 | ავტორი: სპილუკა ჟანრი: პროზა 12 სექტემბერი, 2008 |
- ისევ დაიბადა! - თავისით მოკვდება. - რა სწრაფად იზრდება?! - არა უშავს, ჩვენ მაინც ვერ მოგვწვდება. - რომ აზროვნებს?! - მიდი, გონება დაუბინდე. - რომ ოცნებობს?! - ბოლომდე მოუკალი. - შეხედე უყვარს კიდეც! - გამოიწი, არ გადაგედოს. - როგორ საშინლად გალამაზდა?! - დააბერე სანამ დროა. - დავაბერე, მაგრამ არ მახინჯდება. - იმიტო, რომ დააგვიანე, უკვე გამრავლდა. - რატომ ვერ ვკლავ?! - ძლიერი სული ქონია და გებრძვის. - სულს ვერ წავართმევ? - ვერა, შეიძლება დაუმახინჯო, ისიც თუ მოგყიდა. - მალე მოკვდება? - უკვე მოკვდა. - აბა, ისევ იქ რატომაა?! - ჯერ კიდევ ახსოვთ და იმიტომ. - მალე დაავიწყდებათ? - გააჩნია, როგორ იცხოვრა. - მამა, ვერაფერს ვუხერხებ, აქეთ ვერ მომყავს. - გაანებე შვილო თავი, ხომ ხედავ კერკეტია, ვერ გატეხავ.
თქვენ მოისმინეთ რადიოსპექტაკლის „მამები და შვილები” მეორე ნაწილი. გაგრძელება - შემდეგ გადაცემაში, პარასკევს 13 რიცხვში, ზუსტად 13 საათზე.
დარჩით ჩვენთან და არ მოიწყენთ.
ჯოჯოხეთის რადიო აგრძელებს თავის მაუწყებლობას. ახლა კი თქვენი თხოვნით ვიმეორებთ მსუბუქი მუსიკის კონცერტს.
Dj-ის ხმა მიჩუმდა და რადიომიმღებიდან Heavy Metali-ს ნაზი ჰანგები გადმოიღვარა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
9. საინტერესოა! საინტერესოა!
8. ყოჩაღ, სპილუკა-მამუკა! მიყვარს შენი პაწაწუნა მოთხრობები! 10 ყოჩაღ, სპილუკა-მამუკა! მიყვარს შენი პაწაწუნა მოთხრობები! 10
7. საინტერესო იქნება თუ გააგრძელებ საინტერესო იქნება თუ გააგრძელებ
6. ძალიან მაგარია, ძალიან. 5 ძალიან მაგარია, ძალიან. 5
5. არიგინალნა :) 5 არიგინალნა :) 5
4. შთამბეჭდავი გვერდია სულ და სულ... გაიხარე მიყვარს აქ შთამბეჭდავი გვერდია სულ და სულ... გაიხარე მიყვარს აქ
2. ჯიგარი ხარ ძმაო. 5 ჯიგარი ხარ ძმაო. 5
1. გენიალურია! გენიალურია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|