ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თე_თე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 აპრილი, 2011


დამიმახსოვრე...

დამიმახსოვრე, ერთი წამიც და , ჩამოვიშორებ მე სიმარტოვეს – შენთან ისურვა ( ვე(A)რ დავაკავებ)…

დამიმახსოვრე , ჩვენი წარსულის ანოტაცია მინდა ატარო, საკინძედ,საგზლად … არ შეამცივნო (დასუსტდა თითქოს)

დამიმახსოვრე , თამბაქოს კვამლში შეინახე ჩემი თვალები , ხშირად ნუ ნახავ (მატყვევებსო, ამბობდი უწინ)

დამიმახსოვრე , ლაღი, დამყოლი …ნანატრ სიყვარულს რომ ანაცვალა ყველა სიამე (გადავსხვაფერდი, ვეღარ ალღვობს ყინულს ალ-ცეცხლი)

დამიმახსოვრე , ვიცი ოდესმე კიდევ შეგვყრის მსაჯული ბედი … და დაგვიანდა, ვბედნიერობ –უნდა გახარო !

დამიმახსოვრე … და ყველა რჩევას, რაც მისახსოვრე –უკან გიბრუნებ ! ვერ შევიფერე , ვერ დავმშვიდდი , გიჟი ვარ , გიჟი !

P.s ერთი სხვაობით _ არა შენი !

03/04/2011

Te...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები