ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელა ეული
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2011


ტკბილო

დედაო ღვთისავ თბილო და ტკბილო,
გვედრი ჩემს დაღლილ სულს წყალობის მტილო,
სულს ვნებები ებრძვის, ვეღარ ვძლევ მარტო,
შენ მოხვალ მშველელად ღვთისგან და მათბობ.
ჩემთანაც დაიდე ბინა დედავ ყოვლის,
შენ ხარ მაგიერი ჩვენთვის ყველა მშობლის,
მადლი მოვიპოვოთ სანაცვალოდ ცოდვის.
რწმენა განგვიახლე წინაპართა მოდგმის,
როცა მარტოობის სენი დაგვესხმება
ბოროტს შეუტიე ძალა განესხმება,
შენ იყავი ჩემთან გულში მაგრძნობინე,
რომ შემწე ხარ ჩემი, თავი მაპოვნინე.
საყვედურის სიტყვა ყველას დაგვცდენია,
თუმცა სინანულის ცრემლიც დაგვდენია,
ყოველ დილას ჩემს გულს დაღი ამჩნევია,
ეს ტანჯული სული ცოდვის ჩამდენია?...
მაგრამ თავმდაბლობა დიდხანს ვერ ჩერდება
კვლავაც განსაცდელი ახალი  გვეძლევა
და როცა გვგონია ძალ-ღონე გვეცლება
მადლი გარდამოდის სიცოცხლე გრძელდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები