შევაჭრიალე მარნის კარი, პატრონნაქები, აქ ყველაფერი იყო წმინდა, ალალ-გლეხურად, და უფროს, უმცროს ქვევრებს თავზე მძიმე სარქვლები, როგორც ქუდები ნამუსისა, ისე ეხურათ. აქ პაპაჩემის ტრიალებდა სპეტაკი სული და მამაჩემის ლექსის პწკარი ისევ ღვიოდა, მხოლოდ საწნახელს ჩამოეშვა უმწეოდ ტუჩი და დანესტილი ღაწვებიდან ცრემლი სდიოდა, ენატრებოდა ტკბილ ბადაგით დასვრილი ტანი, და ყურძნის ჭყლეტით გახელებულ ვაჟკაცთა ლხენა, ცარიელ ქვერვში ჩამღერებულ ბადაგის ბანი და ამოვსებულ ყანყრატოდან პირველის მღერა, სავსე გოდრები ჩაკუმსული შავი ყურძენით, და გამდიდრებულ პაპაჩემის საამო მღერა, სახლის დედაბოძს ჩასობილი მსხვლი ლურსმნები და ზედ ტყუპ-ტყუპად აჯაგნული მტევნების წყება, კასრებზე მწკრივად ჩამომდგარი თიხის დოქები, შიგ ჩაკიდული ძაბრი , როგორც გამშრალი ცური, უდედო ღვინის მოლოდინში თეთრი ბოცები და ნივრის მწნილით აქოთებულ ქილების სუნი, საყრდენ კედელზე მიყრდნობილი რძის სადღვებელი, და აქეთ-იქით დაჭყეტილი საცრის თვალები, ზედაშეს ქვევრი , ქალებისგან ხელუხლებელი და თეთრ ნაწნავად ჩამოშლილი ნივრის გალები. თვალწინ დამიდგა სუფრის ტკბილი ჩამომთავრებით, ურმის კოფოზე ჩამომჯდარი დაღლილი ღამე სავსე ქვევრები წარა-მარა ამომთქნარებით, და საწნახელის ვალმოხდილი მთვლემარე სახე. ახლა კი ბეღელს დასტყობია უკაცო ხელი აქ არც კერია ძველებურად აღარა ლხინობს, საწნახელს, ბეღელს დასტყობიათ ნაღველის ფერი და ზედაშეში მხოლოდ დოქით ჩაუდგამთ ღვინო. მოვაჭრიალე პირუჩუმლად კარები მძიმე ცრემლიან თვალზე რწმენის სხივი მაინც კიაფობს, ფუძის სიყვარულს მოაკითხავს მალევე ვინმე რომ საწნახელი ძველებურად აახმიანოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ეს ლექსი მამაჩემის ხსოვნას ეძღვნება ეს ლექსი მამაჩემის ხსოვნას ეძღვნება
9. კარგი ლექსია! მომეწონა! სიყვარულით, ერთგვარი ნოსტალგიითა და კოლორიტულადაა დახატული და გადმოცემული ეთნოგრაფიული გარემო! ფორმის, გამოხატვის მხრივაც მოწესრიგებული მეჩვენა ლექსი!
ჩემი შეფასება - 5555-ები!
კარგი ლექსია! მომეწონა! სიყვარულით, ერთგვარი ნოსტალგიითა და კოლორიტულადაა დახატული და გადმოცემული ეთნოგრაფიული გარემო! ფორმის, გამოხატვის მხრივაც მოწესრიგებული მეჩვენა ლექსი!
ჩემი შეფასება - 5555-ები!
8. ლექსის პწკარი - ბწკარი.. კითხვას აღარ ვაგრძელებ თქვენის ნებართვით.. ლექსის პწკარი - ბწკარი.. კითხვას აღარ ვაგრძელებ თქვენის ნებართვით..
7. ლექსი უზომოდ კარგია!!! :) ძალიან მომეწონა! ლექსი უზომოდ კარგია!!! :) ძალიან მომეწონა!
5. ულამაზესი ლექსია! ბევრი ლამაზი სახით! გამიხარდა ახალი, საინტერესო ავტორი საიტზე!!! :) კეთილი იყოს თქვენი ფეხი "ურაკპარაკზე" :) 55555! ულამაზესი ლექსია! ბევრი ლამაზი სახით! გამიხარდა ახალი, საინტერესო ავტორი საიტზე!!! :) კეთილი იყოს თქვენი ფეხი "ურაკპარაკზე" :) 55555!
4. ძალიან მომეწონა. ;) ძალიან მომეწონა. ;)
3. თვალწინ დამიდგა სუფრის ტკბილი ჩამომთავრებით, ურმის კოფოზე ჩამომჯდარი დაღლილი ღამე სავსე ქვევრები წარა-მარა ამომთქნარებით, და საწნახელის ვალმოხდილი მთვლემარე სახე.
მიუხედავად იმისა,რომ ,,ჩასაფრებული თვალი ბევრ ლაფსუს აღმოაჩენს ამ ნაწერში(როგორც სახალხო პოეტი ბ.ახალაია ბრძანებს) :D მე იმდენად მიყვარს ,,ალალ-გლეხური ლექსის ბწკარები" რომ მაინც მომწონს :) თვალწინ დამიდგა სუფრის ტკბილი ჩამომთავრებით, ურმის კოფოზე ჩამომჯდარი დაღლილი ღამე სავსე ქვევრები წარა-მარა ამომთქნარებით, და საწნახელის ვალმოხდილი მთვლემარე სახე.
მიუხედავად იმისა,რომ ,,ჩასაფრებული თვალი ბევრ ლაფსუს აღმოაჩენს ამ ნაწერში(როგორც სახალხო პოეტი ბ.ახალაია ბრძანებს) :D მე იმდენად მიყვარს ,,ალალ-გლეხური ლექსის ბწკარები" რომ მაინც მომწონს :)
2. მხოლოდ საწნახელს ჩამოეშვა უმწეოდ ტუჩი და დანესტილი ღაწვებიდან ცრემლი სდიოდა, ენატრებოდა ტკბილ ბადაგით დასვრილი ტანი,
ნივრის მწნილით აქოთებულ ქილების სუნი-აქოთებულს რამეს მოვუხერხებდი, ცუდად მოხვდა თვალს და ყურსაც(ისე,სუნი კი მეცა მწნილის :) )
მომეწონა.. მხოლოდ საწნახელს ჩამოეშვა უმწეოდ ტუჩი და დანესტილი ღაწვებიდან ცრემლი სდიოდა, ენატრებოდა ტკბილ ბადაგით დასვრილი ტანი,
ნივრის მწნილით აქოთებულ ქილების სუნი-აქოთებულს რამეს მოვუხერხებდი, ცუდად მოხვდა თვალს და ყურსაც(ისე,სუნი კი მეცა მწნილის :) )
მომეწონა..
1. მივულოცოთ უნიჭიერეს ქალბატონ ლეილა ლეგაშვილს საიტზე დარეგისტრირება, არ მოგვაკლებს თავის მადლიან ლექსებ. ამ ლექსმა შემოდგომა და მარანი მომასურვა. დიდი მადლობა, ლეილა. მივულოცოთ უნიჭიერეს ქალბატონ ლეილა ლეგაშვილს საიტზე დარეგისტრირება, არ მოგვაკლებს თავის მადლიან ლექსებ. ამ ლექსმა შემოდგომა და მარანი მომასურვა. დიდი მადლობა, ლეილა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|