ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2008


სანგარში

”ვზივარ სანგარში და წვიმა მაწვიმს...”
ქარდა ქარდუხი

ცალკე ზღვაური, ცალკე ღამე... სუფთა მორფინი -
წვიმა - ეყრება დედამიწას ჟღალი ჭორფლივით.
არ ჩანს ნაპირი... შენზე ფიქრი ტალღებს მოება,
ცივა სანგარში მიტოვებულ სამრეკლოებად...
ვთრთი - ოცნებებში გარიყული თეთრი ფრეგატი.
რატომ მეგონა, ერთ ზარს მაინც ჩამოვრეკავდი,
თუნდაც განგაშის...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები