ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მედეა მოლოდინი
ჟანრი: პროზა
17 აპრილი, 2011


წამის წინ(კოსტა მარტიაშვილს)

პატარაობისას კურდღელი ჩავიყვანეთ სოფელში, სულ შავი კურდღელი, ხოდა თურმე მოკვდა, კბილი ტკიოდა თუ რაღაც, ბაბუაჩემი წავიდა ბაზარში, იყიდა კურდღელი, ოღონდ თეთრი და რო ჩავედი და ეს ვნახე, მითხრა შენ რო წახვედი ინერვიულა და გაჭაღარავდაო



ეჰ კაია ბაბუა                                                           
კოსტა. 2011-03-25 04:06:25

(კომენტარი"ანგუ მეგას ნაწარმოებზე"ჩემი გურული ბაბუა შაშურა)




-მოგეხმარო?
-აწი მე არაფერი  მიშველის, აქ ხარ? მელაპარაკე..
_აქ ვარ-ცრემლი ჩავყლაპე..
გახსოვს,სიმინდები როგორ მიმიწვინე ერთ რიგად-გეხმარებიო-მიყიჟინებდი..
  ტუტუცი უნდა ვყოფილიყავი-მხარი არ ამება,რამდენიმე მეც შენს დასანახად ,გასამხნევებლად თოხით წავაქციე..
ხრინწი გაერია ხმას……
  -გტკივა?
  -კი, მტკივა
  გახსოვს,კურდღელი რომ ჩამომიყვანე შავი.....
კი, მახსოვს-ნერწყვი ყელში გამეჩხირა…
ლეკვივით დამსდევდა ფეხდაფეხ..მიყვარდა…
_მჯერა, ბაბუ..  მჯერა..
-ვერ ვუპატრონე,…. მის მაგიერი თეთრი მოგიყვანე-ვერ ვიშოვე იმფერი..იდარდა და გაჭაღარავდა მეთქი.. მოგატყუე-დაგაჯერე.
-ვიცი…
ხომ არ გეტკინა ბაბუ, რაც გაგიმხილე?
........
-გტკივა ,ბაბუ?-ცრემლი ჩავყლაპე..
-მელაპარაკე....აქ
ვარ, ბაბუ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები