 | ავტორი: ნატალია5 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 17 აპრილი, 2011 |
დაანებე თავი ფეხბურთს და ყურადღება მომაქციე, თორემ ბუხარში შევუკეთებ მაგ ტელევიზორს, ჩემი ეგოისტობაც მეყოფა. ქუდი მოიხადე და ისე მელაპარაკე, თვალები არ გიჩანს, ვინც თვალებს მალავს, ის ყალბია, შენ ყალბი არ ხარ! თმა დაიმოკლე ნახალოვკელი ნატას კაბასავით, რომ მასავით მიმზიდველი გახდე. ვის რად უნდა შენი ლექსები, ქალთან სხვანაირი მიდგომა გმართებს. ღვედი შეიკარი, ახალი კანონია, ლოგინიდან არ გადმოვარდე. გაფუჭებულ რადიატორს ნურასოდეს მოჭრი, მაგით მაინც შეინარჩუნებ წარსულს. დალიე იმდენი, რომ მიხვდე არ შეგძლებია დალევა და ლოთობაზე ხელი ჩაიქნიო. არადა რამდენჯერ გამომთვრალხარ იმისთვის, რომ პოეტად გეგრძნო თავი?! ცრემლები რომ ბორბლებად აქციონ, შენთან ერთად სამყაროს შემოვივლიდი, ცრემლისოდენა ხარ მაშინ, როცა გოლიათი გგონია თავი. არ ითევზაო, ერთი ლიფსიტა ჩაუშვი წყალში. როცა პურის ნამცეცებს მაგიდიდან ერთი ხელის მოსმით დაბლა ყრი, ერთხელ მაინც გაიხსენე მშიერი სამშობლო, ჩიტებს დაუყარე ნამცეცები. ნუ გეზარება, სიცივეში გასვლა, თორემ თავად შემოგეჭრება სულში. ნუ მკითხავ სული რა არისო, არც მე ვიცი, მაგრამ არ დაიჯერო ჯინის არსებობა. არც არსებობით დაკმაყოფილდე მხოლოდ. ფრჩხილებს შენით თუ არ მოიჭამ, სხვა ვერ მოგჭამს. ნუ წამლავ ადამიანებს უკურნებელი ვირუსებით, ისინი შენზე მალე იკურნებიან! არ შეიყვარო ისე, რომ სიყვარული შეგძულდეს! ჩვენ გამონაკლისი ვართ ერთმანეთისთვის, სხვებისთვის-დანაკლისი! კითხულობ და არ იცი რა თქვა? არ აღიარო არაფერი, მაგრამ დამეთანხმე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არაუშავს, საერთო ჯამში მომეწონა ეს ავტორი. არაუშავს, საერთო ჯამში მომეწონა ეს ავტორი.
4. ცრემლისოდენა ხარ მაშინ, როცა გოლიათი გგონია თავი.
:) რამდენს მოსდის ასე.. ცრემლისოდენა ხარ მაშინ, როცა გოლიათი გგონია თავი.
:) რამდენს მოსდის ასე..
3. არ შეიყვარო ისე, რომ სიყვარული შეგძულდეს!
ჰო, კიდევ ძალიან ბევრი რაღაც მომეწონა!
მე ვიტყოდი, რომ მაგარია !!! 5555 არ შეიყვარო ისე, რომ სიყვარული შეგძულდეს!
ჰო, კიდევ ძალიან ბევრი რაღაც მომეწონა!
მე ვიტყოდი, რომ მაგარია !!! 5555
2. უი, "სხვა" ყოფილა ასე რომ ვერ ვაფასებ :) უი, "სხვა" ყოფილა ასე რომ ვერ ვაფასებ :)
1. თავიდან უფრო კარგად დაიწყო, უფრო მეტს ველოდი მერე და მერე, საერთო ჯამში +4, ნახალოვკელი ნატას კაბის თმებთან შედარებისთვის! თავიდან უფრო კარგად დაიწყო, უფრო მეტს ველოდი მერე და მერე, საერთო ჯამში +4, ნახალოვკელი ნატას კაბის თმებთან შედარებისთვის!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|