს ყველა ნანობს, რომ ამ ადამიანმა უნდა დატოვოს ეს სიცოცხლე. უცნობი შესაშური კმაყოფილებით და სიდინჯით მიდის  სიკვდილთან შესაგებებლად, შეიძლება არც არის უცნობი, ეს კაცი მე ვარ, და შენც, ის ყოველი ჩვენგანია, ეს კაცი ჩვენი უაზრო ფიქრებია, აუხდენელი ოცნებებია, გათენებული ღამეებია, მზეს ჩანაცვლებული მთვარეა, უთქმელი სიტყვებია. ის სკამზე შედგა, სკამი ისევე უბრალოდ გამოიყურებოდა, როგორც მასზე მდგომი კაცი, ბარაბნების ხმა ჯერ ნელა დაიწყო, შემდეგ აჩქარდა, შავნიღბიანმა კაცმა სკამს ფეხი კრა და კაცი ჰაერში დაეკიდა, შემზარავად გაიღიმა და თვალები წყნარად დახუჭა. მესმოდა როგორ ანელებდა მისი გული ცემას, ვიგრძენი როგორ გაჩერდა მასთან ერთად ჩემი გულიც, მაგრამ ჩემმა გულმა ისევ გააგრძელა ფეთქვა, მისი კი ისეთივე მდუმარე იყო, როგორც თვითონ... ვხვდებოდი რომ ერთი გული აღარ განაგრძობდა ფეთქვას, ვხვდებოდი, რომ ერთი ადამიანი ვეღარ ნახავდა ღამეს და დღეს, აღარ გაიღვიძებდა, აღარც დაიძინებდა, ვხვდებოდი რომ დედამიწაზე კიდევ ერთი ერთადერთობა დაიკარგა, ვხდებოდი ერთი ადამიანი აღარ ისუნთქებდა, ვეღარ იოცნებებდა, ვეღარ იფიქრებდა, აღარ ეყვარებოდა, აღარ ეტკინებოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები