 | ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: იუმორისტული 13 აპრილი, 2011 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
(განმარტება:- "ჭღრპღრ"-ჩემი ტელეფონის ნომერი, "ბევრიბევრი"-მისი ტელეფონის ნომერი ;) )
ჭღრპღრთი ვრეკავ ბევრი ბევრზე ლამაზო, ჰოდა სასწაული და არავინ არ მპასუხობს, მიდის ქალი ქუჩაში,მიდის როგორც ავაზა, ცაზე მთვარე აგდია,ვით ჩაიში "სუხარი". ახლა ეშაფოტზე ვარ ასკინკილით ასული, ჩემი ლექსის მარყუჟით უნდა თავი დავიხრჩო, ციდან გამოქცეული,შენ ხარ მთვარის ასული, ახლა გარიჟრაჟია,მზე მწვერვალზე ხრჩოლავს და მინდა თავი დავიხრჩო ჩემი ლექსის მარყუჟით, გული ქშენით შეჩერდა შენი მკერდის ბაქანზე, და ორთქლიან ძარღვებში სისხლმა დაიყიჟინა, ჰოდა გული დაიძრა ისევ ქაქან-ქაქანით.. მაგ თვალების ჰორიზონტს ვერ ვუპოვე საზღვარი, უსაზღვროა სამყაროც,როგორც შენი თვალები, ჩემი გრძნობა მთებიდან მოვარდნილი ღვარია, შენს კაბაზე ყვავიან ჭრელი ჭორიკანები. შენს ირგვლივ კი დახტიან ანცი ლექსის ჭინკები, მე ვარ ფიქრის მეფე და პოეზიის მხედარი, ახლა ვნების ქარები შენსკენ ერეკებიან ჩემი ლექსის ერკემლებს და შენს გულში დარია. მე კი ლექსის მარყუჟით ახლა თავსაც დავიხრჩობ, შენი მკერდის ბაქანთან,კერტებია ლამაზი, ახლა გარიჟრაჟია,მზე მწვერვალზე ხრჩოლავს და მიდის ქალი ქუჩაში,მიდის როგორც ავაზა.. კვაზი უმახინჯესი ორიათასოცდა...
პს. -ექიმო ჩემი ქმარი იმპოტენტია! -რა კერძებს მიირთმევს? -კარტოფილის პიურე უყვარს,სულ მას ჭამს. -ეჰ,ქალბატონო,სახამებელი მხოლოდ საროჩკის საყელოს აყენებს.
არსებობს ქალების სამი კატეგორია! -რომელი და რომელი? -ლამაზები,ულამაზესები და გასაბერები.
რას შვრები ძამია? -ვერ ხედავ ყანას რომ ვხნავ? -მერე რაა აგი მრგვლად რომ ხნავ?პირდაპირ უნდა ატარო გუთანი,პირდაპირ და უკან! -ეგი ცირკის ჩამოწერილი ცხენია!
ხეზე ყვავი ზის და პლანს აბოლებს,მიუსკუპდა გვრიტი:-მომაწევინე,რა,ყვანჩალ. მოაწევინა.გვრიტი მიწაზე დავარდა.ცოტახანში გონს მოვა და ისევ მიუსკუპდება ტოტზე:-აუ,კიდე მომაწევინე რა! მოაწევინებს და კიდე მიწაზე დაასკდება. ამ დროს თავზე მაიმუნი წამოადგება და ეკითხება გვრიტს:-რაო გვრიტიკო დაბოლილი ხარ? -ხო,ადი მაღლა ყვავია და მოგაწევინებს. მაიმუნი ხეზე ავარდება,მივა ყვავთან და ეუბნება:-მომაწევინე ყვანჩალ! ყვავი დაბოლილ თვალებს ძლივს გაახელს და ეუბნება:-კარგი რა გვრიტო,გეყოფა,ვერ ხედავ რომ მაიმუნს გავხარ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მე ვარ ფიქრის მეფე და პოეზიის მხედარი, ახლა ვნების ქარები შენსკენ ერეკებიან ჩემი ლექსის ერკემლებს და შენს გულში დარია. მე კი ლექსის მარყუჟით ახლა თავსაც დავიხრჩობ, მე ვარ ფიქრის მეფე და პოეზიის მხედარი, ახლა ვნების ქარები შენსკენ ერეკებიან ჩემი ლექსის ერკემლებს და შენს გულში დარია. მე კი ლექსის მარყუჟით ახლა თავსაც დავიხრჩობ,
12. პს. -ექიმო ჩემი ქმარი იმპოტენტია! -რა კერძებს მიირთმევს? -კარტოფილის პიურე უყვარს,სულ მას ჭამს. -ეჰ,ქალბატონო,სახამებელი მხოლოდ საროჩკის საყელოს აყენებს. =)) პს. -ექიმო ჩემი ქმარი იმპოტენტია! -რა კერძებს მიირთმევს? -კარტოფილის პიურე უყვარს,სულ მას ჭამს. -ეჰ,ქალბატონო,სახამებელი მხოლოდ საროჩკის საყელოს აყენებს. =))
10. ჭღრპღრთი ვრეკავ ბევრი ბევრზე ლამაზო
ქალი რომ ტელეფონის ნომერს მიუთითებს 855-ბევრი-ბევრი :))
სადომაზოხისტკაა, კლიანუს =))
ჭღრპღრთი ვრეკავ ბევრი ბევრზე ლამაზო
ქალი რომ ტელეფონის ნომერს მიუთითებს 855-ბევრი-ბევრი :))
სადომაზოხისტკაა, კლიანუს =))
9. არსებობს ქალების სამი კატეგორია! ...... არა უფრო მეტი ეტყობა მარტო ეს კატეგორიები შეგხვდა.....:( და მაზოხისტი ქალები თუ შეგხვედრია ?...... არსებობს ქალების სამი კატეგორია! ...... არა უფრო მეტი ეტყობა მარტო ეს კატეგორიები შეგხვდა.....:( და მაზოხისტი ქალები თუ შეგხვედრია ?......
7. კაცი შედის მაღაზიაში და სიგარეტს იყიდის რომელსაც აწერია: ,,მოწევა იწვევს იმპოტენციას". მოუბრუნდება გამყიდველს და აუბნება აი არ მინდა, რო კლავს იგი მომეციო :D :D :D :D კაცი შედის მაღაზიაში და სიგარეტს იყიდის რომელსაც აწერია: ,,მოწევა იწვევს იმპოტენციას". მოუბრუნდება გამყიდველს და აუბნება აი არ მინდა, რო კლავს იგი მომეციო :D :D :D :D
6. =))=))=)) +2 =))=))=)) +2
3. ჰო,სუხარი კი არა-ორცხობილა:) ჰო,სუხარი კი არა-ორცხობილა:)
2. ჭღრპღრ-მოვაცილე,
მშვენიერი ლექსი შემრჩა ხელთ! ჭღრპღრ-მოვაცილე,
მშვენიერი ლექსი შემრჩა ხელთ!
1. სახამებელი მხოლოდ საროჩკის საყელოს აყენებს =)) კარგი რა გვრიტო,გეყოფა,ვერ ხედავ რომ მაიმუნს გავხარ? =)) =)) ვაიმეეე =)) კვაზიი :)))))))))))
სახამებელი მხოლოდ საროჩკის საყელოს აყენებს =)) კარგი რა გვრიტო,გეყოფა,ვერ ხედავ რომ მაიმუნს გავხარ? =)) =)) ვაიმეეე =)) კვაზიი :)))))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|